იტვირთება...
2019 წლის პრემია "საბას" გამარჯვებულები
- წლის საუკეთესო რომანი - აკა მორჩილაძე, „კუპიდონი კრემლის კედელთან“ (სულაკაურის გამომცემლობა)
- წლის საუკეთესო პროზაული კრებული - ზაალ სამადაშვილი, „ოსტატთან შეხვედრა“ (გამომცემლობა „ინტელექტი“)
- წლის საუკეთესო პოეტური კრებული - ზაზა ბიბილაშვილი, „ფაზლი“ (ნოდარ დუმბაძის გამომცემლობა)
- წლის საუკეთესო ესეისტიკა და დოკუმენტური პროზა - სულხან სალაძე, „უცნობი ძველი აჭარა“ (გაზეთი „ბათუმელები“)
- წლის საუკეთესო ლიტერატურული დებიუტი - თემურ ბაბლუანი, „მზე, მთვარე და პურის ყანა (მანუშაკა მელოდება)“ (სულაკაურის გამომცემლობა)
- წლის საუკეთესო პიესა - ალექსანდრე ლორთქიფანიძე, „დისტოპიესები“ (გამომცემლობა „წიგნები ბათუმში“)
- წლის საუკეთესო ქართული თარგმანი - ნანა ტონია, ევრიპიდეს „ჰეკაბე“ (გამომცემლობა „ლოგოსი“) და ლელა დუმბაძე, ვირჯინია ვულფის „ორლანდო“ (სულაკაურის გამომცემლობა)
- პრემია ქართულ ლიტერატურაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის - მანანა გიგინეიშვილი
- წელს „საბას“ ჟიურიმ ვერ გამოავლინა მოკლე სია წლის საუკეთესო კრიტიკაში, და ამ ნომინაციისთვის განსაზღვრული ჯილდო, ასევე ჟიურის გადაწყვეტილებით, გადანაწილდა ორ სხვადასხვა ნომინაციაზე: ესეისტიკა და დოკუმენტური პროზა - ნინო ლომაძე, „ვაშლის ბაღები“ (გამომცემლობა „ინდიგო“) და ლიტერატურული დებიუტი - ნილს სიმეონი (გიორგი მასხარაშვილი), „14 კრისტალის თეორია“ (სულაკაურის გამომცემლობა).