სთორი ლონდონის ღამე უფრო ხალვათია, როცა გრძნობები გახმოვანებას ვერ ბედავენ.
ლეომ კარგად იცოდა, რომ მეგობრებთან გატარებული დრო — ხანდახან ყველაზე დიდი იარაღია. ამიტომაც მოგვიანებით, თითქოს შემთხვევით, ახალი ჯგუფური შეხვედრა დაგეგმა.
წვეულება თავისთან სახლში მოაწყო — პატარა, მყუდრო მისაღები, მუსიკა არა ძალიან ხმამაღალი, ღვინო — ზუსტად იმდენი რამდენიც საჭირო იყო..
ანი პირველად მოვიდა მარტო. ნოე იმ საღამოს პროექტზე მუშაობდა.
ლეომ ეს იცოდა.
— მოდი, შენთვის ადგილი დავიტოვე, — გაუღიმა და სავარძლისკენ მიუთითა.
ანი ჯერ გაოცდა, მერე თვალი მოარიდა. და მაინც დაჯდა.
— ნოე ვერ მოვიდა? — თითქოს გულწრფელად ჰკითხა მეზობელმა ბიჭმა, ლეოს მინიშნებით.
— დიდად დაკავებულია ხოლმე … — პასუხობს ლეო მისი მაგივრად, — და ანის მაინც სულ სხვანაირად ესმის მუსიკა. მარტო ყოფნა უფრო უხდება.
ანი ერთდროულად დაიბნა და გაბრაზდა. მოიმიზეზა წყალი და სამზარეულოსკენ გაემართა.
ლეო უკან გაჰყვა, უხმოდ.
სამზარეულოში კარი დახურა.
— არავის უთქვამს, მაგრამ მე ვხედავ, როგორ უყურებს შენს იდეებს — არა როგორც თანასწორი პარტნიორისას, არამედ როგორც ვიღაცის, ვისაც უნდა გმართოს.
— შენ არ იცი, როგორ გვესმის ერთმანეთს, — მტკიცედ ამბობს.
მიუახლოვდა. ოდნავ. თითქოს ეჭვი შეეტანა სივრცესა და ნდობას შორის.
ანი სწრაფად გამობრუნდა და დერეფანში გავიდა.
ლეო უკან მიეყრდნო კარს. არ გაეღიმა. უბრალოდ ჩაილაპარაკა:
— მან მოიგო შენი გული. მაგრამ ჯერ არ წაუკითხავს ბოლომდე.
***
ნოე კედელთან იდგა, ხელები ჯიბეებში ჰქონდა, თავი ჩაღუნული. ბოსის მაგიდასთან კი ის ბიჭი იჯდა — ლეო. მაღალი, ვარცხნილობის გარეშე, ისეთი სახე ჰქონდა, თითქოს პარკიდან პირდაპირ პრაღის ელიტარულ მერხზე აღმოჩნდა.
რექტორმა წარბი შეათამაშა:
— ჩვენ აქ კამათისთვის არ ვართ. თქვენ სტუდენტები ხართ, არენაზე გამოვარდნილი ბოკერები კი არა. ამიტომ გისმენთ, ლეო.
ბიჭმა თითქოს სცენა რეპეტიცია ჰქონდა:
— უბრალოდ, ვკითხე, რატომ უყურებდა ჩემ შეყვარებულს ასე ზედმეტად... არ მეგონა, მანდილოსნები მხოლოდ წარსულის თემაა მისთვის.
ნოეს კისერზე ძარღვი დაეჭიმა. ვერ იტანდა ამ ხმას — იმ დამცინავ ტონალობას, რაც ანისთან სულ უფრო და უფრო ხშირად ტრიალებდა ჰოლში.
ანი სუნთქვაშეკრულმა იკითხა:
— ანუ... მე ვიყავი მიზეზი?
ნოემ თავი ოდნავ ასწია, უჩვეულოდ მშვიდად თქვა:
— შენზე ლაპარაკობდა. ხმით. ხმით, ანი. და ზედმეტად. ისე, როგორც მხოლოდ საკუთარ ოთახში შეიძლება ლაპარაკობდე. არ მივცემ თავს უფლებას, ასეთ რამეს ვუსმინო.
— და რა იყო? — ლეოს ირონია არ წყდებოდა. — ეგეთი პრივილეგია გაქვს, გოგოზე, რომელიც არც შენი შეყვარებულია?
რექტორმა ორივე სტუდენტი დროებით გაათავისუფლა ლექციებიდან. ნოეს გაფრთხილება მისცეს, ლეოსაც.
ლონდონის ჰაერი ანისთვის უცნაურად სქელი გახდა. ნოესთან მარტო დარჩენისას უთხრა:
— რატომ არაფერს მითხარი?
ანი წამით გაჩუმდა. მერე ღრმად ჩაისუნთქა:
— მაშინ მითხარი — მე უნდა ვიცოდე, როცა ჩემს გამო გირტყამენ და შენ — უკან.
ნოე ჩაიღიმა, სევდიანად:
— შენი თვალების გამო უფრო მივხვდი, რომ ღირდა.
***
ნოე გვიან მოვიდა ბიბლიოთეკაში. ანი და ლეო უკვე იქ იყვნენ. კუთხეში, ერთმანეთთან ძალიან ახლოს, რაღაცაზე ჩუმად იცინოდნენ. ანიმ თვალი მოჰკრა ნოეს, წამიერად შეცბა, მაგრამ მაშინვე ისევ ლეოს მიუბრუნდა.
ნოემ არაფერი უთხრა, მხოლოდ გვერდით ჩამოუჯდა. რამდენიმე წუთში ლეო წასასვლელად წამოდგა.
— ანი, ის საკითხავი რაც გითხარი, აუცილებლად გადაამოწმე, კარგი? და თუ დაგჭირდება, ხვალაც შეგვიძლია გავაგრძელოთ.
ნოემ თითქოს შემთხვევით ჩაიცინა:
— ყოველდღე ასეთი საინტერესო მასალაა, ლეო?
ლეო ჩერდება. იღიმის — ცივად.
— როცა თემის სიღრმეში შედიხარ, ყოველთვის იპოვი რაღაც საინტერესოს. არა?
ნოეს სიბრაზე ყელში ეჩხირება. ფარულ მინიშნებას გრძნობს.
ნოე მარტო რჩება ანისთან. .
— ანი, ამ ბოლო დროს რაღაც შეიცვალა...
— რას გულისხმობ?
— არ ვიცი... თითქოს ვერ გწვდები. თითქოს სხვას უსმენ უფრო.
— შენ ზედმეტად ფრთხილობ. ყველაფერი რიგზეა.
ნოე თავს აქნევს. ამ სიტყვებმა მხოლოდ უფრო დაარწმუნა:
როდესაც ადამიანი მენტალურად დაგშორდება, პირველი რაც ამბობს, არის: "ყველაფერი რიგზეა".
მაგრამ არაფერი იყო რიგზე.
ნოეს პირველი ნაბიჯი ეჭვის დასადასტურებლად
ნოე მეორე დღეს საგანგებოდ ადრე მიდის ბიბლიოთეკაში. ელოდება. ლეო მოდის. უყურებს ტელეფონში წერილს და კედელთან ჩერდება. მერე წერის შემდეგ გაეღიმა.
ნოეს შორიდან ესმის შეტყობინების ზარის ხმა ანის ტელეფონში. წამით თვალებში გაუკრთა რაღაც:
"შეგიძლია დღეს ჩემთან გამოიარო..
ნოე ამოისუნთქებს, მაგრამ ღრმად. ეს ღიმილი ნაცნობი ღიმილი იყო. არა მეგობრული —
ბიბლიოთეკაში ანი თაროსთან იდგა და