იტვირთება...
მთავარი
წიგნები
კატალოგი
მოხმარების წესები
ჩვენ შესახებ
„საბას“ შესახებ
სიახლეები
პროექტები
ვიკიპედია ქართულად
პრემია "საბა"
კონკურსის შესახებ
კონკურსის ისტორია
წესდება
საკონკურსო განაცხადი
/
კონტაქტი
შესვლა
|
რეგისტრაცია
ელ. წიგნი
ელ. წიგნი
ავტორი
გამომცემელი
შესაძენი წიგნები
რაოდენობა
0
0.00
მთავარი
/
წიგნები
/
eBook Club
/
შეხვედრა შობის მეთორმეტე ღამეს
შეხვედრა შობის მეთორმეტე ღამეს
თამარ ჩაჩიბაია
2021 წელი |
ქეისიესი
eBook Club
2,121
ნახვა
5
(0 რეცენზია /0 შეფასება)
მსურს წავიკითხო
ჩემი რჩეული
11
ყიდვა
ჩუქება
ანოტაცია
საშობაო ზღაპარი „შეხვედრა შობის მეთორმეტე ღამეს“ პირველად გამოქვეყნდა ივნისის მზებუდობისას, ზაფხულის ყველაზე ცხელ პერიოდში, მაგრამ ამ დროს პლანეტის სამხრეთ ნაწილში ყველაზე ძალიან ცივა. შობის დღესასწაული ყველაზე მნიშვნელოვანია მთელ მსოფლიოში. მზადება მომდევნო ახალი წლის შესახვედრად უკვე მაშინ იწყება, როცა საზეიმო დღეები სრულდება. ისიც არ უნდა დავივიწყოთ, რომ შობას დედამიწის სამხრეთ ნახევარსფეროში აღნიშნავენ ზაფხულის მზებუდობისას, 21 ივნისს, როცა აქ ყველაზე ხანგრძლივი ღამეა, რომელიც ანალოგიურია ჩრდილოეთში დეკემბრის მზებუდობის (Yulefest ან Yuletide). ივლისი ზოგადად ზამთრის ყველაზე ცივი თვეა ავსტრალიაში, ამიტომ ბაძავენ ჩრდილოეთ ნახევარსფეროს ზამთრის დღესასწაულებს. ავსტრალიელებს აქვთ ბრიტანული და ევროპული მემკვიდრეობა, ამიტომ ძალიან მიჯაჭვულნი არიან შობის დღესასწაულის აღნიშვნის ტრადიციას ცივ ამინდში. ავსტრალიაში, ახალ ზელანდიაში და სამხრეთ აფრიკაში ცნობილია „შობა ივლისში“. ივლისის შობა არ ცვლის დეკემბრის ნამდვილ შობას და ცნობილია, როგორც დამატებითი ზეიმი. ეს არ არის ოფიციალური დღესასწაული და ყველა არ აღნიშნავს, მაგრამ მისი პოპულარობა იზრდება. საშობაო ზღაპარი „შეხვედრა შობის მეთორმეტე ღამეს“, რომელიც ნაწილობრივ ეხაბა თბილისში გერმანელების კოლონიზაციის პერიოდის საშობაო ტრადიციების აღდგენასაც, რაც ნაწარმოებში თხრობასთან ერთად თანმიმდევრულად ხდება გასაგები და მისაღები. ზღაპარში ჯადოსნური ამბებიც ხდება, რომლებიც სინამდვილეს გავს, რაც თანამედროვე ზღაპრის უპირატესობაა, როცა ისეთი სასწაულებია აღწერილი, რომლებიც შესაძლებელია ახდენილიყო. მოქმედება ვითარდება თბილისში შობის არდადეგების პერიოდში. ტყუპი ძმები დღესასწაულის შესახვედრად ემზადებიან და ერთმანეთს სიურპრიზებს უმზადებენ. ყველზე დიდი სიურპრიზი კი იქნება დიდი ხნის უნახავი დედ-მამის დაბრუნება, რომლებიც ცირკის აკრობატები იყვნენ და მძიმედ დაშავდნენ, რის შემდეგაც მრავალი წელი რეაბილიტაცია დასჭირდათ. ახალ წელზე ქალაქში უცხო ქვეყნიდან ცირკის ქარავანი ჩამოდის და დიდუბეში ისტორიულ მშვიდობის გამზირზე აღუმი იმართება. ტექსტში არის ზღაპრისთვის დამახასიათებელი მოულოდნელობები და სასწაულები, რაც მიმართულია იმისკენ, რომ მკითხველში გაოცება და აღტაცების სიხარული გამოიწვიოს, რაც ბუნებრივად უნდა ახლდეს საშობაო ისტორიას, იმისთვის, რომ საყვარელი, მოთხოვნადი და პოპულარული გახდეს. ყდის ილუსტრაციის მხატვარი ქეთი ოძელაშვილი.
ვრცლად
რეკომენდებული ელ. წიგნები
პიპა, იადონი ია...
თამარ ჩაჩიბაია
1.25
ყიდვა
New Legends of ...
Tamar Chachibaia
5.5
ყიდვა
Legend of the l...
თამარ ჩაჩიბაია
2.5
ყიდვა
Legend of the l...
თამარ ჩაჩიბაია
2.5
ყიდვა
ნაზია ღამე
ფრენსის სკოტ ფიცჯერალდი
4
ყიდვა
ფეხებზე დაკიდებ...
მარკ მენსონი
10
ყიდვა
ფეხებზე დაკიდებ...
მარკ მენსონი
9.95
ყიდვა
შინ – შენ
ეკატერინე ტოგონიძე
10.4
ყიდვა
გზაზე
ჯეკ კერუაკი
9.05
ყიდვა
უცხო უცხოთა ქვე...
რობერეტ ჰაინლაინი
12.9
ყიდვა
ასათიანის კუთხე...
სალომე ასათიანი
0
ყიდვა
მდგმური
ჯემალ ქარჩხაძე
6.99
ყიდვა
ციცარი და რობოფ...
თამარ ჩაჩიბაია
1.35
ყიდვა
გუჯარათის პრინც...
თამარ ჩაჩიბაია
4.5
ყიდვა
შეხვედრა შობის ...
თამარ ჩაჩიბაია
11
ყიდვა
დაწვრილებით ელ. წიგნის შესახებ
საშობაო ზღაპარი „შეხვედრა შობის მეთორმეტე ღამეს“ პირველად გამოქვეყნდა ივნისის მზებუდობისას, ზაფხულის ყველაზე ცხელ პერიოდში, მაგრამ ამ დროს პლანეტის სამხრეთ ნაწილში ყველაზე ძალიან ცივა. შობის დღესასწაული ყველაზე მნიშვნელოვანია მთელ მსოფლიოში. მზადება მომდევნო ახალი წლის შესახვედრად უკვე მაშინ იწყება, როცა საზეიმო დღეები სრულდება. ისიც არ უნდა დავივიწყოთ, რომ შობას დედამიწის სამხრეთ ნახევარსფეროში აღნიშნავენ ზაფხულის მზებუდობისას, 21 ივნისს, როცა აქ ყველაზე ხანგრძლივი ღამეა, რომელიც ანალოგიურია ჩრდილოეთში დეკემბრის მზებუდობის. ივლისი ზოგადად ზამთრის ყველაზე ცივი თვეა ავსტრალიაში, ამიტომ ბაძავენ ჩრდილოეთ ნახევარსფეროს ზამთრის დღესასწაულებს. ავსტრალიელებს აქვთ ბრიტანული და ევროპული მემკვიდრეობა, ამიტომ ძალიან მიჯაჭვულნი არიან შობის დღესასწაულის აღნიშვნის ტრადიციას ცივ ამინდში. ავსტრალიაში, ახალ ზელანდიაში და სამხრეთ აფრიკაში ცნობილია 'შობა ივლისში' (Yulefest ან Yuletide). ივლისის შობა არ ცვლის დეკემბრის ნამდვილ შობას და ცნობილია, როგორც დამატებითი ზეიმი. ეს არ არის ოფიციალური დღესასწაული და ყველა არ აღნიშნავს, მაგრამ მისი პოპულარობა იზრდება. საშობაო ზღაპარი „შეხვედრა შობის მეთორმეტე ღამეს“, რომელიც ნაწილობრივ ეხაბა თბილისში გერმანელების კოლონიზაციის პერიოდის საშობაო ტრადიციების აღდგენასაც, რაც ნაწარმოებში თხრობასთან ერთად თანმიმდევრულად ხდება გასაგები და მისაღები. ზღაპარში ჯადოსნური ამბებიც ხდება, რომლებიც სინამდვილეს გავს, რაც თანამედროვე ზღაპრის უპირატესობაა, როცა ისეთი სასწაულებია აღწერილი, რომლებიც შესაძლებელია ახდენილიყო. მოქმედება ვითარდება თბილისში შობის არდადეგების პერიოდში. ტყუპი ძმები დღესასწაულის შესახვედრად ემზადებიან და ერთმანეთს სიურპრიზებს უმზადებენ. ყველზე დიდი სიურპრიზი კი იქნება დიდი ხნის უნახავი დედ-მამის დაბრუნება, რომლებიც ცირკის აკრობატები იყვნენ და მძიმედ დაშავდნენ, რის შემდეგაც მრავალი წელი რეაბილიტაცია დასჭირდათ. ახალ წელზე ქალაქში უცხო ქვეყნიდან ცირკის ქარავანი ჩამოდის და დიდუბეში ისტორიულ მშვიდობის გამზირზე აღუმი იმართება. ტექსტში არის ზღაპრისთვის დამახასიათებელი მოულოდნელობები და სასწაულები, რაც მიმართულია იმისკენ, რომ მკითხველში გაოცება და აღტაცების სიხარული გამოიწვიოს, რაც ბუნებრივად უნდა ახლდეს საშობაო ისტორიას, იმისთვის, რომ საყვარელი, მოთხოვნადი და პოპულარული გახდეს. ყდის ილუსტრაციის მხატვარი ქეთი ოძელაშვილი
ელ. წიგნის მახასიათებლები
სათაური:
შეხვედრა შობის მეთორმეტე ღამეს
ავტორი:
თამარ ჩაჩიბაია
გამომცემელი:
ქეისიესი
გამოცემის თარიღი:
2021
გვერდები:
15
კატეგორია:
eBook Club
ნახვები:
2121
რეიტინგი:
5
მკითხველთა რეცენზია
საშუალო შეფასება
(0) რეცენზია
5
რეიტინგის განაწილება
5
[0]
4
[0]
3
[0]
2
[0]
1
[0]
წიგნის შესახებ
შეხვედრა შობის მეთორმეტე ღამეს
თამარ ჩაჩიბაია
2121
ნახვა
წასაკითხი
რჩეული
11
ლარი
ყიდვა
სარჩევი
ყდა
ტოტიკო და ქუნქულა
ტყის თაგუნები ნაძვის ხეზე
მეარღნე მგალობელი ჩიტებით
ჭივჭავი დარიკო
შაშვები შობის დილას
შეხვედრა შობის მეთორმეტე ღამეს
ნოტები
ტოტიკო და ქუნქულა
ყოველი
დილა
უღრან
ტყეში
იმპროვიზებული
კონცერტით
იწყებოდა.
ტოროლას
მოძახილს
ვერავინ
დაასწრებდა.
ერთმანეთის
მიყოლებით
ყველა
სულიერი
რიგრიგობით
უერთდებოდა
საერთო
ჟრიამულს.
პატარა
მელაკუდა
ტოტიკო
ახლა
სწავლობდა
ტყის
ბინადრების
ხმის
გამოცნობასა
და
ერთმანეთისაგან
გარჩევას.
ამაში
მიმინოს
მართვე
ქუნქულაც
ეხმარებოდა,
რომელიც
მასზე
ცოტა
უფროსი
იყო
და
ზედმიწევნით
ზუსტად
იგებდა
ყველაფერს
მახვილი
სმენის
წყალობით.
ფრინველების
ხმის
გარდა
ტყის
თაგვების
წრიპინიც
კი
ესმოდა.
ერთ
დღეს,
სწორედ
მაშინ,
როცა
მელაკუდა
ტოტიკო
ნადირობის
ხერხებს
ხვეწდა,
ზემოდან
მას
თვალი
მოჰკრა
მიმინოს
მართვე
ქუნქულამ.
ტოტიკო
ისე
მაღლა
ხტებოდა,
რომ
მიმინოს
მასთან
შეჯიბრება
მოუნდა.
ზუსტად
ისე,
როგორც
თავისი
დედა
კუდაგრძელი
მელია
ასწავლიდა
-
ტოტიკო
ჯერ
მსხვერპლს
ჩაუსაფრდებოდა,
მიწას
გაეკვრებოდა,
მერე
კი
უცბად
ადგილზე
რაც
შეიძლება
მაღლა
ისკუპებდა
და
წინა
თათებით
მთელი
ძალით
დააცხრებოდა
სოროს.
ტოტიკო
გამალებული
მიწის
თხრას
მისდგებოდა
და
სამალავიდან
მოიხელთებდა
ნადავლს.
ზოგჯერ
მცდელობა
უშედეგოდ
მთავრდებოდა,
როცა
გამოცდილ
ტყის
თაგვს
წააწყდებოდა,
რომელიც
თავს
გაქცევით
შველოდა
და
ნადირის
კლანჭებს
ასე
გადაურჩებოდა.
გამოუცდელ
წრუწუნებს
კი
ნაკლებად
უმართლებდათ.
მიმინომ
მელაკუდას
ჩამოუქროლა,
ჰაერში
კამარა
შეკრა
და
მის
ცხვირწინ
გაინავარდა.
მელაკუდა
ტოტიკო
მიმინოს
გამოუდგა
და
ცდილობდა
დასწეოდა.
ტოტიკო
მიმინოს
ჩრდილს
აედევნა,
რომელიც
მინდორში
ბალახის
ზედაპირზე
ისე
დასრიალებდა,
როგორც
თევზი
დაცურავს
წყალში.
მიმინო
ქუნქულა
რამდენჯერმე
დაბლა
დაეშვა
და
თავზე
გადაუფრინა
გაანცებულ
ტოტიკოს.
ასე
თამაშ-თამაშით
დამეგობრდნენ
მტაცებელი
ფრინველისა
და
ნადირის,
მიმინოსა
და
მელას
ნორჩი
ნაშიერნი.
***
იმ
დღესაც
ძმადნაფიცები
ადრიანად
გაემართნენ
არემარის
დასაზვერად
და
ახალი
ადგილების
გასაცნობად.
ქუნქულა
ზევიდან
ადევნებდა
თვალყურს
ჩიტების
ადგილსამყოფელს,
ხოლო
ქვევით,
ტოტიკო
აყურადებდა
ტყის
თაგვებს.
ჩამოცვენილი
ფოთლების
ოდნავ
შერხევაზე
წამიერად
გაირინდებოდა
და
მკვირცხლი
ნახტომისთვის
მზად
იყო.
ტყის
პირას,
მდელოზე,
ახლადმოჭრილი
ნაძვის
ხის
კუნძზე,
წრუწუნები
ერთმანეთს
ეთამაშებოდნენ.
ეს
ხე
ჯერ
კიდევ
გუშინ,
მათი
მეგობარი
ციყვის
სახლი
იყო,
ახლა
კი
იქვე,
დაბლა
გართხმულიყო
მეტყევის
მიერ
ფესვებთან
ძირში
მოჭრილი.
თაგუნები
ციყვის
გამოჩენას
ელოდნენ
და
იმედს
არ
კარგავდნენ,
რომ
მათი
მეგობარი
დათქმულ
ადგილას,
როგორც
ყოველთვის,
ისევ
მივიდოდა.
მართლაც,
ამ
დროს
ციყვების
ოჯახს
ახალი
საზრუნავი
გასჩენოდა:
მათ
შორიახლოს,
მეზობელ
ხეზე,
სხვა
ფუღუროს
მიაგნეს
და
ახლა
იქ
გადაჰქონდათ
მოგროვილი
ზამთრის
მარაგი.
ოჯახის
ყველა
წევრი
მონაწილეობDა
ამ
საქმეში,
რომ
სანოვაგე
არ
დაეკარგათ
და
დროულად
გადაერჩინათ.
სწორედ
ამ
დროს,
ნაძვის
ხის
კუნძზე
დასკუპებულ
სამ
წრუწუნას
მელამ
და
მიმინომ
მოკრა
თვალი.
თაგუნებმა
უმალ
დაინახეს
მათ
შესაპყრობად
შემართული
მტაცებლები
და
წაქცეული
ნაძვის
ხის
ტოტებში
ელვის
სისწრაფით
დაიმალნენ.
შეშინებულები
გაინაბნენ
და
აღარც
კი
მოძრაობდნენ,
რომ
ყურადღება
არ
მიეპყროთ.
ტოტებს
შორის
რამდენჯერმე
მელაკუდას
თვალები
თაგუნას
თვალებს
შეხვდა.
მელაკუდა
ტოტიკომ
მაშინვე
მისი
დაჭერა
სცადა,
მაგრამ
ნაძვის
ხის
წიწვები
თათებში
შეერჭო
და
ტკივილისგან
დამფრთხალი
ადგილზე
შეხტა,
როგორც
სჩვეოდა
ხოლმე.
მიმინო
ქუნქულაც
არ
შეეშვა
დევნას
და
გარშემო
დასტრიალებდა
წაქცეულ
ნაძვის
ხეს.
თაგუნები
შიშით
გაიტრუნენ
და
ხის
ტოტებში
უფრო
ღრმად
ჩაეფლნენ,
რომ
მიუწვდომელNი
ყოფილიყვნენ
და
ისინი
მტაცებლებს
არ
მოეხელთებინა.
დიდი
ხანი
არ
იყო
გასული,
რაც
ტყის
ბინადრებს
შორის
სამკვდრო-სასიცოცხლო
დამალობანა
გაიმართა.
უცბად
ტყის
ბილიკზე
სატვირთო
მანქანა
გამოჩნდა,
რომელიც
ისეთ
ხმას
გამოსცემდა,
თითქოს
ნადირი
ღმუოდა.
მელაკუდა
ტოტიკო
და
მიმინო
ქუნქულა
გაუჩინარდნენ
ისე,
რომ
მანქანაში
მყოფ
ადამიანებს
ისინი
არც
კი
შეუმჩნევიათ.
კაცები
ჩამოქვეითდნენ
და
ნაძვის
ხე
მიწიდან
ასწიეს,
მანქანის
საბარგულში
მოსათავსებლად,
სადაც
უკვე
იდო
ერთი
მოჭრილი
ნაძვის
ხე.
მანქანა
იქაურობას
მალე
გაშორდა
და
ტყეში
საგანგებოდ
გაკაფულ
ოღროჩოღრო
გზას
გაუყვა.
მანქანის
საბარგულში
თაგუნებს
ძლიერი
ბიძგები
ყველა
მიმართულებით
აბურთავებდა:
ხან
ზევით-ქვევით,
ხან
აქეთ-იქით.
მთელი
სხეულით
ტოტებს
ეხეთქებოდნენ.
ამის
წყალობით
არ
გადავარდნენ
მანქანიდან
და
ბოლომდე
დარჩნენ
ნაძვის
ხის
შიგნით.
ტოტიკო
და
ქუნქულა
სატვირთო
მანქანას
აედევნენ,
რადგან
ნადავლის
გაშვება
არ
უნდოდათ
და
წრუწუნების
დაჭერა
გადაეწყვიტათ.
მანქანა
ტყეს
გასცდა
და
როცა
სახლები
გამოჩნდა,
ერთ
ჭიშკართან
გაჩერდა,
სადაც
ნაძვის
ხე
ჩამოტვირთეს.
ერთმა
კაცმა
მეორეს
გადაულაპარაკა:
-ასეთი
წესია,
რომ
ქრისტეშობიდან
ზუსტად
მეთორმეტე
ღამის
შემდეგ
ნაძვის
ხე
სახლიდან
უნდა
გაიტანონ,
მანამდე
კი
მორთულობა
დაშალონ,
რომ
მომავალი
წლისთვის
შეინახონ.
ასე
რომ,
მაგ
დროისთვის
ისევ
აქ
უნდა
დავბრუნდეთ
და
ეს
ხე
წავიღოთ.
სახლი
რომ
არ
შეგვეშალოს,
მოდი,
ნიშანი
დავადოთ.
მათ
კარზე
ცარცით
დააწერეს
სამი
ლათინური
ასო,
თავში
და
ბოლოში
კი
ჯვრები