"""იმ დილით, როცა ზღვა დაფარეს რკინის თევზებმა, მე ვთქვი – დღეს უფრო ადვილია დაღწევა თავის, ალბათ ესაა დასასრული, ჩვენ რომ ვეძებდით მზის სხივებსა და ვარსკვლავებში, და აღარ გვრთავენ ღმერთები ნებას, კვლავაც გვენთოს საკურთხევლები და კვლავ დავმარხოთ ქვაბულებში მამების ძვლები, მოდი, შეხედე, ტალღა ქარაფს ისე ეხლება, ისე ხმაურობს, ისე შფოთავს, ვუსმენ და ვხვდები, რომ არაფერი არ დარჩება ქვეყნად უცვლელი, რომ ვერწყმი ტალღებს და ამ მიწას ვერაფერს ვშველი, რომ ამ ტკივილებს და სიმძიმეს თუ გავუძელი, ღმერთებთან წავა სიყვარული ჩემი და შენი."""