იტვირთება...

მეორე სქესი – ცხოვრებისეული გამოცდილება (წიგნი მეორე)

სიმონ დე ბოვუარი

367 ნახვა
5
(0 რეცენზია /1 შეფასება)
მსურს წავიკითხო
ჩემი რჩეული
20.9
ყიდვა
ჩუქება
ანოტაცია
მთარგმნელთა ჯგუფი: გოჩა ჯავახიშვილი, თამარ ბერიკაშვილი, მზია ბაქრაძე. „მეორე სქესმა“, სიმონ დე ბოვუარის რევოლუციურმა ნაშრომმა, ბეჯითად გაკვალა მეცნიერების გაუვალი ბილიკი, სქესთა შესახებ საყოველთაოდ დამკვიდრებული მოდელები შეისწავლა და სტერეოტიპები დაანგრია. ამ ბილიკზე თანამედროვე ჰუმანისტური აზროვნება ახლაც წინ მიიწევს. მართალია, ბოვუარის ბევრი დასკვნა თუ შეხედულება გადაისინჯა, მაგრამ „მეორე სქესი“ კვლავ რჩება ერთ-ერთ ადრეულ მცდელობად, კაცობრიობის ისტორია ე.წ. „სუსტი სქესის“ თვალსაწიერიდან შევიმეცნოთ და განვიხილოთ. თქვენ წინაშეა ამ „პროვოკაციული და თავზარდამცემი“ ნაშრომის მეორე წიგნი, რომელშიც ბოვუარი ქალის მძიმე ცხოვრებისეულ გამოცდილებას იკვლევს: როგორ აისახა მამაკაცების მიერ შექმნილი, „მარადიული ქალურობის“ მითი ქალის ხვედრზე? რას გვიყვება ფსიქიატრიული კვლევები ქალის ცხოვრებისულ გამოცდილებასა და მის მენტალობაზე? რა წვლილი მიუძღვის ლიტერატურას ქალის არსის თაობაზე უსაფუძვლო მითოსის შექმნაში? როგორ და რატომ თრგუნავს სხვადასხვა წრის ქალს წეს-ჩვეულებებით დაკანონებული აღზრდა? – ამ კითხვებზე პასუხს აღმოაჩენთ სწორედ ამ წიგნში, რომელსაც ერუდიცია, ღრმა აზროვნება და თხრობის მეტაფორული სტილი დიდი ლიტერატურის საფეხურამდე ამაღლებს. სიმონ დე ბოვუარი (1908-1986), მწერალი, ფილოსოფოსი, ესეისტი, ნეოფემინისტი, მეათე ქალი იყო, რომელმაც სორბონის უნივერსიტეტის დიპლომი მიიღო, სადაც მათემატიკას, ფილოსოფიას, ისტორიას, ლათინურსა და ლიტერატურას სწავლობდა. ის მთელი ცხოვრება მცდარი სოციალური მოდელების დამსხვრევას ცდილობდა და დესპოტურ პატრიარქალურ საზოგადოებას ებრძოდა. ბოვუარი სხვადასხვა უნივერსიტეტში ასწავლიდა, თუმცა თავისი შეურიგებელი შეხედულებების გამო სამსახურიდან ხშირად ათავისუფლებდნენ. „მეორე სქესი“ ორმოცზე მეტ ენაზე ითარგმნა და მსოფლიო კლასიკად იქცა.
ვრცლად
დაწვრილებით ელ. წიგნის შესახებ

ელ. წიგნის მახასიათებლები
ISBN - 13:
9789941376979
სათაური:
მეორე სქესი – ცხოვრებისეული გამოცდილება (წიგნი მეორე)
გამოცემის თარიღი:
2025
თარგმანი:
ფრანგულიდან
მთარგმნელი:
მთარგმნელთა ჯგუფი
გვერდები:
787
კატეგორია:
აკადემია
ნახვები:
367
რეიტინგი:
5
მკითხველთა რეცენზია
საშუალო შეფასება
(1) რეცენზია
5
რეიტინგის განაწილება
  • 5
    [1]
  • 4
    [0]
  • 3
    [0]
  • 2
    [0]
  • 1
    [0]