იტვირთება...

როგორ ავტვირთოთ წიგნი?

  1. დარეგისტრირდით საბას ელექტრონული წიგნების სახლში, როგორც ელექტრონული გამომცემელი.

  2. გაიარეთ ავტორიზაცია და ეწვიეთ გვერდს “ჩემი გამომცემლობა”.

  3. აირჩიეთ “წიგნის დამატება”.

  4. შეავსეთ ველი “წიგნის სათაური”.

  5. ჩაწერეთ ავტორის სახელი და გვარი ველში “ავტორის არჩევა” - და შეამოწმეთ იძებნება თუ არა ავტორთა ბაზაში მისი სახელი და გვარი, თუ კი, აირჩიეთ ჩამონათვალიდან შესაბამისი.

  6. თუკი სისტემა არ გთავაზობთ სასურველ სახელსა და გვარს ავტორთა ჩამონათვალში, მაშინ დააწკაპუნეთ ღილაკზე “ავტორის დამატება” შეავსეთ სახელის და გვარის ველი და დაამატეთ ავტორი.

  7. მიუთითეთ წიგნის გასაყიდი ფასი.

  8. შეავსეთ ანოტაციის ველი.

  9. თუკი გსურთ, რომ მომხმარებლებს შეეძლოთ თქვენი წიგნის Kindle-ის ფორმატში ჩამოტვირთვა, მონიშნეთ შესაბამის უჯრა.
    *გაითვალისწინეთ რომ kindle - ის ფორმატი ნაკლებადდაცული ფორმატია.

  10. ISBN - დატოვეთ ეს ველი თავისუფალი, იმ შემთხვევაში თუკი წიგნი პირველად ქვეყნდება და არ აქვს ISBN. ელექტრონული წიგნების სახლი “საბა” თავად მიანიჭებს წიგნის ელექტრონულ ვერსიას ISBN კოდს - რის შემდეგაც წიგნი ჩაითვლება სრულფასოვან ელექტრონულ გამომცემად.

  11. თუკი წიგნის ბეჭდური ვერსია გამოცემულია, მიუთითეთ გამოცემის წელი, გვერდების რაოდენობა, თარგმანის შემთხვევაში - მთარგმნელი და ა.შ.

  12. ატვირთეთ წიგნის ყდა .jpeg ფორმატში - ყდის ზომა: 285px-350px.

  13. აირჩიეთ საბას კატეგორიებიდან ერთ-ერთი, ასევე შეგიძლიათ დაამატოთ საკუთარი კატეგორია. გამომცემლის კატეგორია > კატეგორიის დამატება.

  14. მას შემდეგ რაც შეავსებთ წიგნის პასპორტის სავალდებულო ველებს დაააწკაპუნეთ ღილაკზე “განახლება”.


  15. თავის დამატება

    1. მარცხენა ზედა კუთხეში აირჩიეთ “თავის დამატება” გაიხსნება თავის დამატების გვერდი, შეიყვანეთ თავის სათაური და ტექსტის ველში შესაბამისი თავის ტექსტი. დაააწკაპუნეთ ღილაკზე “განახლება” შემდეგი თავის დასამატებლად ისევ დააწკაპუნეთ ღილაკზე “თავის დამატება” დაამატეთ შემდეგი თავის სათაური, ტექსტი და განაახლეთ გვერდი.

    2. როდესაც ყველა თავს ატვირთავთ, შეგიძლიათ შეამოწმოთ წიგნის შიგთავსი, მარცხენა მენიუში ყველა თავის სათაურზე დაწკაპუნებით შეძლებთ ნახოთ თითოეული თავის შიგთავსი, შეგიძლიათ შეცვალოთ და განაახლოთ ის.

    3. როდესაც დარწმუნდებით, რომ წიგნი სრულად ატვირთულია და არც შეცდომებია გაპარული, დააწკაპუნეთ ღილაკზე “წიგნის გამოქვეყნება” რის შემდეგაც თქვენ ვეღარ შეძლებთ მასში ცვლილებების განხორციელებას და წიგნი რამდენიმე სამუშაო დღეში ელექტრონული წიგნების სახლის “საბას” რედაქტორის მიერ გამოქვეყნდება.