- ეშმაკი ისევ შენს სიახლოვესაა. მანამ არ მოისვენებს, ვიდრე შენც თავის კლანჭებში არ მოგაქცევს, თუ უფალმა განსაკუთრებული წყალობა არ მოიღო და არ დაგიცვა. გთხოვ და გიბრძანებ, ნუ მიეცემი დარდსა და სევდას. ეშმაკს არავისზე ისეთი გავლენის მოხდენა არ შეუძლია, როგორც მათზე, ვისაც უიმედობა ეუფლება. მაშინვე ჩემთან გამოიქეცი, როგორც კი რაიმე შეგაშფოთებს. იცოდე, ჭამის დროს პირჯვარი გამოისახე, სადაც გძინავს შუქი დატოვე, რადგან ეშმაკი სინათლეს უფრთხის.