იტვირთება...

ქვიშის ტალღები

ვიქტორია ჯუღელი

2014 წელი | მერწყული
1,468 ნახვა
4
(0 რეცენზია /1 შეფასება)
მსურს წავიკითხო
ჩემი რჩეული
20
ყიდვა
ჩუქება
ანოტაცია
მკვლევარისა და არაერთი სამეცნიერო ნაშრომის ავტორის, ფილოლოგიის დოქტორის, ვიქტორია ჯუღელის ”ქვიშის ტალღები” (გამომცემლობა ”სეზანი”) ავტორის მიერ გამოცემული პირველი პოეტური კრებულია. იგი მოიცავს ქართულ და რუსულ ლექსებს, დაწერილს უკანასკნელი 23 წლის განმავლობაში, მათ შორის, სასიყვარულო, ფილოსოფიურ, ქალაქურ პოეზიას, პაროდიებს, მინიატურებს და სხვ. ვიქტორიას სტილი არაერთგვაროვანია. მის შემოქმედებაში წარმოდგენილია ვერლიბრი, რუბაიები, ურითმო და რითმიანი სტროფები, რომლებშიც ”თავისუფლების ნათელი ფუნჯით”, ყოველგვარი ხელოვნურობის გარეშე, ექსპრესიულად არის გადმოცემული გულწრფელი, ღრმა გრძნობები, აღწერილი როგორც ქალის, ისე მამაკაცის თვალსაწიერიდან. ამასთანავე, ნაჩვენებია საზოგადოების შური და დაუნდობლობა, ამ სამყაროს ჯოჯოხეთად რომ აქცევს. ამ მსუბუქ და ჰაეროვან ლექსებში მოქმედება, უფრო ხშირად, დროისაგან თავისუფალია და ყველა ეპოქაში შეიძლება ჩაეწეროს. მათში გამოყენებულია ისეთი პოეტური ხერხები, როგორიცაა აკროსტიხი, ზმა, ომონიმები (რომელთა ორივე მნიშვნელობა მოიაზრება სტრიქონში), გაპიროვნება, გამეორება, ალეგორია და ა.შ. ზოგჯერ ორიგინალურად, ტექსტის შემდეგ გვხვდება სათაურები და ეპიგრაფები. აღსანიშნავია, რომ 2014 წელს ამ ავტორის რუსულმა ლექსებმა მოიპოვა ნომინაცია „Поэт года 2014“, 2015 წელს კი „Наследие 2015“. ამასთან, რამდენიმე მათგანი გამოიცა კიდეც ამავე სახელწოდების მქონე კრებულის, „Поэт года 2014“, 62-ე ტომში, რამდენიმე კი, უკვე დაკაბადონებული, ელოდება დღის სინათლის ხილვას კრებულ „Наследие“-ს მე-11-ე ტომში. ელგამოცემა შეიცავს წიგნისათვის დართულ ილუსტრაციებსაც, თუმცა ყველაზე მშვენიერი ნახატები მასში შეტანილი არ არის და მასთან შედარებით წიგნი უფრო სრული და სრულყოფილია.
ვრცლად
რეკომენდებული ელ. წიგნები
დაწვრილებით ელ. წიგნის შესახებ
მკვლევარისა და არაერთი სამეცნიერო ნაშრომის ავტორის, ფილოლოგიის დოქტორის, ვიქტორია ჯუღელის ”ქვიშის ტალღები” (გამომცემლობა ”სეზანი”) ავტორის მიერ გამოცემული პირველი პოეტური კრებულია. იგი მოიცავს ქართულ და რუსულ ლექსებს, დაწერილს უკანასკნელი 23 წლის განმავლობაში, მათ შორის, სასიყვარულო, ფილოსოფიურ, ქალაქურ პოეზიას, პაროდიებს, მინიატურებს და ა.შ. ვიქტორია ჯუღელის სტილი არაერთგვაროვანია. მის შემოქმედებაში წარმოდგენილია ვერლიბრი, რუბაიები, ურითმო და რითმიანი სტროფები, რომლებშიც ”თავისუფლების ნათელი ფუნჯით”, ყოველგვარი ხელოვნურობის გარეშე, ექსპრესიულად არის გადმოცემული გულწრფელი, ღრმა გრძნობები, აღწერილი როგორც ქალის, ისე მამაკაცის თვალსაწიერიდან. ამასთანავე, ნაჩვენებია საზოგადოების შური და დაუნდობლობა, ამ სამყაროს ჯოჯოხეთად რომ აქცევს. ამ მსუბუქ და ჰაეროვან ლექსებში მოქმედება, უფრო ხშირად, დროისაგან თავისუფალია და ყველა ეპოქაში შეიძლება ჩაეწეროს. მათში გამოყენებულია ისეთი პოეტური ხერხები, როგორიცაა აკროსტიხი, ზმა, ომონიმები (რომელთა ორივე მნიშვნელობა მოიაზრება სტრიქონში), გაპიროვნება, გამეორება, ალეგორია, შედარება და ა.შ. ზოგჯერ ორიგინალურად, ტექსტის შემდეგ გვხვდება სათაურები და ეპიგრაფები. წიგნის რედაქტორია პროფესორი ნანა ტონია, დამკაბადონებელი – მხატვარი გეგა პაქსაშვილი. კრებული გამშვენებულია მხატვარ სოფიო ვარაზის ილუსტრაციებით. წიგნში გამოყენებულია, აგრეთვე, ავტორის შვილის, მხატვარ ლიანა ფავლენიშვილის ნახატები. გამოცემას ერთვის DVD 11 ლექსით. მათგან ორ რუსულ ლექსს კითხულობს კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის მსახიობი ზაზა იაქაშვილი, დანარჩენ ცხრას კი – ავტორი (ორი ლექსის ჩანაწერისათვის იხ. https://www.youtube.com/watch?v=g8fNqp2sHWg და https://www.youtube.com/watch?v=VEAdJnHscBw). აღსანიშნავია, რომ 2014 წლის დეკემბერში ამ ავტორის რუსულმა ლექსებმა მოიპოვა ნომინაცია „Поэт года 2014“, 2015 წელს კი „Наследие 2015“. ამასთან, რამდენიმე მათგანი გამოიცა კიდეც ამავე სახელწოდების მქონე კრებულის, „Поэт года 2014“, 62-ე ტომში, რამდენიმე კი, უკვე დაკაბადონებული, ელოდება დღის სინათლის ხილვას კრებულ „Наследие“-ს მე-11-ე ტომში. ელგამოცემა შეიცავს წიგნისათვის დართულ ილუსტრაციებსაც, თუმცა ყველაზე მშვენიერი ნახატები მასში შეტანილი არ არის და მასთან შედარებით წიგნი უფრო სრული და სრულყოფილია.
ელ. წიგნის მახასიათებლები
ISBN - 13:
978-9941-0-7131-7
სათაური:
ქვიშის ტალღები
გამომცემელი:
გამოცემის თარიღი:
2014
გვერდები:
112
კატეგორია:
პოეზია
ნახვები:
1468
რეიტინგი:
4
მკითხველთა რეცენზია
საშუალო შეფასება
(1) რეცენზია
4
რეიტინგის განაწილება
  • 5
    [0]
  • 4
    [1]
  • 3
    [0]
  • 2
    [0]
  • 1
    [0]