იტვირთება...
2021 წლის პრემია "საბას" გამარჯვებულები
- წლის საუკეთესო რომანი - თამთა მელაშვილი, „შაშვი შაშვი მაყვალი“ (სულაკაურის გამომცემლობა)
- წლის საუკეთესო პოეტური კრებული - ნუგზარ ზაზანაშვილი, „წავა წავა წავა წავა“ (ინტელექტი)
- წლის საუკეთესო პროზაული კრებული - გიორგი სოსიაშვილი, „ოთხი მოთხრობა“ (გორის უნივერსიტეტის გამომცემლობა)
- წლის საუკეთესო პიესა - პაატა ციკოლია, „მედეა s01e06” (saba.com.ge)
- წლის საუკეთესო ლიტერატურული კრიტიკა - ნანა ტრაპაიძე, „ლიტერატურა ლიტერატურის შესახებ“ (ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა) და ნინო დიანოსაშვილი, „შეშლილი სიშმაგე თუ შმაგი შეშლილობა?! ლისამანია ევრიპიდეს ტრაგედიებში: „ბაკქი ქალები“, “ჰერაკლე“, „ორესტესი“ (ლოგოსი)
- წლის საუკეთესო ლიტერატურული დებიუტი - ირინე ტაბაღუა, „ტელეფას ცხვარი“ (ინტელექტი) და ნანა აბულაძე, „აკუმი“ (ინტელექტი)
- წლის საუკეთესო ესეისტიკა და დოკუმენტური პროზა - მარიამ ხუცურაული, „მარილი გემოვნებით“ (პალიტრა L)
- წლის საუკეთესო ქართული თარგმანი - გიორგი ლობჟანიძე, ჯალალ ედ-დინ რუმის „არსთა მესნევი” (სულაკაურის გამომცემლობა) და ანი კოპალიანი, ტომას სტერნზ ელიოტის „მოხუცი ოპოსუმის წიგნი პრაქტიკული კატების შესახებ” (ინტელექტი)
- სპეციალური პრემია: საბჭოთა და პოსტსაბჭოთა ისტორიის რეფლექსია ქართულ ლიტერატურაში - ივა ფეზუაშვილი, „ბუნკერი“ (ინტელექტი) და ბიძინა მაყაშვილი, „მხიარული მუსიკა სევდიან ეპოქაში ანუ ბლუზი მტკვრის პირას“ (სულაკაურის გამომცემლობა)
- პრემია ქართულ ლიტერატურაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის - გივი შაჰნაზარი (პოეტი, მთარგმნელი)