გამოხმაურება "ეს ინტელექტუალურად მდიდარი წიგნია, რომელიც უმნიშვნელოვანეს თეორიას თამამად ავითარებს".
"ფაინენშელ ტაიმსი"
"თხრობა თავიდან ბოლომდე გაჯერებულია ისტორიული მოვლენების მიმოხილვით, ამიტომ ნაშრომი სასიამოვნოდაც იკითხება და უაღრესად შთამბეჭდავ ინფორმაციასაც გვაწვდის".
"ობსერვერი" (გაერთიანებული სამეფო)
"უბრწყინვალესი კვლევაა".
"ბლუმბერგის" მიმოხილვა, ჯონათან ოლტერი
"რატომ ვერ აღწევენ წარმატებას სახელმწიფოები" ძალზე ამბიციური ნაწარმოებია, რომელიც ისტორიის კვალდაკვალ, მთელი მსოფლიოს გარშემო "ტრიალებს", რათა პასუხი გასცეს ყველაზე საჭირბოროტო კითხვას: რატომ მდიდრდება ზოგიერთი სახელმწიფო და რატომ ვერ ძლევენ სიღარიბეს სხვა ქვეყნები?"
"ნიუ-იორკ ტაიმსი", კრისტია ფრილენდი
"ეს მართლაც საგულისხმო და მრავლისმთქმელი წიგნია. აჯემოღლუ და რობინსონი ცდილობენ სოციალური მეცნიერების მიერ წარმოჩენილი ერთ-ერთი მთავარი პრობლემის გადაჭრას (ხსენებული კითხვა საუკუნეების განმავლობაში თავგზას უბნევს საუკეთესო მოაზროვნეებს) და გვთავაზობენ ისეთ პასუხს, რომელიც თავისი უბრალოებითა და დიდებულებით გვხიბლავს. ეს ნაშრომი, ისტორიის, პოლიტიკური მეცნიერებისა და ეკონომიკის ნაზავი, რომელიც შესანიშნავად იკითხება, ეკონომიკური განვითარების თაობაზე, საზოგადოდ, ჩვენს შეხედულებებს ცვლის. "რატომ ვერ აღწევენ წარმატებას სახელმწიფოები" არის წიგნი, რომელსაც აუცილებლად უნდა გაეცნოთ".
სტივენ ლევიტი, თანაავტორი წიგნისა "ფრიკონომიკა"
"აჯემოღლუსა და რობინსონის კვლევა სამი მიზეზის გამო იმსახურებს მოწონებას. ის მიმოიხილავს ეროვნულ შემოსავლებს შორის არსებულ განსხვავებებს თანამედროვე მსოფლიოში, რაც ალბათ დღევანდელობის ყველაზე დიდი თავსატეხია. ნაშრომში მოთხრობილია უკიდურესად საინტერესო ამბები, რომელთა მოყოლაც კოქტეილის თანხლებით გამართულ წვეულებებზეც კი ბრწყინვალე ორატორად წარმოგაჩენთ: მაგალითად, რატომ ვითარდება წარმატებით ბოტსვანა, ხოლო სიერა-ლეონე კი – ვერა. ამასთან, ეს ძალდაუტანებლად, ლაღად საკითხავი წიგნია. თქვენც ჩემსავით ვერ გაუძლებთ ერთი ამოსუნთქვით მისი დასრულების ცდუნებას და მერე ამ ნაშ რომს არაერთხელ მიუბრუნდებით".
ჯარედ დაიმონდი, ავტორი პულიცერის პრემიის მფლობელი ბესტსელერებისა: "თოფები, მიკრობები და ფოლადი" და "კოლაფსი"
"ეს ძალიან მრავლისმთქმელი, უკიდურესად იმედისმომცემი წიგნია. მისი საბოლოო დასკვნა კი გამამხნევებელია: ავტორიტარული, ექსტრაქციული ინსტიტუტები, იმ სისტემების მსგავსად, რომლებიც დღეს ჩინეთში ეკონომიკურ ზრდას განაპირობებს, აუცილებლად მოჭამს თავის დროს. მდგრადი განვითარება შეუძლებელია იმ ინკლუზიური ინსტიტუციების გარეშე, რომლებიც თავდაპირველად დასავლეთში განვითარდა; მხოლოდ ჭეშმარიტად თავისუფალ საზოგადოებას შეუძლია ნამდვილი ინოვაციისა და ე. წ. "შემოქმედებითი განადგურების" ხელშეწყობა, რაც ინკლუზიური სისტემების მოქმედების უშუალო შედეგია".
ნიალ ფერგიუსონი, ავტორი წიგნისა "ფულის აღმასვლა"
"კარგა ხნის წინ ერთმა არცთუ ცნობილმა შოტლანდიელმა ფილოსოფოსმა დაწერა წიგნი იმის თაობაზე, თუ რა განაპირობებს სახელმწიფოთა წარმატებასა თუ წარუმატებლობას. მისი "გამოკვლევა ხალხთა სიმდიდრის ბუნებისა და მიზეზების შესახებ" (ადამ სმითის ნაშრომი (რედ. შენ.)) ის ნაშრომია, რომელსაც დღესაც კითხულობენ. ასეთივე შორსმჭვრეტელობითა და ვრცელი ისტორიული თვალსაწიერის გათვალისწინებით, დარონ აჯემოღლუმ და ჯეიმს რობინსონმა ხელახლა სცადეს იმავე კითხვაზე პასუხის გაცემა თანამედროვეობის მოთხოვნების შესაბამისად. ორი საუკუნის შემდეგ ჩვენი შთამომავლებიც აუცილებლად წაიკითხავენ წიგნს "რატომ ვერ აღწევენ წარმატებას სახელმწიფოები".
ჯორჯ აკერლოფი, ნობელის პრემიის ლაურეატი ეკონომიკაში, 2001
"ეს იმდენად მრავალმხრივი კვლევაა, რომ მისი ღირსებების ჩამოთვლაც კი თითქმის შეუძლებელია. "რატომ ვერ აღწევენ წარმატებას სახელმწიფოები" კაცობრიობის ისტორიის ვრცელ სპექტრს წარმოგვიდგენს. ნაწარმოები თანაბარი დამაჯერებლობით მოგვითხრობს აზიის, აფრიკისა და ამერიკის კონტინენტების შესახებ. ავტორთა მოსაზრებები მიუკერძოებელია ყველა საკითხთან მიმართებით, რაც განსახილველ თემებს სულმოუთქმელ საკითხავად აქცევს. აჯემოღლუ და რობინსონი თავშეკავებულად მსჯელობენ და კრიტიკულ შეფასე ბებს მხოლოდ ყურადღების მისაქცევად არ გვთავაზობენ. წიგნი ნათელს ჰფენს წარსულს, რათა აწმყო ახლებურად გავიაზროთ. ეკონომიკის დარგში ეს იმ იშვიათ ნაშრომთაგანია, რომელიც მკითხველს არწმუნებს, რომ ავტორებს რიგითი ადამიანებისთვის ყოველივე საუკეთესო სურთ. მეცნიერებს ეს წიგნი წლების ნააზრევს სთავაზობს, ჩვეულებრივ მკითხველს კი აწვდის დიდი ხნის განმავლობაში დაგროვებულ ზოგად, შემეცნებით ცოდნას. ნაწარმოები გარკვეულ ხუმრობებსა და სახალისო ეპიზოდებსაც შეიცავს, რაც ყოველთვის მისასალმებელია. ესაა ბრწყინვალე წიგნი, რომელიც დაუყოვნებლივ ყველამ უნდა შევიძინოთ, რათა ავტორები მუშაობის გასაგრძელებლად წავახალისოთ".
ჩარლზ ს. მენი, ავტორი წიგნებისა "1491" და "1493"
"წარმოიდგინეთ, რომ ზიხართ მაგიდასთან და უსმენთ ჯარედ დაიმონდს, ჯოზეფ შუმპეტერსა და ჯეიმს მედისონს, რომლებიც ორას წელზე მეტი ხნის პოლიტიკური და ეკონომიკური ისტორიის შესახებ მსჯელობენ. ისინი საკუთარ მოსაზრებებს თავს უყრიან ერთ თანმიმდევრულ თეორიულ სტრუქტურაში, რომელსაც საფუძვლად უდევს ექსტრაქციის შეზღუდვა, "შემოქმედებითი განადგურება" და იმ ძლიერი პოლიტიკური ინსტიტუტების შექმნა, რომლებიც ძალაუფლებას თანაბრად ინაწილებენ; თქვენ კი ამ შესანიშნავი და არაჩვეულებრივად დაწერილი წიგნის ღირსებების ნაბიჯ-ნაბიჯ, თანდათანობით გააზრებას იწყებთ".
სკოტ ე. პეიჯი, მიჩიგანის უნივერსიტეტი და სანტა-ფეს ინსტიტუტი
"ცნობისმოყვარეობის აღმძვრელი და იოლად საკითხავი ნაწარმოები პოლიტიკური და ეკონომიკური ინსტიტუტების