გამარჯობა გამარჯობა ჩემო ძვირფასო მკითხველო, მე მქვია ალექსანდრე ოგანეზოვი. როგორ ხარ? წიგნის შეძენას გილოცავ. ამ წიგნში მე ჩავდე ჩემი პერსონალური ძალა, მოტივაცია, რომელიც მეხმარება კვლავ დავდგე ფეხზე, როცა ცხოვრებისეულ სირთულეებს ვაწყდები. თუ გამოიყენებ, ის აუცილებლად გამოგადგება. მე ზუსტად ვიცი, რომ ყველაფერს, რასაც აქ წაიკითხავ შეუძლია მთელი შენი ცხოვრება შეცვალოს. მე შევეცადე უმარტივეს, საბავშვო ბაღის დონეზე ამეხსნა ყველა ის სირთულე, რასაც ადამიანი აწყდება მუდმივად თავის ცხოვრებაში, უჭირს გადაწყვეტილებების მიღება და ამიტომაც ერთ ადგილზე დგას. ახლავე მიეცი პირობა საკუთარ თავს, რომ ყველაფერს შეასრულებ, რასაც მე გეტყვი, იმიტომ რომ მე პირადად, როცა რამე პირობას ვდებ, ძალიან მრცხვენია ხოლმე საკუთარი თავის, რომ არ გავაკეთე და მერე სარკეში ჩახედვის. შეპირდი ახლავე საკუთარ თავს; რომ რაც არუნდა მოხდეს, გააგრძელებ საკუთარ თავზე მუშაობას. შეპირდი? კარგია, გილოცავ, მაშინ გავაგრძელოთ მუშაობა. ამ წიგნში მე ჩავდე ჩემი საკუთარი სამოტივაციო ხრიკები, ჩემი მენტორების ხრიკები, რომელიც მე ძალიან მეხმარება წინსვლაში. ეს წიგნი, ფაქტირუად არის ჩემი ცხოვრებისეული გამოცდილება, მე კი ძალიან მდიდარი გამოცდილება მაქვს, როგორც ხალხთან ურთიერთობაში, ისე საკუთარ თავზე მუშაობაში. ასე რომ ნამდვილად არ მოიწყენ, უფრო მეტიც, ამ წიგნს ერთ ამოსუნთქვაზე წაიკითხავ. ეს წიგნი იმდენად შეგათრევს საკუთარ თავში, რომ იქიდან გამოსვლა აღარ მოგინდება, იმიტომ რომ მე მიყვარს ყველაფრის გაადვილება. მართალია მე თვითონ ვართულებ ყველაფერს თავიდან, მაგრამ მერე ვხვდები, რომ თუ არ გავამარტივე, არაფერს არ გავაკეთებ და შედეგს ვერ დავდებ. მე კი შედეგისთვის ვმუშაობ და არა უბრალოდ ვერთობი. ვიცი, რომ გულგრილი ნამდვილად არ დარჩები, იმიტომ რომ ყველაფერი ჩავტიე აქ, რაც ოდესმე გავიარე ცხოვრებაში. ეს მარტო დასაწყისია ჩემო მკითხველო. შენ კითხვაში გაგიჩნდება ბევრი შეკითვა, შეიძლება პროტესტი და კიდევ ალბათ სხვა შეგრძნებები. მინდა გითხრა, რომ ეს ნორმალურია. ბუნებრივია, ანუ ჩვეულებრივია, ასე ყველას ემართება, მე ყველაფერში დაგეხმარები. ჯერ თავიდან ბოლომდე გადაიკითხე ყველაფერი, აწონ დაწონე ყველაფერი, ნურსად ჩქარობ. იფიქრე, ოღონდ ბევრი არა, გამოიტანე საკუთარი დასკვნები. იმას გასწავლი რაც მე თვითონ ვიცი, ყოველთვის გვერდში გეყოლები, მაგრამ შენს ნაცვლად, შენს გასაკეთებელს მე ვერ გავაკეთებ, ამ გზაზე თვითონ უნდა იარო. მოემზადე, შენი ცხოვრება შეიცლვება, ოღონდ უცებ არა, ნელა- ნელა. უცებ რაც ხდება, ძალიან მალევე კვდება. ასევე, არ არის გამორიცხული, რომ ბევრი საკუთარი აზრებიც მოგივიდეს თავში. ამ დროს შეჩერდი და ჩაიწერე ისინი. მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ აუცილებლად იპოვი იმას, რასაც ეძებ. უფრო სწორად, ჩვენ უკვე გვაქვს ის, რასაც ვეძებთ, უბრალოდ ვერ ვხედავთ. მე კი გასწავლი ეს როგორ უნდა დაინახო. დავიწყებ ჩემი ისტორიით. მთელი გულითა და სულით გისურვებ წარმატებას!!!!!!!!!!! მზად ხარ????????????????! მაშინ წავედიიიიიიიიიიიით!!!!!!!!!!!!!!!!!