ელექტრონული წიგნების სახლი "საბა" საშუალებას გაძლევთ განათავსოთ და გაყიდოთ წიგნების ელექტრონული ვერსიები.
დარეგისტრირდით saba.com.ge-ზე ელექტრონულ გამომცემლად და გამოიყენეთ შესაძლებლობა, თავად შექმნათ ელექტრონული წიგნი, განსაზღვროთ წიგნის ფასი, დაგეგმოთ ფასდაკლების აქციები, აკონტროლოთ სტატისტიკა და მიიღოთ შემოსავალი.
მართვის მოხერხებული შიდა პანელის მეშვეობით მარტივად ატვირთეთ ტექსტი, ყდა, ანოტაცია, ილუსტრაციები, რის შემდეგაც სისტემა ავტომატურად გარდაქმნის თქვენს ტექსტს ელექტრონულად.
როგორ დარეგისტრირდეთ?
პირველ რიგში, მომხმარებლად უნდა დარეგისტრირდეთ saba.com.ge-ზე. ამისათვის, გთხოვთ, გაიაროთ რეგისტრაციის სტანდარტული პროცედურა.
აირჩიეთ ელ. გამომცემლის ტიპი: ფიზიკური ან იურიდული პირი.
* გთხოვთ, გაითვალისწინოთ - იმ შემთხვევაში, თუ აირჩევთ იურიდიულ პირს, უნდა გქონდეთ ოფიციალურად დარეგისტრირებული ორგანიზაცია შესაბამისი საიდენტიფიკაციო კოდით.
შეავსეთ ყველა აუცილებელი ველი ”საბანკო ანგარიშის“ ველის გარდა. შესავსები ველი -„საბანკო ანგარიში“ ნაცრისფერია და ის ავტომატურად შეივსება მას შემდეგ, რაც მიბრძანდებით თიბისი ბანკის მითითებულ ფილიალებში და გახსნით სპეციალურ უფასო საბანკო ანგარიშს, "ჩემი სეიფი", შემდგომში ელექტრონული წიგნების სახლიდან „საბა“ შემოსავლების ჩასარიცხად.
ყველა საჭირო ველის შევსების შემდეგ დააჭირეთ ღილაკს „რეგისტრაცია“.
რეგისტრაციის მეორე ეტაპზე გაეცანით ელექტრონული წიგნების სახლთან „საბა“ თანამშრომლობის პირობებს და თანხმობის შემთხვევაში დააჭირეთ ღილაკს „ვეთანხმები.“
რეგისტრაციის მესამე ეტაპზე, აუცილებელია მიბრძანდეთ თიბისი ბანკის ჩამოთვლილი ფიალიალებიდან ერთ-ერთში, სადაც უფასოდ გაგიხსნიან ანგარიშს,"ჩემი სეიფი", შემოსავლების მისაღებად.
ბანკში თქვენი ვიზიტის შემდეგ, 48 საათის განმავლობაში ელ. ფოსტაზე მიიღებთ შეტყობინებას რეგისტრაციის დასრულების შესახებ.
რეგისტრაციის დასტურის მიღების შემდეგ უკვე შეგიძლიათ ელ.წიგნის ატვირთვა.