იტვირთება...

„საბას“ პლატფორმისა და აპლიკაციების მოხმარების პირობები

საავტორო უფლებების შესახებ ინფორმაცია

ნებისმიერი  ტექსტური თუ სხვა სახის ციფრული მასალა, რომელიც განთავსებულია „საბას“  პლატფორმაზე (ტექსტები /გარდა epub ან .Mobi ფორმატში განთავსებული ტექსტებისა/, გრაფიკა, ლოგოები, პიქტოგრამები, სურათები, აუდიო/ვიდეო ფაილები, მონაცემთა ბაზა, კოდი თუ პროგრამული უზრუნველყოფა), წარმოადგენს „საბას“ ან მესამე პირის კუთვნილებას, რომელთანაც „საბას“ ურთიერთობა დარეგულირებულია სამართლებრივი ფორმით და დაცულია საქართველოსა და საერთაშორისო  საავტორო უფლებების შესახებ კანონით.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ვინაიდან შპს „საბა“ ვალდებულია, დაიცვას მატერიალური თუ არამატერიალური სახის საკუთრების  ყველა მფლობელის უფლებები (ავტორი, გამომცემლობა ან ავტორის შემოქმედების მემკვიდრე), „საბას“ პოლიტიკა გულისხმობს ნებისმიერი სახის არაკეთილსინდისიერ ქცევაზე (კანონდარღვევებზე) შესაბამის რეაგირებას. რაც გულისხმობს, რომ „საბა“ დაუყოვნებლივ, განმეორებითი გაფრთხილების გარეშე გააუქმებს ისეთი მომხმარებლის წვდომას „საბას“ პლატფორმასთან, რომელიც „საბას“  მიერ განმეორებით იქნება შემჩნეული კანონის დარღვევაში. განმეორებითი კანონდამრღვევი ისეთი მომხმარებელია, რომელიც „საბას“ მიერ ერთხელ უკვე იქნება გაფრთხილებული საავტორო უფლებების დარღვევის შესახებ.

 

„საბას „ პლატფორმისა და აპლიკაციების  გამოყენების  შემთხვევაში თქვენ თანხმდებით, რომ არ:

  • წაშლით, მწყობრიდან გამოიყვანთ, დააზიანებთ ან რაიმე სხვა ხერხით შეაფერხებთ „საბას“ პლატფორმისა ან აპლიკაციების და „საბას“ მიერ შემუშავებული პლატფორმის უსაფრთხოების მექანიზმების გამართულ მუშაობას, რისი საშუალებითაც იზღუდება და შეუძლებელი ხდება „საბას“ პლატფორმაზე ხელმისაწვდომი ტექსტური ან სხვა ციფრული მასალის  ( გამონაკლისია, epub და mobi ფორმატში ხელმისაწვდომი მასალა) სხვა მიზნით  (გარდა პირადი მოხმარებისა: წაკითხვა, მოსმენა ციფრულ ფორმატში) გამოყენებას, კოპირებას, ამობეჭდვასა და სხვა რაიმე გზით გაზიარების/გავრცელების შესაძლებლობას.
  • გაყიდით, შეცვლით, საჯაროდ წარმოადგენთ ან გადასცემთ/გააგზავნით, გამოაქვეყნებთ, დაარედაქტირებთ, ადაპტირებას გაუკეთებთ, ან რაიმე სხვა ხერხით, უფლების გარეშე გამოიყენებთ „საბას“ პლატორმაზე არსებულ ტექსტურ თუ სხვა სახის ციფრულ მასალას, გარდა „საბასგან„ სპეციალურად მიღებული უფლების შემთხვევისა.                                                                                              
  • ეცდებით, შეაღწიოთ, გაშიფროთ ან რაიმე სხვა გზით აღმოაჩინოთ საბას პლატფორმის, აპლიკაციების მისი ნებისმიერი ნაწილის საწყისი კოდი, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ასეთი აქტივობა შეზღუდვების  შესახებ კანონის მიერ პირდაპირაა დაშვებული.