ლიტერატურული პრემია "საბას" 2014 წლის ფინალისტების ვინაობა უკვე ცნობილია! კონკურსის პირველი ეტაპი დასრულდა და „საბას” ჟიურიმ წლევანდელი ფინალისტები დაასახელა - კონკურსზე წარდგენილი 340 წიგნიდან ფინალურ ეტაპზე 47 საუკეთესო მოხვდა.
„საბას“ გამარჯვებულები სექტემბერში “საბას” რიგით მე-12 საზეიმო დაჯილდოებაზე დასახელდება. კონკურსის ჟიური გამარჯვებულ ავტორებს 10 ნომინაციაში დააჯილდოვებს „საბას” პრიზითა და ფულადი პრემიებით.
საპრემიო ფონდი 44 ათას ლარს შეადგენს, რომელსაც გამარჯვებულ ავტორებს „საბას“ კონკურსის დამფუძნებელი და ორგანიზატორი, თიბისი ბანკი გადასცემს.
წლევანდელი „საბას“ ფინალისტების სია უკვე განთავსდა ჩვენს ვებ-გვერდზე და ბევრი მათგანის წაკითხვა უკვე შეგიძლიათ თქვენს ელექტრონულ მოწყობილობებში.
წაიკითხეთ და აირჩიეთ თქვენი ფავორიტი კონკურსანტები!
ბერნარდ შლინკის ნაწარმოები ტრაგიკულ და სევდიან, მაგრამ ძალიან ჩამთრევ და საინტერესო ისტორიას მოგვითხრობს, რომლის ეკრანიზაცია მაყურებელმა უკვე შეიყვარა. მეორე მსოფლიო ომის შემდგომი პერიოდის გერმანია, შეყვარებული მოზარდის მოგონებები და მისი სატრფოს, წარსულში საკონცენტრაციო ბანაკის თანამშრომელი ქალის გულისამაჩუყებელი საიდუმლო...
გრიგოლ რობაქიძის „კავკასიური ნოველები“ ორჯერ გამოიცა გერმანულ ენაზე – 1932 წელს გამომცემლობა „ინზელის“, ხოლო 1979 წელს – „ზურკამპის“ მიერ. კრებულს, რომელშიც სამი ნოველა იყო შესული, დიდი პოპულარობა ხვდა წილად. ცნობილი მიზეზების გამო ეს წიგნი მწერლის სამშობლოში არ დაუბეჭდავთ. თუკი თქვენ მატარებლით მოგზაურობთ, საქართველოში თუ მის საზღვრებს გარეთ, აუცილებლად წაიკითხეთ ეს წიგნი, რომელიც სამშობლოს ნახვას დანატრებული, ემიგრანტი მწერლის დაგვიანებული, ბოლოს და ბოლოს მოღწეული სათქმელია ქართველი მკითხველისათვის.
პოეზიის გარეშე აბა, რა მოგზაურობა გამოგივათ?
თქვენი საინტერესო გზა კიდევ უფრო შთამბეჭდავი გახდება, თუ კარგ პოეზიას დაიმგზავრებთ. კარგად მოკალათდით თქვენს კუპეში, თქვენი საყვარელი თერმოსით ყავა ან ჩაი მოიდგით გვერდზე, ჩამოსწიეთ მატარებლის ფანჯარა და დატკბით ულამაზესი პეიზაჟებით და შესანიშნავი ქართველი თანამედროვე პოეტის, ზვიად რატიანის ლექსებით, რომელთაც მატარებლის ბორბლების ხმა საუკეთესო საუნდტრეკად დაედება.
კარლო კაჭარავა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფიგურაა თანამედროვე ქართულ ხელოვნებაში. ეს იმ იშვიათ შემთხვევათაგანია, როცა ერთმანეთს ერწყმის ხელოვანი, თეორეტიკოსი და სოციალურად აქტიური ინდივიდი. საოცრად დატვირთული ხანმოკლე ცხოვრების მანძილზე შექმნილი აქვს ვიზუალური არტის და ტექსტების, ერთი შეხედვით, დაუჯერებელი რაოდენობა. უზომო შემოქმედებით აქტივობასთან ერთად, კარლო კაჭარავა საკუთარ ცხოვრებას და ნააზრევს თითქოს სტენოგრაფიულად აღნუსხავს, რის შედეგადაც ჩნდება დღიურებისა და ჩანაწერების წყება.
იმოგზაურეთ ქმნადობის ამ საინტერესო სივრცეში კარლო კაჭარავასთან ერთად და დაე, გფარავდეთ თქვენი მგზავრობის ანგელოსი!
მატარებელი საუკეთესო ადგილია ფიქრისა და განსჯისთვის, მოგზაურობა კი საკუთარ თავთან დაბრუნების საუკეთესო საშუალება. თუ თქვენ განსაკუთრებული მეგზური გჭირდებათ, მაშინ მეოცე საუკუნის ერთ-ერთი საუკეთესო პროზაიკოსი და მოაზროვნე, ჯემალ ქარჩხაძე უნდა დაიმგზავროთ. მითუმეტეს, რომ ძალიან ბევრ საყურადღებო თემასა და საკითხზე მოგიწევთ მასთან საუბარი. ღამის მატარებლის მგზავრობთ, ძილი დაივიწყეთ, ისე გავა მთელი ღამე ამ წიგნის კითხვაში, ვერც გაიგებთ :)
თქვენი შვილი არ კითხულობს? მთელს თავისუფალ დროს ტელევიზორთან და კომპიუტერთან ატარებს?
აღარ იცით რა იღონოთ?
რატი ამაღლობელი გიწვევთ წიგნის ფესტივალზე, ბავშვთა საერთაშორისო დღეს, 1 ივნისს, 13 საათზე, "საბავშვო კუთხეში". მოისმინეთ პრაქტიკული რჩევები, თუ როგორ მოაგვაროთ ბავშვებთან ურთიერთობა, როგორ გახდეთ მათი თანამოაზრეები და რაც მთავარია, როგორ შეჰყაროთ მათ "უკურნებელი სენი", რასაც ლიტერატურის და ზოგადად კითხვის სიყვარული ჰქვია!
არ დაიგვიანოთ, მოიყვანეთ ბავშვები და სანამ ისინი თავს საყვარელი გმირების გაფერადებითა და ხატვით გაირთობენ, მიიღეთ სასარგებლო რჩევები, რომლებიც თქვენს შვილებთან ურთიერთობაში დაგეხმარებათ!
გელით "საბა-ვშვო კუთხეში"
ელექტრონული წიგნების სახლი "საბა"
დიდუბის საგამოფენო ცენტრი, ექსპო-ჯორჯია, 11-ე პავილიონი, 13 საათი.
31 მაისს, 1 საათზე, ჩვენს სტენდთან მოსულებს დიანა ანფიმიადი გიმასპინძლებთ გემრიელი ლიტერატურით ჩვენი კულინარიული წიგნების ავტორებთან და ფუდ ბლოგერებთან ერთად, მოამზადეთ გემრიელი კერძები, დააგემოვნეთ ლიტერატურასა და კულინარიასთან ურთიერთობის სიამოვნება, ისწავლეთ ექსკლუზიური კერძების მომზადება, მიიღეთ მონაწილეობა ჩვენს კონკურსში და დასაჩუქრდით სამახსოვრო საჩუქრებით და რაც მთავარია, საუკეთესო განწყო
ლიტერატურული კონკურსი „საბა“ ნელ-ნელა აქტიურ ფაზაში შედის. ივნისში კონკურსის ჟიური დაასახელებს კონკურსის ფინალისტებს, მანამდე კი ჟიური მუშაობს და აფასებს წელს „საბაზე“ ავტორებისა და გამომცემლობების მიერ წარდგენილ 2013 წელს გამოცემულ338 წიგნს,რომლებიც კონკურსის 9 ნომინაციაზეა წარდგენილი.
ეს არის „საბას“ არსებობის მანძილზე უპრეცედენტოდ დიდი რაოდენობა საკონკურსო წიგნებისა, რაც ნიშნავს რომ გასულ წელს, ბოლო 12 წლის მანძილზე, ყველაზე დიდი რაოდენობით მხატვრული ლიტერატურა გამოიცა.
გთავაზობთ საკონკურსო წიგნების სრულ სიას, ნომინაციების მიხედვით, მათი ნაწილი უკვე ხელმისაწვდომია "საბას" ელექტრონული წიგნების სახლის მკითხველებისთვის.
წაიკითხეთ 2013 წლის ლიტერატურული მოსავალი და უგულშემატკივრეთ თქვენს რჩეულს!
"საბას" ელექტრონული წიგნების სახლი გილოცავთ გაზაფხულის დადგომას! საგაზაფხულო განწყობისთვის პოეზია საუკეთესო მეგობარია. „საბა“ გთავაზობთ 50%-იან ფასდაკლებას:
ალექსანდრე ჭავჭავაძის
ნიკოლოზ ბარათაშვილის
ბესიკის
აკაკი წერეთლის
პაოლო იაშვილის
გალაკტიონ ტაბიძის
ტიციან ტაბიძის
საიათნოვას
ლადო ასათიანის
პოეტურ კრებულებზე. გაამდიდრეთ თქვენი ელექტრონული ბიბლიოთეკა ქართული კლასიკური პოეზიის ნიმუშებით, გადაიკითხეთ კარგად ნაცნობი ლექსები!
იკითხეთ ყველგან, სადაც დროსა და საშუალებას გამონახავთ!
როდესაც "საბას" ელექტრონული წიგნების სახლი შეიქმნა, ელექტრონული წიგნებისაკმაოდ ახალი და უცხო ხილი იყო ქართველი მკითხველისთვის.ახლა, როცა დაგვიგროვდა გარკვეული სტატისტიკა, გვინდა გაგიზიაროთ ისმონაცემები, რომლებიც გვიჩვენებს ტენდენციებს, თემების აქტუალობას,მკითხველთა ინტერესებსა და გემოვნებას, ასევე შეიძლება კარგი მრჩეველი გახდესთითოეული ჩვენგანისთვის გადაწყვეტილების მიღებისას.
მაშ ასე, გთავაზობთ, გაყიდვებისა და წაკითხვების მიხედვით ყველაზე პოპულარულიქართველი ავტორების სიას, "საბას" ელექტრონული წიგნების სახლში:
დათო ტურაშვილი
ნოდარ დუმბაძე
გრიგოლ რობაქიძე
სულხან-საბა ორბელიანი
მიხეილ ჯავახიშვილი
აკა მორჩილაძე
ილია ჭავჭავაძე
ნაირა გელაშვილი
ვაჟა - ფშაველა
ლაშა ბუღაძე
ზურაბ ქარუმიძე
გალაკტიონ ტაბიძე
ჯემალ ქარჩხაძე
რატი ამაღლობელი
შეიძინეთ და იკითხეთ თქვენს iPad, iPhone, Adnroid ტელეფონებსა და პლანშეტებში, ასევე Windows და Mac კომპიუტერებსა და ლეპტოპებში!
თქვენი ელექტრონული ბიბლიოთეკა უკვე თანაბრად ხელმისაწვდომიაყველა ელექტრონულ მოწყობილობაზე, ინტერნეტის გარეშე.
თიბისი ბანკმა ლიტერატურული კონკურსი „საბას“ დაწყება გამოაცხადა. კონკურსზე წიგნების წარდგენა უკვე შეუძლიათ მწერლებს, მთარგმნელებს და გამომცემლებს. ამისათვის მათ უნდა შეავსონ ელექტრონული განაცხადი კონკურსის ვებგვერდზე www.saba.com.ge
განაცხადების მიღება 3 თებერვლამდე გაგრძელდება, რის შემდეგაც „საბას“ ჟიური შეუდგება მუშაობას და გასული წლის ლიტერატურულ მოსავალს შეაფასებს.
წელს პრემია „საბას“ დაჯილდოება უკვე მეთორმეტედ გაიმართება და მასზე დასახელდება გასული წლის საუკეთესო წიგნები და ავტორები, 10 ნომინაციის მიხედვით:
1. საუკეთესო რომანი
2. საუკეთესო პოეტური კრებული
3. საუკეთესო პროზაული კრებული
4. საუკეთესო პიესა
5. საუკეთესო ლიტერატურული დებიუტი
6. საუკეთესო ლიტერატურული კრიტიკა
7. საუკეთესო ესეისტიკა და დოკუმენტური პროზა
8. უცხოური ნაწარმოების საუკეთესო ქართული თარგმანი
9. ქართული ნაწარმოების საუკეთესო უცხოური თარგმანი
10. პრემია „საბა“ ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის.
საკონკურსო წიგნების სია გამოქვეყნდება „საბას“ ელექტრონული წიგნების სახლში, სადაც კონკურსის მსვლელობის პარალელურად განთავსდება საკონკურსო წიგნების ელექტრონული ვერსიები და საზოგადოებას საშუალება ექნება, შეიძინოს და გაეცნოს საკონკურსო წიგნებს.
ჟიური მუშაობას 10 თებერვლიდან შეუდგება. წლევანდელი ჟიურის შემადგენლობა, ტრადიციულად, კონფიდენციალური დარჩება დაჯილდოების ცერემონიამდე, სადაც საზოგადოება, გამარჯვებული ავტორების ვინაობასთან ერთად, ჟიურის წევრთა ვინაობასაც შეიტყობს. საპრემიო ფონდი, რომელსაც თიბისი ბანკი გამარჯვებულ ავტორებს გადასცემს, 44 ათასი ლარია.
პრემია „საბა“ 2002 წელს დააფუძნა თიბისი ბანკმა და პენ ცენტრმა. პროექტის მუდმივი პარტნიორია სამაუწყებლო კომპნაია „რუსთავი 2“. პრემიის მიზანია გასული ერთი წლის ლიტერატურული პროცესების შეფასება და საუკეთესო წიგნებისა და ავტორების გამოვლენა.
ახლა უკვე შეგიძლიათ შეიძინოთ რუსი მწერლის, დრამატურგისა და რეჟისორის, მიხაილ ბულგაკოვის სრული შემოქმედება!
განათლებით ექიმი და პირველმსოფლიოომგამოვილი ბულგაკოვი 1921 წლიდან აქტიურად შეუდგა სამწერლო მოღვაწერობას, ის არ უჭერდა მხარს ბოლშევიკურ რევოლუციას, მძაფრი სატირის ჟანრში აკრიტიკებდა საბჭოთა რეჟიმს საკუთარ ნაწარმოებებში, ამიტომაც მისი წიგნები აკრძალული იყო საბჭოთა რუსეთში.
რომანი "ოსტატი და მარგარიტა" სიცოცხლის ბოლო წლებში დაწერა, ეს ნაწარმოები რუსული და მსოფლიო ლიტერატურის საგანძურის ნაწილი გახდა. მოთხრობა "ძაღლის გული" 40 წლის მანძილზე არ გამოქვეყნებულა ცენზურის გამო. პიესა "ბათუმი" კი სტალინის შესახებაა, რომელიც ბელადმა წაიკითხა და დაიწუნა.
წაიკითხეთ ბულგაკოვის სიცოცხლეში არ აღიარებული, დაწუნებული და აკრძალული წიგნები, რომლთა წერაც დიდი სამოქალაქო გმირობა იყო საბჭოთა მოქალაქისთვის, ამ ნაწარმოებებს განსაკუთრებული ფასი აქვს ჩვენთვის, პოსტსაბჭოთა ქვეყნის მკითხველებისთვის, რათა შევძვლოთ ჩვენი უახლოესი წარსული გადახედვა, გააზრება და გადაფასება!
25 დეკემბრიდან 3 იანვრამდე „საბა“ აცხადება უპრეცედენტო აქციას - 50%-იანი ფასდაკლება, 15 გამომცემლობის 600-ზე მეტ ელექტრონულ წიგნზე!
არ გაუშვათ ხელიდან ეს შესაძლებლობა, რადგან უახლოესი 10 დღე საუკეთესო დროა თქვენი ელექტრონული ბიბლიოთეკის გასამდიდრებლად.
შეიძინეთ მთელი წლის სამყოფი საკითხავი ლიტერატურა - თანამედროვე ბესტსელერები, კლასიკური ლიტერატურა, უახლესი თარგმანები და თანამედროვე ქართველ ავტორთა წიგნები. ეს ყველაფერი კი ნახევარ ფასად!
შეავსეთ თქვენი ელექტრონული ბიბლიოთეკა ახლა და იკითხეთ მთელი წლის მანძილზე, სადაც და როდესაც მოგესურვებათ. იკითხეთ კომპიუტერში, ლეპტოპში, iPhone, iPad, iPod, Android, Kindle, Sony Reader, Nook მოწყობილობებში.
გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს!