იტვირთება...

კონკურსში მონაწილეობის პირობები

  • ლიტერატურულ კონკურსში „საბა“ მონაწილეობის მისაღებად საჭიროა, შეავსოთ ელექტრონული განაცხადი
  • კონკურსზე განიხილება წინა კალენდარული წლის განმავლობაში წიგნად / ელექტრონულ წიგნად (მხოლოდ saba.com.ge-ზე) გამოცემული ყველა ორიგინალური ტექსტი (რომანი, პროზაული კრებული, პოეტური კრებული, პიესა, ლიტერატურული კრიტიკა, ესეისტიკა და დოკუმენტური პროზა) და თარგმანი.
  • კონკურსზე წარდგენილი წიგნი არ უნდა იყოს განმეორებითი გამოცემა - წარმოდგენილი წიგნი უნდა იყოს ამ ტექსტის პირველი გამოცემა
  • კრებულების შემთხვევაში, დასაშვებია, რომ ტექსტების მაქსიმუმ 30% გამოცემული იყოს ამავე ავტორის წინა კრებულებშიც, ხოლო მთლიანი ტექსტების 70% უნდა იყოს ახალი და პირველად გამოცემული წიგნის სახით
  • წიგნის კონკურსზე წარდგენა და შესაბამისი ელექტრონული განაცხადის შევსება შეუძლია როგორც წიგნის ავტორს, ისე გამომცემელს
  • გამომცემლობამ თითოეულ საკონკურსო წიგნზე ცალ-ცალკე უნდა შეავსოს განაცხადი
  • გამომცემლობამ ავტორის ლიტერატურული დებიუტი უნდა წარადგინოს წლის საუკეთესო ლიტერატურული დებიუტის ნომინაციაში
  • წლის საუკეთესო ქართული თარგმანის ნომინაციაში არ განიხილება შუალედური ენიდან თარგმნილი წიგნები
  • კონკურსზე განაცხადის შევსების ბოლო ვადაა 2024 წლის 4 მარტი
  • ავტორმა/გამომცემელმა 2024 წლის 4 მარტის ჩათვლით უნდა წარმოადგინოს საკონკურსო წიგნის 5 ბეჭდური ეგზემპლარი შემდეგ მისამართზე: ქ.თბილისი, მარჯანიშვილის ქ. 7, თიბისი კონცეპტი. გთხოვთ, წიგნების მიწოდებამდე წინასწარ დარეკოთ: 032 2 27 27 00 (შიდა ნომერთან დასაკავშირებლად აკრიფეთ - 8590).