წინასიტყვაობის მაგიერ
წინასიტყვაობის მაგიერ გთავაზობთ გერმანელი მწერლის მარტინ ვალზერის ესეის, რომელიც 2008 წელს ვთარგმნე და ჟურნალ „ქართული მწერლობის“ მე-5 ნომერში გამოვაქვეყნე. მისი სათაურია „რატომ კითხულობენ წიგნებს?“. მარტინ ვალზერის პასუხი ამ შეკითხვაზე ზუსტად გამოხატავს ამ წიგნის ავტორის შეხედულებას ამავე საკითხზე. უკეთ ვერ ვიტყოდი, ვერც ვერაფერს გამოვაკლებდი და ვერც ვერაფერს დავუმატებდი (იშვიათად მომხდარა, რომ სხვის ნაწერში ზუსტად ის დამხვედროდეს, რისი თქმაც მე თვითონ მსურდა).
მაშ ასე, რატომ კითხულობენ წიგნებს მარტინ ვალზერისა და – როგორც ძველად იტყოდნენ – თქვენი მონა-მორჩილის აზრით?
იმიტომ, რომ დიდედამ ხელი აიღო თხრობაზე; ან იმის გამო აიღო ხელი, რომ გარდაიცვალა, ან კიდევ იმის გამო, რომ სამუდამოდ მოიკალათა ტელევიზორთან. რატომ მეც სამუდამოდ არ მოვიკალათე ტელევიზორთან? იმიტომ, რომ ხანგრძლივი პასიურობა ძალიან მღლის. პასიურობა, ანუ არაფრის კეთება, დამღლელია?! არაბუნებრივი, ხელოვნური სიტყვათშეხამება გამოგვივიდა თუ მის მიღმა რაღაც აზრი იმალება? თუკი ცნობიერება თუ სული თუ გონი (სულ ერთია, რას დავარქმევთ ჩვენს შინაგან მოუსვენრობას), თუკი ეს წარმოსახვითი რძე ჩვენი არსებისა, დიდი ხნის განმავლობაში ვერ წამოდუღდა, ამჟავდება. ჩვენი ცნობიერების (თუ სულის თუ გონის) სურვილი ხომ ისაა, რომ თვითონ იყოს ფილმი, რომელიც დიდხანს გრძელდება, და იგი (ეს ცნობიერება-სული-გონი), უბრალოდ, ჭკნება, იღუპება, როცა მზამზარეული, სხვის მიერ შექმნილი ფილმების ამარა რჩება. მაშასადამე, სული თუ ცნობიერება კითხვის დროს უფრო აქტიურია, ვიდრე ფილმის ყურებისას? დიახ, ვინაიდან დაწერილი ჯერ კიდევ დაუმთაავრებელია – იგი მკითხველმა უნდა გააცოცხლოს და ამ გზით სრულყოს; ზუსტად ისევე, როგორც კომპოზიტორის სანოტო ნიშნები უნდა გაცოცხლდეს მომღერლის, პიანისტის და ა. შ. მიერ. მკითხველი უფრო მუსიკოსს უნდა შევადაროთ, ვიდრე მუსიკის მსმენელს. მკითხველს იგივე თვისებები ესაჭიროება, რაც მუსიკოსს. განათლებას როდი ვგულისხმობ. როგორ აჟღერდებოდა შუბერტის სიმღერა, თუ მას, ვინც ამ სიმღერას მღერის, ხმა და განათლება კი უწყობს ხელს, მაგრამ წარმოდგენაც არა აქვს იმ გაუსაძლისზე, რომლის წინააღმდეგაც ეს სიმღერებია დაწერილი! ბევრი რამ კი არ სჭირდება კითხვის იმგვარად სწავლას, რომ კაფკას წაკითხვა შეძლო. ვინც ისეთ გარემოებებში ცხოვრობს, რომელი გარემოებებიც მას თქავისი მდგომარეობის შესახებ მცდარ წარმოდგენას უქმნის, ის არ კითხულობს. ვინც დარწმუნებულია, არც არაფრის შიში მაქვს, არც არაფერი დამრჩენია სანატრელიო, ის კაფკას ნამდვილად ვეღარ წაიკითხავს. ვისაც ჰგონია, რომ ძალას ფლობს, სხვებზე მაღლა დგას, პირველხარისხოვანია, წარმატებული ადამიანია, სანიმუშოა, ვინც, მაშასადამე, თაავისი თაავით კმაყოფილია, მკითხველად აღარ გამოდგება. იგი ალბათ ოპერაში ივლის. ის კი, ვისაც ბევრი რამ აქვს სანატრელი და კიდევ უფრო მეტი რამის ეშინია, კითხულობს. კითხვას და წერას ერთი და იგივე საფუძველი აქვს. წერითააც იმიტომ წერენ, რომ სანატრელი აქვთ რაღაც ან რაღაცის ეშინიათ. ანუ კითხვა და წერა ახლო ნათესავები არიან? ესენი ორი სახელია ერთი ქმედებისა, რომელიც შრომის იმ დანაწილებისა გამო, ჩვენს არსებას რომ ფლეთს, ორ, თითქოსდა ურთიერთგანსხვავებულ საქმიანობად გადაიქცა. ანუ, რაკი რაღაცას ისაკლისებენ, წერენ, და რაკი რაღაცას ისაკლისებენ, კითხულობენ? თუ მკითხველს იგივე გამოცდილება არ მიუღია, რაც ავტორმა მიიღო, წიგნი მისთვის არაფრისმთქმელი იქნება, ის მკვდარია მისთვის. ასეთ დროს ამბობენ, ამ წიგნს ვერაფერი გავუგეო. წიგნი, რომელიც ძალიან ბევრი ადამიანის სურვილებსა და შიშებს ესატყვისება, წიგნი, რომელსაც ძალიან ბევრი ადამიანი ეტანება, არის, მაგალითაად, „რობინზონ კრუზო“. ყველას უნდა სადმე შორს გადაიკარგოს, ოღონდ საბოლოოდ ყოველივე კეთილად დამთაავრდეს. სინამდვილე ჩვენს სურვილებს უმეტესად ვერ უპასუხებს. ის ჩვენს სურვილს, ჩვენს პრეტენზიას, ჩვენს უფლებას არად აგდებს. ამ არად ჩაგდებას, სინამდვილის მიერ ამ ჩვენს გაბიაბრუებას უპასუხებს ყოველი წიგნი. სურვილის იმ ფორმას, რომელსაც ეს პასუხი ღებულობს, გამონაგონს ეძახიან. გამონაგონში ჩვენ სინამდვილეს ვედავებით მისი უფლების გამო, გააცრუოს ჩვენი მოლოდინები. ასჯერ უნდა გავიმეოროთ, რომ წერა გამოსახვა არ არის, არსებულის გადმოხატვა არ არის, წერა გამოგონებაა და ამის მეოხებით პასუხია არსებულზე, მომხდარზე, ნამდვილზე, მაგრამ რაღაც მომხდარის გადმოცემას მას ვერა და ვერ ვუწოდებთ.
ამამიტომაც წიგნის კითხვა „ცნობად მიღება“ კი არ არის, არამედ პასუხია. მკითხველი უპასუხებს. ის უპასუხებს თავისი საკუთარი სურვილებითა და შიშებით. იგი მწერლის გამონაგონს თაავისი გამონაგონით უპასუხებს. ამგვარად, მკითხველი აძლიერებს გამონაგონს. ამრიგად, მხოლოდ მკითხველში ავლენს გამონაგონი თაავის პოტენციურ ძალას, კრიტიკის ძალას, ნატვრის ძალას. ის წიგნიც, „ჰეფი ენდით“ რომ არ მთაავრდება, თქავისი განწყობილებით იმას წარმოაჩენს, ბედნიერი დასასრული მერჩივნაო; ასეთი წიგნი წუხილია იმ ვითარების გამო, რომელმაც უბედურ დასასრულამდე მიგვიყვანა; იგი ისეთი სინამდვილის ნატვრაა, რომელიც ბედნიერ