იტვირთება...

პრემია „საბას“ შესახებ

ყოველწლიური ლიტერატურული პრემია „საბა“ დაარსდა 2002 წელს. მისი დამფუძნებლები არიან თიბისი და რატი ამაღლობელი.

პრემიის მიზანია გასული ერთი წლის ლიტერატურული პროცესების შეფასება და წლის საუკეთესო წიგნებისა და ავტორების გამოვლენა. პრემია “საბაზე” განიხილება გასულ წელს წიგნად გამოცემული ყველა ორიგინალური ლიტერატურული ნაწარმოები (რომანი, პროზაული კრებული, პოეტური კრებული, პიესა), უცხოური ნაწარმოების ქართული თარგმანი, ასევე ლიტერატურული კრიტიკის და დოკუმენტური პროზის ნიმუშები.

ლიტერატურული პრემია ”საბა” გაიცემა შემდეგ ნომინაციებში:

  1. წლის საუკეთესო რომანი
  2. წლის საუკეთესო პოეტური კრებული
  3. წლის საუკეთესო პროზაული კრებული
  4. წლის საუკეთესო პიესა
  5. წლის საუკეთესო ლიტერატურული დებიუტი
  6. წლის საუკეთესო ლიტერატურული კრიტიკა
  7. წლის საუკეთესო ესეისტიკა და დოკუმენტური პროზა
  8. უცხოური ნაწარმოების საუკეთესო ქართული თარგმანი
  9. პრემია „საბა“ ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის

გამარჯვებულ ავტორებს, სპეციალურ ჯილდოსთან ერთად, გადაეცემათ ფულადი პრემიები, რომელსაც თიბისი გადასცემს.

კონკურსის ჟიური 5 წევრისგან შედგება. ჟიურის შემადგენლობა ყოველწლიურად იცვლება და მასში შედიან ის მწერლები და ლიტერატორები, რომელთა ნაწარმოებიც ამ წელს საკონკურსოდ არ განიხილება. ჟიურის არ ჰყავს თავმჯდომარე.  გამარჯვებულის გამოვლენა ხდება დახურული კენჭისყრით, მინიმუმ 3 ხმის მიღების შედეგად.