იტვირთება...
მთავარი
წიგნები
კატალოგი
მოხმარების წესები
ჩვენ შესახებ
„საბას“ შესახებ
სიახლეები
პროექტები
ვიკიპედია ქართულად
პრემია "საბა"
კონკურსის შესახებ
კონკურსის ისტორია
წესდება
საკონკურსო განაცხადი
/
კონტაქტი
შესვლა
|
რეგისტრაცია
ელ. წიგნი
ელ. წიგნი
ავტორი
გამომცემელი
შესაძენი წიგნები
რაოდენობა
0
0.00
მთავარი
/
წიგნები
/
საბავშვო
/
პიპას და კასპერის შეხვედრის საშობაო ამბავი ანუ ერთგულების ფიცი ფითრის ქვეშ
პიპას და კასპერის შეხვედრის საშობაო ამბავი ანუ ერთგულების ფიცი ფითრის ქვეშ
თამარ ჩაჩიბაია
2017 წელი |
ქეისიესი
საბავშვო
889
ნახვა
5
(0 რეცენზია /0 შეფასება)
მსურს წავიკითხო
ჩემი რჩეული
6.5
3.25
ყიდვა
ჩუქება
ანოტაცია
ამბავი მამაც და გაბედულ თაგუნა კასპერზე, თუ როგორ დაეხმარა თავისი მეგობარი ზღარბი კრისტიანი საბედოს პოვნაში და როგორ მოიპოვა პიპას სიყვარული. ეს არის თანამდეროვე ზღაპარი იმაზე, რომ ჩვენი პლანეტის ყველა მკვიდრი ერთნაირად მნიშვნელოვანია, დედამიწაზე მცხოვრებ ყველა არსებას ერთნაირად თანაბრად უფლება აქვს ბედნიერად იარსებოს. აუდიო ვერსიას ახმოვანებენ დავით გერსამია და ნიტა ჩხეიძე. გაფორმებულია 12 ორიგინალური ილუსტრაციით, რომლის მხატვარია ნინო აფციაური
ვრცლად
რეკომენდებული ელ. წიგნები
Christmas Adven...
თამარ ჩაჩიბაია
3.5
ყიდვა
პიპა და ნამგალა...
თამარ ჩაჩიბაია
1.5
ყიდვა
გულღია შუშის ბა...
თამარ ჩაჩიბაია
0
ყიდვა
ზღაპარივით ნამდ...
თამარ ჩაჩიბაია
2.7
ყიდვა
ყვავილების ზეიმ...
თამარ ჩაჩიბაია
2.5
ყიდვა
ზღაპარი ეგრისის...
თამარ ჩაჩიბაია
1.25
ყიდვა
როგორ გახდა თბი...
თამარ ჩაჩიბაია
2.5
ყიდვა
Построить дом д...
თამარ ჩაჩიბაია
1.5
ყიდვა
Рождественское ...
თამარ ჩაჩიბაია
3.5
ყიდვა
Pipa, Nightinga...
თამარ ჩაჩიბაია
3.5
ყიდვა
Pipa and Swallo...
თამარ ჩაჩიბაია
1
ყიდვა
ციცარი და რობოფ...
თამარ ჩაჩიბაია
2.5
ყიდვა
ციცარი და რობოფ...
თამარ ჩაჩიბაია
2.5
ყიდვა
Былицы небылицы...
Тамара Чачибая
3
ყიდვა
Christmas Adven...
თამარ ჩაჩიბაია
3.5
ყიდვა
Guinea Fowl on ...
Tamar Chachibaia
2.5
ყიდვა
პიპას და კასპერ...
თამარ ჩაჩიბაია
5
ყიდვა
Pipa and Swallo...
თამარ ჩაჩიბაია
3
ყიდვა
Pipa, Nightinga...
თამარ ჩაჩიბაია
3
ყიდვა
Legend of the l...
თამარ ჩაჩიბაია
2.5
ყიდვა
Guinea Fowl on ...
თამარ ჩაჩიბაია
1.8
ყიდვა
ციცარი და რობოფ...
თამარ ჩაჩიბაია
1.35
ყიდვა
ვარსკვლავთცვენა...
თამარ ჩაჩიბაია
1.05
ყიდვა
პიპა, იადონი ია...
თამარ ჩაჩიბაია
1.25
ყიდვა
Legend of the l...
თამარ ჩაჩიბაია
2.5
ყიდვა
New Legends of ...
Tamar Chachibaia
5.5
ყიდვა
ყველა ძაღლი პატ...
თამარ ჩაჩიბაია
5
ყიდვა
შეხვედრა შობის ...
თამარ ჩაჩიბაია
11
ყიდვა
გუჯარათის პრინც...
თამარ ჩაჩიბაია
4.5
ყიდვა
მთვარეულები
თამარ ჩაჩიბაია
0
ყიდვა
ჯადოსნური ზღაპრ...
ალექსანდრე დიუმა
3.2
ყიდვა
უცნაური წიგნი
სანდრო ასათიანი
1.99
ყიდვა
ძველი ფოტოაპარა...
სანდრო ასათიანი
1.99
ყიდვა
პატარა მაწანწალ...
ჯეიმს გრინვუდი
1.99
ყიდვა
უსახლკარო
ჰექტორ მალო
5
ყიდვა
დაწვრილებით ელ. წიგნის შესახებ
ამბავი მამაც და გაბედულ თაგუნა კასპერზე, თუ როგორ დაეხმარა თავისი მეგობარი ზღარბი კრისტიანი საბედოს პოვნაში და როგორ მოიპოვა პიპას სიყვარული. ეს არის თანამდეროვე ზღაპარი იმაზე, რომ ჩვენი პლანეტის ყველა მკვიდრი ერთნაირად მნიშვნელოვანია, დედამიწაზე მცხოვრებ ყველა არსებას ერთნაირად თანაბრად უფლება აქვს ბედნიერად იარსებოს. აუდიო ვერსიას ახმოვანებენ დავით გერსამია და ნიტა ჩხეიძე. გაფორმებულია 12 ორიგინალური ილუსტრაციით, რომლის მხატვარია ნინო აფციაური
ელ. წიგნის მახასიათებლები
ISBN - 13:
9798646311871
სათაური:
პიპას და კასპერის შეხვედრის საშობაო ამბავი ანუ ერთგულების ფიცი ფითრის ქვეშ
ავტორი:
თამარ ჩაჩიბაია
გამომცემელი:
ქეისიესი
გამოცემის თარიღი:
2017
კატეგორია:
საბავშვო
ნახვები:
889
რეიტინგი:
5
მკითხველთა რეცენზია
საშუალო შეფასება
(0) რეცენზია
5
რეიტინგის განაწილება
5
[0]
4
[0]
3
[0]
2
[0]
1
[0]
წიგნის შესახებ
პიპას და კასპერის შეხვედრის საშობაო ამბავი ანუ ერთგულების ფიცი ფითრის ქვეშ
თამარ ჩაჩიბაია
889
ნახვა
წასაკითხი
რჩეული
3.25
ლარი
ყიდვა
სარჩევი
ყდა
***
***
შობა
ახლოვდებოდა
და
თაგვებს
სადღესასწაულო
სამზადისი
მალე
უნდა
დაეწყოთ.
კასპერს,
როგორც
ყოველთვის,
საუკეთესო
ყველი
უნდა
მიეტანა
საოჯახო
ნადიმისთვის.
კასპერმა
თავის
მეზობელ
ზღარბს,
მეტსახელად
კრისტიანს,
მიაკითხა
დახმარების
სათხოვნელად,
რომელიც
იქვე
ახლოს
ცხოვრობდა.
კრისტიანმა
მეგობარს
დახმარება
აღუთქვა
და
ორივე
ერთად
ტყის
განაპირა
სახლისკენ
გაემართა.
კრისტიანმა
კარგად
იცოდა
ამ
სახლის
ყველა
კუთხე-კუნჭული,
რადგან
ზამთარს
ძილქუშში
იქ
ატარებდა
გაზაფხულის
მოსვლამდე,
მაშინ,
როცა
იქ
აღარავინ
აღარ
იყო.
თანაც
სახლის
სხვენში
ან
სარდაფში
გადანახული
სანოვაგე
ეგულებოდა.
სწორედ
ამ
მარაგის
იმედად
იქითკენ
გაეშურნენ.
ადამიანები
ხშირად
ტოვებდნენ
ცოტა
საჭმელს,
ხან
ყველს,
ან
პურს,
ზოგჯერ
ხილსაც,
რაც
მათ
აღარ
სჭირდებოდათ.
თაგუნას
და
ზღარბს
თუ
გაუმართლებდა,
იქნებ
თავიანთი
სამყოფი
სანოვაგე
ეპოვათ
წამოსაღებად.
კასპერმა
და
კრისტიანმა
სახლს
ეზოს
მხრიდან
შემოუარეს.
უკანა
კარში
ძაღლისთვის
ამოჭრილი
იყო
პატარა
შესასვლელი,
ადვილად
რომ
მოხვედრილიყო
სახლში,
როცა
პატრონები
შინ
არ
იყვნენ
ან
ეძინათ.
მეგობრებმა
გადაწყვიტეს
სწორედ
ამით
ესარგებლათ.
ფრთხილად
შეიპარნენ
და
ყველგან
დაიწყეს
აქეთ-იქეთ
სირბილი.
თაგვი
და
ზღარბი
სულ
ერთი
ციცქნები
იყვნენ,
სახლი
კი
ძალიან
დიდი
იყო
და
სანამ
ყველა
კუთხეს
მიაღწევდნენ,
ამაზე
დიდი
დრო
მიდიოდა,
ამიტომ
ცალკ
–
ცალკე
გადაწყვიტეს
ძებნის
გაგრძელება.
უცბად
ნაცრისფერ
თაგუნა
კასპერს
თვალწინ
გასაოცარი
სანახაობა
წარმოუდგა,
ისეთი
თვალწარმტაცი,
რომ
განცვიფრებისა
და
აღტაცებისგან
ადგილზე
გაშეშდა.
მან
დაინახა
უცნობი
ქათქათა
თეთრი
ფერის
თაგუნა,
რომელიც
საპატარძლოს
ჰგავდა.
ის
თითქოს
თავის
საქმროს
ელოდა.
ქორწინების
გაფიქრებაზე
კასპერს
გული
აუჩქროლდა.
არც
კი
იცოდა
როგორ
მოქცეულიყო,
ან
რა
ეთქვა,
რომ
თავისი
იღბალი
ხელიდან
არ
გაეშვა,
კასპერისნაირ
რუხ
თაგუნას
ცხოვრებაში
მხოლოდ
ერთხელ
შეიძლება
ასე
გამართლებოდა.
ის
მიხვდა,
რომ
საპატარძლომ
ვერ
დაინახა
და
იფიქრა
თავს
მოვაწონებო.
როგორც
დედა-თაგვი
ასწავლიდა
წრუწუნობის
ასაკიდან,
გადაწყვიტა,
ჯერ
შუბლზე
ქოჩორი
გადაეწია,
რომ
უფრო
მიმზიდველი
გამოჩენილიყო,
მერე
კუთხეში
ჩაიცუცქა
და
გალამაზებას
შეუდგა.
თათებით
ისწორებდა
აჩეჩილ
ბეწვს
თავის
პატარა
სხეულზე.
მხოლოდ
იმის
შემდეგ,
რაც
კასპერს
თავდაჯერებულობა
შეემატა,
თაგვისთვის
დამახასიათებელი
მოქნილობით
სწრაფად
გაემართა
მზეთუნახავი
საპატარძლოსკენ.
იგი
ახლოდან
უფრო
მშვენიერი
აღმოჩნდა,
ბამბის
ქულასავით
ფითქინა
უნაკლო
ბეწვი,
ნაზი
ვარდისფერი
თათები
და
ცხვირი,
პატარა
ყურები
და
ტუჩები,
კუდიც
კი
ასეთივე
ლამაზი
ატმისფერი
ჰქონდა.
როცა
მიუახლოვდა.
მხოლოდ
მაშინ
შეამჩნია,
რომ
თეთრი
თაგუნა
გალიის
თხელ
გისოსებს
მიღმა
იყო
ჩამწყვდეული.
გაბედა
და
გამოელაპარაკა:
-
გამარჯობა,
რამე
ხომ
არ
გიჭირს,
რით
შემიძლია
დაგეხმარო?
–
ჰკითხა
მან
მორიდებით.
-
გამარჯობა,
ვინ
ხარ?
აქ
პირველად
გხედავ,
აქამდე
ასეთი
ფერის
თაგვი
არასდროს
მინახავს.
სადაური
ხარ?
–
ჰკითხა
თეთრმა
თაგუნამ.
–
მე
კასპერი
ვარ,
აქვე
ტყეში
ვცხოვრობ,
–
უპასუხა
მან.
–
მე
პიპა
მქვია,
გვარად
ვისტარი
ვარ.
ამ
სახლში
დავიბადე,
ერთმა
ადამიანმა
გამზარდა,
საუკეთესო
განათლება
მომცა,
ნამდვილი
ლედის
შესაფერისი,
როგორიც
ჩვენი
გვარიდან
არასდროს
არავის
მიუღია.
მასწავლიდა
ბაგირზე
სიარულს,
ლაბირინთში
გზის
გაკვლევას.
ეხლაც
ისევ
ხელიდან
მაჭმევს
და
მის
მხარზე
აცოცების
და
დაჯდომის
უფლებას
ყოველთვის
მაძლევს.
კასპერი
მოსმენილმა
ამბავმა
ისე
გააკვირვა,
რომ
ხმა
ვეღარ
ამოიღო.
წარმოდგენაც
კი
არ
ჰქონდა,
რომ
ადამიანს
შეეძლო
ასე
კარგად
მოპყრობოდა
თაგვს.
მან
იფიქრა,
რომ
ალბათ
იმიტომ,
რომ
პიპა
ასეთი
ლამაზი
იყო
მას
განსაკუთრებულად
ამიტომ
ექცვეოდნენ,
თორემ
თვითონ
დარწმუნებული
იყო,
რომ
ძალიან
უშნო
იყო,
მახინჯადაც
კი
მიაჩნდა
თავი.
კარგად
ახსოვს,
ერთხელ,
როცა
სახლის
სამზარეულოში
შეიპარა
ყველის
და
პურის
ნამცეცებით
პირის
ჩასატკბარუნებლად,
დიასახლისმა
დაინახა
და,
როგორც
კასპერმა
მაშინ
გაიფიქრა,
ზიზღისაგან
ქალი
დიდხანს
და
ხმამაღლა
ყვიროდა,
შველას
ითხოვდა.
თანაც
სკამზე
შეხტა,
რომ
პაწაწინა
კასპერი
მას
ახლოს
არც
კი
მიჰკარებოდა.
იგი
გაიქცა
ნაწყენი
და
შეურაცხყოფილი.
კასპერმა
მაშინ
პირველად
გაიგო,
რომ
ასეთი
უშნო
ყოფილა.
დედას
კი
კასპერი
ისე
ძალიან
უყვარდა,
რომ
ბეწვს
სულ
ულოკავდა.
ისე
ძლიერ
იხუტებდა,
რომ
მისი
გულის
თანაბარი
ბაგა-ბუგი
ესმოდა
და
ნეტარებით
იძინებდა.
მაგრამ
დედას
კიდევ
ბევრი
პატარა
ჰყავდა,
გოგოები
და
ბიჭები,
შვილები,
შვილიშვილები
და
შვილთაშვილებიც
კი,
მაგრამ
კასპერი
მაინც
გამორჩეულად
უყვარდა,
ყოველთვის
ჰქონდა
მისთვის
განსაკუთრებულად
გადანახული
თხილის
გული,
რომელსაც
კასპერი
ყველას
თანაბრად
უნაწილებდა.
თუმცა,
მას
შემდეგ,
რაც
გაიზარდა
და
პატარა
და-ძმები
გაჩნდნენ,
უკვე
თვითონაც
ეუხერხულებოდა
დედის
კუდზე
ჩამოკიდება.
სწორედ
მაშინ
გადაწყვიტა
დამოუკიდებლად
ცხოვრება.
მას
მოსწონდა
თავისი
ახალი
ნაცნობ
–
მეგობრები,