წინასიტყვაობა ნაპოლეონ ჰილის წიგნი "იფიქრე და გამდიდრდი" თავის ჟანრში ერთ-ერთი საუკეთესო ნაწარმოებია, რომელიც ბევრ პრაქტიკულ რჩევას აძლევს მკითხველს.
ზოგიერთი ადამიანი ხშირად ფიქრობს, რომ სხვას შეიძლება რაღაც გამოუვიდეს, თავად კი არა. ასე იმიტომ ფიქრობენ, რომ სხვების მიერ განვლილი გზა საკმაოდ მარტივი ეჩვენებათ და დარწმუნებული არიან, რომ სხვებს, უბრალოდ, გაუმართლათ და ამიტომ მიაღწიეს მიზანს.
მსგავსი შეხედულების საპირისპიროს ამტკიცებს წიგნში ნაპოლეონ ჰილი. ის დაგვანახვებს, რომ წარმატებულმა ადამიანებმა თავის დროზე ბევრი ისწავლეს, იშრომეს, გადალახეს დაბრკოლებები და მხოლოდ ამის შემდეგ მიაღწიეს დანიშნულების ადგილს.
ამ წიგნში თქვენ მიიღებთ ინფორმაციას იმ წარმატების ფორმულის შესახებ, რომელიც ათასობით ადამიანმა სხვადასხვა სფეროში გამოიყენა და გამდიდრდა. ამ წარმატებული ადამიანების მიერ მიღებული გამოცდილება ნათლად დაგანახვებთ, რა განსხვავებაა წარმატებულ და წარუმატებელ ადამიანებს შორის. ასევე, აღმოაჩენთ იმ თვისებებს, რომელთა გამომუშავების შემდეგაც თქვენც შეგეძლებათ გახდეთ წარმატებული.
გახსოვდეთ, რომ არასოდეს არ არის გვიან, შეცვალოთ ცხოვრება. მთავარია, მიიღოთ გადაწყვეტილება, სწორად მოქმედების გზებს კი ეს წიგნი აუცილებლად გიჩვენებთ.
თქვენს ხელში ახლა ის წიგნია, რომელიც ცხოვრებას შეგიცვლით. ამიტომ დღესვე დაიწყეთ მასში მოცემული პრინციპების თქვენს ყოველდღიურობაში დანერგვა და აუცილებლად გახდებით ძლიერი და წარმატებული ადამიანი.
დავით კენჭაძე
"დიქეი კაპიტალის" გენერალური დირექტორი