„საბას“ ისტორია 2002 წელს, თიბისის და პოეტ რატი ამაღლობელის მიერ ლიტერატურული პრემია „საბას“ დაარსებით იწყება. პრემიის მიზანია გასული წლის ლიტერატურული პროცესების შეფასება და საუკეთესო წიგნებისა და ავტორების გამოვლენა, რაც წლის მთავარ ლიტერატურულ მოვლენად დამკვიდრდა.
კონკურსის კვალდაკვალ 2012 წელს შეიქმნა ელექტრონული წიგნების სახლი „საბა“, რომელიც აერთიანებს მრავალფეროვან ლიტერატურას - კლასიკურ და თანამედროვე, ქართულ და უცხოურ მხატვრულ ტექსტებს, ხმოვან წიგნებსა და პოდკასტებს.
2019 წელს შეიქმნა მკითხველთა პლატფორმა საბკულტურა და მასთან ერთად განახლდა აპლიკაცია SABA READER-ი.
საბკულტურა მოძრაობაა, რომლის წევრებსაც გვჯერა, რომ კითხვაში გატარებული ყოველი წუთი ცვლის ადამიანების ფიქრებს, ფიქრები ცვლის ქმედებებს, ქმედებები კი - სამყაროს. საბკულტურის წევრობა SABA READER-ის უდიდეს ბიბლიოთეკაზე წვდომასაც ნიშნავს.
„საბა“ კითხვის ახალ გამოცდილებას გთავაზობთ და სასიამოვნო კითხვას გისურვებთ!