„საბას“ კონკურსზე განაცხადების მიღება დასრულდა. კონკურსის 9 ნომინაციაზე შემოვიდა, ჯამში, 220 წიგნის განაცხადი.
უახლოესი თვეების განმავლობაში, ამ საკონკურსო სიაში, „საბას“ ჟიურის მუშაობის პარალელურად,გარკვეული ცლილებები მოხდება, ვინაიდან მუშაობის პროცესში კიდევ უფრო დაზუსტდება ცალკეული წიგნების შესაბამისობა კონკურსის პირობებთან და ნომინაციებთან. ინფორმაცია, ცხადია, ჩვენს საიტზეც პერიოდულად განახლდება.
იხილეთ კონკურსზე წარდგენილი წიგნები, ნომინაციების მიხედვით.
დღეიდან თიბისი ბანკი ოფიციალურად აცხადებს ყოველწლიური ლიტერატურული კონკურსის „საბა“ დაწყებას.
წლევანდელი, რიგით მეთერთმეტე „საბა“ მნიშვნელოვან სიახლეს სთავაზობს საზოგადოებას: ამიერიდან კონკურსი საერთაშორისო მასშტაბს იძენს. მასში უცხოელი ლიტერატორები და მთარგმნელებიც მიიღებენ მონაწილეობას.
გაიზარდა ნომინაციების რაოდენობაც - წელს „საბა“ 10 ნომინაციაში გაიცემა. ახალი ნომინაცია, რომელიც კონკურსს დაემატა, გულისხმობს ქართული ნაწარმოების საუკეთესო უცხოური თარგმანის გამოვლენას და დაჯილდოვებას.
ახალი პრიზის დაწესება მიზნად ისახავს ქართული ლიტერატურის უცხოურ ენაზე თარგმნის, მისი საზღვარგარეთ გატანა-პოპულარიზების წახალისებას.
ამ ნომინაციაზე განიხილება ნებისმიერი ქართული (თანამედროვე თუ კლასიკური) ლიტერატურული ნაწარმოების თარგმანი ნებისმიერ უცხოურ ენაზე, რომელიც წიგნად არის გამოცემული საქართველოს საზღვრებს გარეთ, უცხური გამომცემლობის მიერ. შესაბამისად, ამ ნომინაციაში კონკურსანტები იქნებიან ის ქართველი თუ უცხოელი მთარგმნელები, რომელთაც თარგმნეს ქართული ნაწარმოები.
ნომინაცია „ქართული ნაწარმოების საუკეთესო უცხოური თარგმანი“ ისეთივე ყოველწლიური გახდება, როგორც „საბას“ დანარჩენი ტრადიციული 9 ნომინაციაა. წელს, რადგანაც ეს ნომინაცია პირველად ჯილდოვდება, განხილვაზე მოხვდება ბოლო 3 წლის განმავლობაში შესრულებული, ქართული ნაწარმოებების უცხოური თარგმანები. მომავალი წლიდან კი ამ ნომინაციაზეც მოხდება მხოლოდ გასული ერთი წლის ნამუშევრების შეფასება.
„საბას“ 5-კაციანი ჟიური ყოველწლიურად იცვლება. წლევანდელი ჟიური მუშაობას თებერვლის შუა რიცხვებიდან შეუდგება და რამდენიმე თვის განმავლობაში განიხილავს და შეაფასებს 2011 წელს გამოცემულ ყველა ორიგინალურ მხატვრულ ნაწარმოებს, ასევე უცხოური ნაწარმოებების ქართულ თარგმანს.
რაც შეეხება „ქართული ნაწარმოების საუკეთესო უცხოური თარგმანის“ ნომინაციას, მასზე წარმოდგენილ ნამუშევრებსსაერთაშორისო ჟიური შეაფასებს, რომელიც ქართველი და უცხოელი ლიტერატორებისგან იქნება დაკომპლექტებული. სწორედ მათ მიერ წარმოდგენილ რეცენზიებსა და დასკვნებზე დაყრდნობით გამოავლენს გამარჯვებულ მთარგმნელს „საბას“ 5-კაციანი ჟიური.
ახალი, საერთაშორისო ნომინაციის დამატების შედეგად, პრემია „საბა“ წელს გაიცემა 10 ნომინაციაში:
პრემია „საბა“ 2002 წელს დააფუძნა თიბისი ბანკმა და პენ ცენტრმა. პროექტის მუდმივი პარტნიორია სამაუწყებლო კომპნაია „რუსთავი 2“. პრემიის მიზანია გასული ერთი წლის ლიტერატურული პროცესების შეფასება და საუკეთესო წიგნებისა და ავტორების გამოვლენა, ამჯერად უკვე 10 ნომინაციის მიხედვით. გამარჯვებული ავტორები, „საბას“ პრიზთან ერთად, თიბისი ბანკისგან სოლიდურ ფულად პრემიებსაც მიიღებენ.
რაც შეეხება კონკურსში განაცხადების წარდგენის პირობებს:
აირჩიეთ და შეიძინეთ ერთი ნებისმიერი ელექტრონული წიგნი სერიიდან "საბას საგანძური" და მიიღეთ 50% ფასდაკლება ყოველ მეორე წიგნზე ამავე სერიიდან!
აქცია გაგრძელდება 31 იანვრამდე. იჩქარეთ! ეს საუკეთესო დროა იმისათვის, რომ შეაგროვოთ ქართული კლასიკური ლიტერატურის შედევრებითქვენს ელექტრონულ თაროზე!
გთხოვთ გაითვალისწინოთ რომ აქცია ძალაში შევა მხოლოდ მას შემდეგ, რაც შეასრულებთ ტრანზაქციას "საბას საგანძურის" სერიის ნებისმიერ წიგნზე.
საიტს დაემატა mobi და e-pub ფორმატის ჩამოტვირთვის ფუნქცია.
დღიდან საიტის გაშვებისა, უამრავ წერილსა და კითხვას ვიღებდით კითხვით - “გექნებათ თუ არა წიგნები ქინდლისთვის?” “შევძლებ თუ არა წიგნის ჩამოტვირთვას და Kindle, Sony Reader, NOOK-ში წაკითხვას?”
ქინდლის წიგნების მსურველთა რიცხვი მართლაც რომ დიდი იყო. ამიტომ გადავწყვიტეთ, საიტისთვის წიგნის mobi და e-pub ფაილების ჩამოტვირთვის ფუნქცია დაგვემატებინა!
ელექტრონული წიგნების გადმოწერის ინსტრუქციის სანახავად ეწვიეთ შემდეგ ბმულს: https://saba.com.ge/about/kindle
შეიძინეთ „საბას“ ელექტრონული წიგნების სახლისგან წიგნები თიბისი ბანკის საკრედიტო ბარათით PrimeCard და დაიბრუნეთ გახარჯული თანხის 15%.
თუ ჯერ არ გაქვთ TBC PrimeCard, შეუკვეთეთ დღესვე http://tbcbank.ge/tbccard/index.php?lang=ge
PrimeCard ბარათი არის უნიკალური საკრედიტო ბარათი, რომლის მეშვეობით თქვენ შეგიძლიათ:
„საბას“ ელექტრონული წიგნების სახლს ახალი, განსაკუთრებით კომფორტული ფუნქცია დაემატა: თქვენი ელექტრონული ბიბლიოთეკა თქვენთვის ინტერნეტის გარეშეც ხელმისაწვდომია!
გადმოიწერეთ Saba Reader უფასო აპლიკაცია Windows-ისთვის და, ერთჯერადი სინქრონიზაციის შემდეგ, თქვენ შეძლებთ თქვენს თაროზე არსებული წიგნების ინტერნეტის გარეშე წაკითხვას!
Saba Reader მოხერხებული და კომფორტული წამკითხველია, რომელიც სინქრონიზებულია „საბას“ ელექტრონული წიგნების სახლში გახსნილ თქვენს პირად ონლაინ ბიბლიოთეკასთან - ყველა წიგნი, რომელიც შეძენილი გაქვთ, ან ამის შემდეგ შეიძენთ, ავტომატურად განთავსდება Saba Reader-ში თქვენს ვირტუალურ თაროზე და მათ წაკითხვას შეძლებთ ნებისმიერ ადგილას, ინტერნეტის გარეშე, პირადი კომპიუტერის ან ლეპტოპის საშუალებით.
სულ მალე „საბას“ ელექტრონული წიგნების სახლი ანალოგიური სიახლეს iPhone და iPad-ისთვისაც შემოგთავაზებთ.
“საბას” ელექტრონული წიგნების სახლში აქციაა!
22 აგვისტომდე შეიძინეთ გამომცემლობა “დიოგენეს” ნებისმიერი წიგნი და აირჩიეთ საჩუქარი - “საბას” ლაურეატებიდან ერთ-ერთი:
იმისათვის, რომ გახდეთ აქციის მონაწილე, აუცილებელია დარეგისტრირებული იყოთ “საბას” ელექტრონული წიგნების სახლში, აირჩიოთ და შეიძინოთ გამომცემლობა “დიოგენეს” ნებისმიერი წიგნი და მოგვწეროთ, ზემოთ ჩამოთვლილი 3 წიგნიდან რომლის მიღება გსურთ საჩუქრად.
საჩუქარი რამდენიმე საათში თქვენს თაროზე დაიდება.
აქცია გრძელდება 22 აგვისტომდე, იჩქარეთ!
გაიმდიდრეთ პირადი ბიბლიოთეკა!