იტვირთება...
მთავარი
წიგნები
კატალოგი
მოხმარების წესები
ჩვენ შესახებ
„საბას“ შესახებ
სიახლეები
პროექტები
ვიკიპედია ქართულად
პრემია "საბა"
კონკურსის შესახებ
კონკურსის ისტორია
წესდება
საკონკურსო განაცხადი
/
კონტაქტი
შესვლა
|
რეგისტრაცია
ელ. წიგნი
ელ. წიგნი
ავტორი
გამომცემელი
შესაძენი წიგნები
რაოდენობა
0
0.00
მთავარი
/
წიგნები
/
პოდკასტი
/
უფასო
/
eBook Club
/
ასათიანის კუთხე: ხულიო კორტასარი - "კლასობანას" ლაბირინთში
ასათიანის კუთხე: ხულიო კორტასარი - "კლასობანას" ლაბირინთში
სალომე ასათიანი
2019 წელი |
რადიო თავისუფლება
პოდკასტი
|
უფასო
|
eBook Club
2,875
ნახვა
3
(0 რეცენზია /2 შეფასება)
მსურს მოვუსმინო
ჩემი რჩეული
0
ყიდვა
ხმოვანი წიგნის მოსმენა შესაძლებელია მხოლოდ საბას iOS ან Android წამკითხველით.
ანოტაცია
„კორტასარს ვინც არ კითხულობს, ყველა განწირულია“– ეს სიტყვები პაბლო ნერუდას ეკუთვნის. ჩილელ პოეტს, რომელსაც 1971 წელს ნობელის პრემია მიენიჭა, როგორც მაშინ ითქვა „პოეზიისათვის, რომელიც ბუნების ძალის ამოქმედებით აცოცხლებს კონტინენტის ბედისწერასა და ოცნებებს“. „ასათიანის კუთხის“ ეს ეპიზოდი ხულიო კორტასარს და მის 1963 წლის „კლასობანას“ ეძღვნება. ლიტერატურის ისტორიკოსები გვეტყვიან, რომ მარკესის „მარტოობის ას წელთან“ ერთად, „კლასობანა“ ყველაზე მნიშვნელოვანი ესპანურენოვანი რომანია, რომელიც სერვანტესის „დონ კიხოტის“ შემდეგ გამოქვეყნდა. „კლასობანა“ არის წიგნი, რომელიც ერთდროულად ბევრი წიგნია, რომლის წაკითხვაც მრავალნაირად შეიძლება და რომელიც შენთან, მკითხველთან ერთად მუდმივად იზრდება და იცვლება, რამდენჯერაც უნდა დაუბრუნდე მას. „’კლასობანა’ დავწერე იმიტომ, რომ მას ვერ ვიცეკვებდი, ვერ გადმოვაფურთხებდი, ვერ დავიყვირებდი, ვერ გამოვხატავდი რომელიმე სულიერი ან ფიზიკური აქტით, კომუნიკაციის რომელიმე არსებული მედიუმითო“, ამბობდა კორტასარი. პოდკასტის სტუმარია ილან სტავანსი, შეერთებული შტატების ამჰერსტის კოლეჯის პროფესორი, მექსიკური წარმოშობის ამერიკელი ლიტერატურის კრიტიკოსი და ესპანურენოვანი, მათ შორის ლათინური ამერიკის ლიტერატურის ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტიანი მცოდნე.სტავანსი კორტასარს პირადად იცნობდა და მისი ლიტერატურის შესახებ მრავალი პუბლიკაციის ავტორია.
ვრცლად
რეკომენდებული ელ. წიგნები
მწარე პოდკასტი:...
ნიკა ხოფერია; ლევან ჩხეიძე
1
ყიდვა
ქართული სახელმწ...
გიორგი ნადარეიშვილი
8
ყიდვა
საქართველოს სახ...
ვალერიან მეტრეველი
8
ყიდვა
საქართველოს სახ...
ვალერიან მეტრეველი
8
ყიდვა
საქართველოს კან...
ქართული სამართლებრივი ნორმები
5
ყიდვა
საქართველოს კან...
ქართული სამართლებრივი ნორმები
5
ყიდვა
საქართველოს შრო...
ქართული სამართლებრივი ნორმები
5
ყიდვა
ქართული სახელმწ...
გიორგი ნადარეიშვილი
8
ყიდვა
საქართველოს კან...
ქართული სამართლებრივი ნორმები
5
ყიდვა
მაგდანას ლურჯა
ეკატერინე გაბაშვილი
8
ყიდვა
აფხაზური ხალხურ...
მიხეილ ჩიქოვანი
5
ყიდვა
აფხაზური ხალხურ...
მიხეილ ჩიქოვანი
5
ყიდვა
ხიხანის ძახილი ...
ფრიდონ ხალვაში
10
ყიდვა
რასიომონის კარი...
რიუნოსკე აკუტაგავა
10
ყიდვა
ჩემი მწვანე და ...
ჯერომ სელინჯერი
8
ყიდვა
ჯადოქარი; ნანკი...
რიუნოსკე აკუტაგავა
10
ყიდვა
ჭერი ასწიეთ დურ...
ჯერომ სელინჯერი
8
ყიდვა
მარგალიტი
ჯონ სტეინბეკი
10
ყიდვა
საზღვაო კატასტრ...
გაბრიელ გარსია მარკესი
7
ყიდვა
პოლკოვნიკს არავ...
გაბრიელ გარსია მარკესი
7
ყიდვა
საქართველოს კან...
ქართული სამართლებრივი ნორმები
5
ყიდვა
საქართველოს კან...
ქართული სამართლებრივი ნორმები
5
ყიდვა
საქართველოს კან...
ქართული სამართლებრივი ნორმები
5
ყიდვა
საქართველოს ოკუ...
ქართული სამართლებრივი ნორმები
5
ყიდვა
ადამიანის უფლებ...
ქართული სამართლებრივი ნორმები
5
ყიდვა
ადამიანის უფლებ...
ქართული სამართლებრივი ნორმები
5
ყიდვა
საქართველოს კონ...
___ ___
3
ყიდვა
საქართველოს კონ...
___ ___
3
ყიდვა
საქართველოს კონ...
___ ___
3
ყიდვა
საქართველოს კონ...
___ ___
3
ყიდვა
საქართველოს კონ...
___ ___
3
ყიდვა
საქართველოს კონ...
___ ___
3
ყიდვა
ღვთაებრივი კომე...
დანტე ალიგიერი
10
ყიდვა
ვატერ(პო)ლოო ან...
გურამ დოჩანაშვილი
8
ყიდვა
მეფე ლირი
უილიამ შექსპირი
8
ყიდვა
დაწვრილებით ელ. წიგნის შესახებ
„კორტასარს ვინც არ კითხულობს, ყველა განწირულია“– ეს სიტყვები პაბლო ნერუდას ეკუთვნის. ჩილელ პოეტს, რომელსაც 1971 წელს ნობელის პრემია მიენიჭა, როგორც მაშინ ითქვა „პოეზიისათვის, რომელიც ბუნების ძალის ამოქმედებით აცოცხლებს კონტინენტის ბედისწერასა და ოცნებებს“. „ასათიანის კუთხის“ ეს ეპიზოდი ხულიო კორტასარს და მის 1963 წლის „კლასობანას“ ეძღვნება. ლიტერატურის ისტორიკოსები გვეტყვიან, რომ მარკესის „მარტოობის ას წელთან“ ერთად, „კლასობანა“ ყველაზე მნიშვნელოვანი ესპანურენოვანი რომანია, რომელიც სერვანტესის „დონ კიხოტის“ შემდეგ გამოქვეყნდა. „კლასობანა“ არის წიგნი, რომელიც ერთდროულად ბევრი წიგნია, რომლის წაკითხვაც მრავალნაირად შეიძლება და რომელიც შენთან, მკითხველთან ერთად მუდმივად იზრდება და იცვლება, რამდენჯერაც უნდა დაუბრუნდე მას. „’კლასობანა’ დავწერე იმიტომ, რომ მას ვერ ვიცეკვებდი, ვერ გადმოვაფურთხებდი, ვერ დავიყვირებდი, ვერ გამოვხატავდი რომელიმე სულიერი ან ფიზიკური აქტით, კომუნიკაციის რომელიმე არსებული მედიუმითო“, ამბობდა კორტასარი. პოდკასტის სტუმარია ილან სტავანსი, შეერთებული შტატების ამჰერსტის კოლეჯის პროფესორი, მექსიკური წარმოშობის ამერიკელი ლიტერატურის კრიტიკოსი და ესპანურენოვანი, მათ შორის ლათინური ამერიკის ლიტერატურის ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტიანი მცოდნე.სტავანსი კორტასარს პირადად იცნობდა და მისი ლიტერატურის შესახებ მრავალი პუბლიკაციის ავტორია. პროფესორ სტავანსთან ერთად ვსაუბრობთ კორტასარის ლიტერატურულ და პოლიტიკურ ტრაექტორიაზე, კვალზე, რომელიც მას და მის ტექსტებს დაატყო ქვეყნების და კულტურების ცვლამ და მუდმივად არგენტინასა და ევროპას შორის ყოფნის მდგომარეობამ. ილან სტავანსი გვიყვება„ლათინურ-ამერიკული ბუმის“ სახელით ცნობილ, 1960-იანი წლების ლიტერატურულ ფენომენზე, რომლის დროსაც მსოფლიო ასპარეზზე კორტასართან ერთად გამოვიდნენ გარსია მარკესი, კარლოს ფუენტესი, მარიო ვარგას ლიოსა და სხვა დიდი მწერლები, თავიანთ ლიტერატურულ მამასთან, არგენტინელ ხორხე ლუის ბორხესთან ერთად. ცხადია, ვსაუბრობთ ამ მწერლების მახასიათებელ „მაგიურ რეალიზმზე“ - ლიტერატურულ სტრატეგიაზე, რომელიც ერთნაირი ინტენსივობით თუ ლეგიტიმურობით წარმოაჩენს ტრადიციულს და ავანგარდულს, ადგილობრივს და ევროპულს, მითებს და რაციონალობას. და, რასაკვირველია, ვიხსენებთ კუბის რევოლუციას - რომელიც პირველ ეტაპზე „ბუმის“ თაობის ავტორებს ერთიანი ლიტერატურული თუ პოლიტიკური მიზნის ქონის განცდას უჩენს, შემდეგ კი მათ შორის მწვავე და შეუქცევადი კონფლიქტის გამომწვევი მოვლენა ხდება.
ელ. წიგნის მახასიათებლები
სათაური:
ასათიანის კუთხე: ხულიო კორტასარი - "კლასობანას" ლაბირინთში
ავტორი:
სალომე ასათიანი
გამომცემელი:
რადიო თავისუფლება
ხანგრძლივობა:
0 საათი 54 წუთი
კატეგორია:
პოდკასტი
ნახვები:
2875
რეიტინგი:
3
მკითხველთა რეცენზია
საშუალო შეფასება
(2) რეცენზია
3
რეიტინგის განაწილება
5
[1]
4
[0]
3
[0]
2
[0]
1
[1]
წიგნის შესახებ
ასათიანის კუთხე: ხულიო კორტასარი - "კლასობანას" ლაბირინთში
სალომე ასათიანი
ნახვა:
2875
ხანგრძლივობა:
0
საათი
54
წუთი
0
ლარი
ყიდვა
სარჩევი
ყდა
უფასო ნაწილი
ხულიო კორტასარი-კლასობანას ლაბირინთში
უფასო ნაწილი