იტვირთება...
2023 წლის პრემია "საბას" გამარჯვებულები
- წლის საუკეთესო რომანი - ზაზა ბურჭულაძე, „ვარდის სურნელი“ (სულაკაურის გამომცემლობა) და ივა ფეზუაშვილი, „მასკარაფონე“ (ინტელექტი)
- წლის საუკეთესო პოეტური კრებული - დათო ქარდავა, „მეორადი ჰომეროსი“ (ზიარი) და ნინი ელიაშვილი, „სხვა სახელი მოუხდებოდა“ (კალმოსანი)
- წლის საუკეთესო პროზაული კრებული - ლუკა ბაქანიძე, „რომელი ხარ სარდაფსა შინა“ (პალიტრა L)
- წლის საუკეთესო პიესა - ვალერი ოთხოზორია, „წმინდა ნაწილები“ (saba.com.ge)
- წლის საუკეთესო ლიტერატურული კრიტიკა - ნანა აბულაძე, „ორივე სქესი“ (ინტელექტი)
- წლის საუკეთესო ესეისტიკა და დოკუმენტური პროზა - თეიმურაზ დოიაშვილი და ნათია სიხარულიძე, „გალაკტიონი უცენზუროდ“ (არტანუჯი)
- წლის საუკეთესო ლიტერატურული დებიუტი - გოგა ქობალია, „ჩემი ყანა გადაიქცა მერცხლად“ (ინტელექტი)
- მკითხველის „საბა“ - გოდე გორგილაძე, „რიო-დე-ჟანეიროს ხელმწიფე“ (ინტელექტი)
- წლის საუკეთესო ქართული თარგმანი - დოდო ყვავილაშვილი, ხორხე ლუის ბორხესის „ფიქციები“ (სულაკაურის გამომცემლობა) და გიორგი ხულორდავა, აბდ ორ-რაჰმან ჯამის „ბაჰარესთანი“ (არტანუჯი)
- საბჭოთა და პოსტსაბჭოთა ისტორიის რეფლექსია ქართულ ლიტერატურაში - ელზა გურგენიძე, „ზაოდი“ (ინტელექტი) და ლევან ბერძენიშვილი, „1921-1990 (ერთი კაცის და ქვეყნის ამბავი)“ (არტანუჯი)
- სპეციალური პრიზი თანამედროვე ქართული ლიტერატურული პროცესების ხელშეწყობისა და განვითარებისთვის - ნატა ლომოური
- პრემია ქართულ ლიტერატურაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის - ელზა ახვლედიანი (მთარგმნელი)