ლიზის დეპრესია გარეთ გაზაფხულია. მზის სხივები ნაზად ეხება სახლების კედლებს, ბაღებში ხეები პირველად იწყებენ ყვავილობას, და ქალაქს იპყრობს ძველის სურნელით გაჟღენთილი ახალი დროის მოლოდინი.
მაგრამ ლიზის სამყაროში გაზაფხული არ შემოსულა.
ის თავის ოთახშია გამოკეტილი. ფანჯარა დაკეტილია, ფარდები ჩამოფარებული. ოთახში ნახევრად ჩაბნელებულია, ჰაერი – მძიმე. თითქოს სივრცეც კი აღარ სუნთქავს მასთან ერთად.
დღეები გადის, მაგრამ ლიზი საწოლიდან თითქმის არ დგება. ტელეფონი გამორთულია. არავის პასუხობს. არავის ელოდება. არაფერს ელის.
მას შემდეგ, რაც მიხვდა, რომ ნიკამ მიატოვა – აღარაფერი იყო ისეთი, როგორიც ადრე. ეს არ იყო უბრალოდ დაშორება. ეს იყო სიცარიელის წამიერი გაფართოება, გრძნობების ჩამქრალი სხივი, რომელსაც არ ჰქონდა ბრუნვის ძალა.
საერთოდ, როგორ შეიძლება მიხვდე, რომ ვიღაც ნამდვილად წავიდა? ეს არ ხდება მოულოდნელად. ნიკაც არ წასულა უცბად – ის ნელ-ნელა იცლებოდა. თავიდან შეხვედრები შეზღუდა, მერე ზარები გახშირდა, მაგრამ გრძნობები – არა. ბოლოს კი – სრული სიჩუმე. ის სიჩუმე, რომელიც უფრო ხმაურიანია, ვიდრე ყველაზე მწვავე კამათი.
ლიზიმ ეს გაიაზრა ერთ მშვენიერ დილით, როცა მზე ისევ ისე ანათებდა, მაგრამ ოთახში არაფერი იყო სინათლით სავსე. დაადგა, რომ ნიკას მის ცხოვრებაში ვეღარ გრძნობდა. ის აღარ იყო.
მიხვდა, რომ ყველაფერი დასრულდა.
რამდენიმე დღე იყო გასული მას შემდეგ, რაც ლიზიმ გაიაზრა – ნიკა წავიდა. არა სიტყვით, არა ღირებულად, არამედ უბრალოდ – გაუჩინარდა.
იმ დილით, როდესაც ჯერ კიდევ ბალიშს ჩახუტებული იწვა და ფანჯრიდან შემოსული დილის შუქი თვალებს აწუხებდა, მოულოდნელი კაკუნი მოესმა კარებზე.
– ლიზი! ჩვენ ვართ! – გახალისებული ხმა ისმოდა ზღურბლიდან.
სალომე, ნინი და სოფო – მისი მეგობრები, მის ბავშვობასთან და სკოლასთან ერთად გაზრდილი გოგოები, გამოჩნდნენ სახლის კართან ყვავილებითა და შოკოლადებით ხელში.
გოგოებმა ყველაფერი სცადეს, რომ ლიზის განწყობა ეშველათ – უამბეს სასაცილო ისტორიები, მოუყვნენ ახალ ამბებს და დაუტოვეს საყვარელი ფილმის დისკი, რომელსაც ბავშვობაში ერთად უყურებდნენ.
მაგრამ ერთმა ამბავმა ყველაფერი შეცვალა.
– იცი რა გავიგეთ? – დაიწყო ნინიმ.
– ნიკას უნივერსიტეტიდან გზავნიან … მიუნხენში, გაცვლით პროგრამაზე. რამდენიმე დღეში მიდის.
ლიზიმ სიტყვები ვერ გაიაზრა თავიდან. მხოლოდ მზერა გაუშეშდა. გულის სიღრმეში რაღაც ჩაიფერფლა.
– ანუ … მიდის? და არც არაფერი მითხრა? არც კი გაამხილა?.. – თვალები აემღვრა.
არავინ იცოდა, რა ეთქვათ. სალომემ ხელი ჩაკიდა, მაგრამ ლიზი უცბად წამოდგა და ფანჯარასთან მივიდა. თავი ქვემოთ დახარა.
– ყველაფერი ისე ხდება, თითქოს არ ვარსებობდე. როგორ შეიძლება წავიდეს ასე, უხმოდ... ისე, თითქოს არაფერი არ ყოფილა...
ოთახში ჩამოწვა სიჩუმე. არა მძიმედ, არამედ პატივისცემით – თითქოს დრო თავადაც შეჩერდა, რომ მისთვის დაეთმო სივრცე.
დროთა განმავლობაში თითქოს ყველაფერი უბრუნდებოდა ჩვეულ რიტმს – გარეთ კვლავ გაზაფხული იშლებოდა, ბაღებში ფერები მძაფრდებოდა, კაფეებში ხალხის ჟრიამული ისმოდა, სკოლაში ბავშვების სიცილი ბრუნდებოდა... მაგრამ ლიზისთვის დრო ისევ გაჩერებული იყო.
სულს კიდევ ის გამოტოვებული პასუხები უწევდა. არც ერთი მესიჯი. არც ერთი ზარი.
ლიზი ცდილობდა თავის მოწესრიგებას – სახლიდან იშვიათად გადიოდა, წიგნებში ეფლობოდა, მაგრამ რაც უფრო მეტად სურდა დავიწყება, მით უფრო მკვეთრად ახსენებდა თავი რეალობა.
ერთ დღეს, როცა ნინი და ლიზი ერთმანეთის პირისპირ ისხდნენ პატარა, მყუდრო კაფეში, სადაც ყავას ვანილის სურნელი ერთვოდა და მყუდრო მუსიკა ფონად გაისმოდა, ნინი თითქოს გაუბედავად წამოიწყო:
– ლიზ... რაღაც უნდა გითხრა. ძალიან ბევრს ვფიქრობდი, მეთქვა თუ არა... მაგრამ მგონია, რომ მეტი ტყუილი აღარ შეიძლება...
ლიზიმ ფინჯანი ნელა დადგა მაგიდაზე. მზერა დაუმძიმდა.
– მითხარი.
ნინიმ ღრმად ამოისუნთქა.
– ნიკა და სალომე... ისინი ბოლო დროს ხშირად ერთად იყვნენ. უფრო ხშირად, ვიდრე უბრალოდ მეგობრები.
ლიზის სხეული დაიძაბა, მაგრამ ხმა არ ამოუღია.
– თავიდან მეგონა, რომ უბრალოდ შენზე საუბრობდნენ, ან ერთმანეთს ამხნევებდნენ, მაგრამ... მერე მივხვდი, რომ ყველაფერი ბევრად უფრო სერიოზული იყო. ჩუმად ხვდებოდნენ. და ახლა, ერთად მიდიან მიუნხენშიც. ერთსა და იმავე პროგრამაზე, ერთსა და იმავე ქალაქში...
ის, რაც ნინის სიტყვებიდან წამოვიდა, თითქოს ჰაერში გადაიფრქვა – გამჭვირვალე, მაგრამ მკაცრი ჭრილობის ფორმით.
ლიზის ხელები კანკალმა აიტანა. პირი ოდნავ გააღო, თითქოს რაღაცის თქმას აპირებდა, მაგრამ ვერ თქვა.
– სალომე?.. – ძლივს წარმოთქვა. ხმა ჩასძირებოდა. – ჩემი სალომე?.. ჩემი ყველაზე ახლობელი?
ნინიმ თავი დახარა. უკვე არ ჰქონდა სიტყვები.
– ნიკა წავიდა. წავიდა ისე, რომ აღარაფერი მითხრა... და სალომე,