ავტორისგან პარადოქსი - ბერძნული სიტყვაა და საყოველთაოდ აღიარებული შეხედულების, საღი აზრის მკვეთრად საწინააღმდეგო მსჯელობას, მოსაზრებას აღნიშნავს.
სიტუაცია, რომელიც შეიძლება რეალურად არსებობდეს, მაგრამ არ ჰქონდეს ლოგიკური ახსნა.
***
ჩვენი ყოველდღიური ცხოვრება, როგორც წესი აღსავსეა სხვადასხვა სახის „ პარადოქსალური “ გადაწყვეტილებებითა და მოვლენებით. ერთის მხვრივ, ჩვენ თითქმის ყოველდღე გვესმის ან ვგებულობთ, ვინმეს მიერ მიღებული „ პარადოქსალური “ გადაწყვეტილების ან უბრალოდ „ ალოგიკური “ ქმედებების შესახებ და მეორეს მხვრივ, საკმაოდ ხშირად ჩვენ თვითონ ვართ მსგავსი „ პარადოქსალური “ გადაწყვეტილებების ავტორები. ამის შემდეგ ჩვენ როგორც წესი გვიკვირს ხოლმე, თუ რატომ მოვიქეცით ამგვარად და არა სხვანაირად. თუმცა ხშირად ამგვარ „ პარადოქსალურ “ გადაწყვეტილებას ან „ ირაციონალურ “ ქცევასაც კი, აქვს თავისი მიზეზი.
უამრავი მსგავსი „ ირაციონალური “ და “ პარადოქსალური „ ხასიათის გადაწყვეტილების და ქმედებების მოყვანა შემიძლია მე თქვენთვის, მაგალითის სახით. თუნდაც რად ღირს ის ფაქტი როდესაც, ვინმე ყიდულობს საკმაოდ ძვირადღირებულ ნივთს (მაგალითად, ხშირად „ არაადეკვატურად “ ძვირადღირებულ „ სმარტფონს “ ) და ამავე დროს მას რეალურად ნორმალური ფეხსაცმელი, ტანსაცმელი ან საერთოდ საჭმელიც კი არ აქვს სახლში (დარწმუნებული ვარ, რომ თქვენ ბევრჯერ გსმენიათ მსგავსი ისტორიების შესახებ). აქ ისმის ლოგიკური კითხვა. რას უნდა უკავშირდებოდეს ამგვარი გადაწყვეტილებები?
პასუხი - არაფერს. ეს რეალური „ პარადოქსია “ . მეტსაც გეტყვით. თითქმის არ არსებობს, ადამიანური „ საქმიანობის “ არცერთი სფერო. სადაც არ გადავაწყდებით მსგავს „ პარადოქსალური „ ხასიათის მოვლენებს. იქნება ეს პოლიტიკა, განათლება, ტურიზმი, მედიცინა ან უბრალოდ ადამიანებს შორის ურთიერთობები და სხვა. თუმცა ყველაზე ხშირად (ან უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, ყველაზე მეტად „ შესამჩნევად “ ). ამგვარი „ პარადოქსალური “ ხასიათის მოვლენები, ალბათ მაინც ჩვენს ყოველდღიურ, პროფესიულ საქმიანობაში ანუ „ სამსახურში “ იჩენენ თავს (სამსახურში ამგვარი „ მოვლენები “ , ალბათ უკვე არავისთვის არ არის გასაკვირი). დარწმუნებული ვარ, რომ თქვენ ერთხელ მაინც გსმენიათ ან პირადად შესწრებიხართ, სხვის მიერ მიღებულ, რაიმე სახის „ პარადოქსალურ “ გადაწყვეტილებას ან ჩადენილ ქმედებას სამსახურში. მსგავს „ ფაქტებს “ მაგალითად მიეკუთვნება, ის როდესაც სამსახურში თქვენს ხელმძღვანელად ნიშნავენ, თქვენზე გაცილებით ნაკლებად გამოცდილ და ბევრად „ არაკომპეტენტურ “ თანამშრომელს ან ის როდესაც ძალიან „ საპასუხისმგებლო “ თანამდებობაზე ნიშნავენ, ასევე სრულიად „ გამოუცდელ “ , ახალბედა თანამშრომელს.
ასევე როდესაც „ ნეპოტისტური “ შეხედულებების ზეგავლენით. თქვენს სამსახურში არსებულ, ყველაზე მნიშვნელოვან პოზიციაზე აწინაურებენ (ამ სამსახურის „ პოტენციურად “ დამღუპველ), ყველაზე „ სუსტ “ თანამშრომელს და ისიც მხოლოდ იმიტომ, რომ ის ამ კომპანიის „ ხელმძღვანელის “ ახლობელი ან კარგი ნათესავია. რაც ყველაზე „ პარადოქსალურია “ ასეთ დროს. არავინ ხმასაც კი არ იღებს „ ხელმძღვანელის „ ამგვარ უსამართლო და უადგილო გადაწყვეტილებაზე და სამსახურის დაკარგვის შიშით არავინ არც კი ეწინაამღდეგება მას.
მე შემიძლია მოვიყვანო კიდევ