იტვირთება...
მთავარი
წიგნები
კატალოგი
მოხმარების წესები
ჩვენ შესახებ
„საბას“ შესახებ
სიახლეები
პროექტები
ვიკიპედია ქართულად
პრემია "საბა"
კონკურსის შესახებ
კონკურსის ისტორია
წესდება
საკონკურსო განაცხადი
/
კონტაქტი
შესვლა
|
რეგისტრაცია
ელ. წიგნი
ელ. წიგნი
ავტორი
გამომცემელი
შესაძენი წიგნები
რაოდენობა
0
0.00
მთავარი
/
წიგნები
/
ზღაპარი
/
ვარსკვლავთცვენა იწყება!
ვარსკვლავთცვენა იწყება!
თამარ ჩაჩიბაია
2021 წელი |
ქეისიესი
ზღაპარი
715
ნახვა
5
(0 რეცენზია /0 შეფასება)
მსურს წავიკითხო
ჩემი რჩეული
1.05
ყიდვა
ჩუქება
ანოტაცია
ისტორიები კოსტა რიკაზე იმისთვის არის შექმნილი, რომ ბავშვებმა უფრო მეტად შეიყვარონ ბუნება, ისწავლონ ზრუნვა და გაფრთხილება, ფლორის და ფაუნის წარმომადგენლების გამოსახულებით საფოსტო ბარათებისა და მარკების გატაცებით შეგროვება, იმის ნაცვლად, რომ დაიჭირონ ან დაატყვევონ ჩიტები და პეპლები. ამ სიუჟეტის გამოყენებით შესაძლებელია როლური თამაშის განხორციელება აქტივობაში განსხვავებული პერსონაჟების ჩართვით და ფინალის შეცვლის ალტერნატივით, ყოველ მომდევნო ჯერზე ახალი გამარჯვებულის არჩევით და სასურველ როლში მონაწილეობის პერსპექტივით.
ვრცლად
რეკომენდებული ელ. წიგნები
Christmas Adven...
თამარ ჩაჩიბაია
3.5
ყიდვა
პიპა და ნამგალა...
თამარ ჩაჩიბაია
1.5
ყიდვა
გულღია შუშის ბა...
თამარ ჩაჩიბაია
0
ყიდვა
ზღაპარივით ნამდ...
თამარ ჩაჩიბაია
2.7
ყიდვა
ყვავილების ზეიმ...
თამარ ჩაჩიბაია
2.5
ყიდვა
ზღაპარი ეგრისის...
თამარ ჩაჩიბაია
1.25
ყიდვა
როგორ გახდა თბი...
თამარ ჩაჩიბაია
2.5
ყიდვა
Построить дом д...
თამარ ჩაჩიბაია
1.5
ყიდვა
Рождественское ...
თამარ ჩაჩიბაია
3.5
ყიდვა
Pipa, Nightinga...
თამარ ჩაჩიბაია
3.5
ყიდვა
Pipa and Swallo...
თამარ ჩაჩიბაია
1
ყიდვა
ციცარი და რობოფ...
თამარ ჩაჩიბაია
2.5
ყიდვა
ციცარი და რობოფ...
თამარ ჩაჩიბაია
2.5
ყიდვა
Былицы небылицы...
Тамара Чачибая
3
ყიდვა
Christmas Adven...
თამარ ჩაჩიბაია
3.5
ყიდვა
Guinea Fowl on ...
Tamar Chachibaia
2.5
ყიდვა
პიპას და კასპერ...
თამარ ჩაჩიბაია
3.25
ყიდვა
პიპას და კასპერ...
თამარ ჩაჩიბაია
5
ყიდვა
Pipa and Swallo...
თამარ ჩაჩიბაია
3
ყიდვა
Pipa, Nightinga...
თამარ ჩაჩიბაია
3
ყიდვა
Legend of the l...
თამარ ჩაჩიბაია
2.5
ყიდვა
Guinea Fowl on ...
თამარ ჩაჩიბაია
1.8
ყიდვა
ციცარი და რობოფ...
თამარ ჩაჩიბაია
1.35
ყიდვა
პიპა, იადონი ია...
თამარ ჩაჩიბაია
1.25
ყიდვა
Legend of the l...
თამარ ჩაჩიბაია
2.5
ყიდვა
New Legends of ...
Tamar Chachibaia
5.5
ყიდვა
ყველა ძაღლი პატ...
თამარ ჩაჩიბაია
5
ყიდვა
შეხვედრა შობის ...
თამარ ჩაჩიბაია
11
ყიდვა
გუჯარათის პრინც...
თამარ ჩაჩიბაია
4.5
ყიდვა
მთვარეულები
თამარ ჩაჩიბაია
0
ყიდვა
ქართული ხალხური...
ხალხური *
2.5
ყიდვა
ბრიტანული ზღაპრ...
უავტორო *
2.5
ყიდვა
ესპანური ზღაპრე...
უავტორო *
2.5
ყიდვა
სიოს ყვავილთა ს...
მაია სურგულაძე
0
ყიდვა
ჩინური ზღაპრები
ანთოლოგია *
2.8
ყიდვა
დაწვრილებით ელ. წიგნის შესახებ
ისტორიები კოსტა რიკაზე იმისთვის არის შექმნილი, რომ ბავშვებმა უფრო მეტად შეიყვარონ ბუნება, ისწავლონ ზრუნვა და გაფრთხილება, ფლორის და ფაუნის წარმომადგენლების გამოსახულებით საფოსტო ბარათებისა და მარკების გატაცებით შეგროვება, იმის ნაცვლად, რომ დაიჭირონ ან დაატყვევონ ჩიტები და პეპლები. ამ სიუჟეტის გამოყენებით შესაძლებელია როლური თამაშის განხორციელება აქტივობაში განსხვავებული პერსონაჟების ჩართვით და ფინალის შეცვლის ალტერნატივით, ყოველ მომდევნო ჯერზე ახალი გამარჯვებულის არჩევით და სასურველ როლში მონაწილეობის პერსპექტივით.
ელ. წიგნის მახასიათებლები
სათაური:
ვარსკვლავთცვენა იწყება!
ავტორი:
თამარ ჩაჩიბაია
გამომცემელი:
ქეისიესი
გამოცემის თარიღი:
2021
კატეგორია:
ზღაპარი
ნახვები:
715
რეიტინგი:
5
მკითხველთა რეცენზია
საშუალო შეფასება
(0) რეცენზია
5
რეიტინგის განაწილება
5
[0]
4
[0]
3
[0]
2
[0]
1
[0]
წიგნის შესახებ
ვარსკვლავთცვენა იწყება!
თამარ ჩაჩიბაია
715
ნახვა
წასაკითხი
რჩეული
1.05
ლარი
ყიდვა
სარჩევი
ყდა
***
***
კოსტა
რიკას
ნისლიან
მთებში
ვარსკვლავთცვენის
სეზონის
დაწყება
საზეიმოდ
გამოცხადდა.
გრძნეულმა
ენოტმა,
როგორც
ყოველთვის,
ამის
შესახებ
წინასწარ
იცოდა
და
დროულად
აუწყა
ელფების
სავანის
ბინადრებს,
რომ
მათ
სურვილების
ჩაფიქრება
მოესწროთ.
ყველას
უნდოდა,
რომ
ოცნებები
მომავალ
ვარსკვლავთცვენამდე
ახდენოდა
და
ამისთვის
უკვე
ემზადებოდნენ.
ტყის
თითოეული
ბინადარი
თავისი
ბედის
ვარსკვლავს
წინასწარ
ირჩევდა
და
გულდასმით
აკვირდებოდა
მიწაზე
სად
დაეცემოდა.
როცა
ანთებული
ვარსკვლავი
ოკეანეში
ვარდებოდა,
წყალში
უმალვე
ქრებოდა
და
ფსკერზე
იძირებოდა.
ხოლო,
როცა
ნაპირთან
ახლოს
ეცემოდნენ,
ვარსკვლავები
წყლის
ზედაპირზე
ხან
კარგად
ჩანდნენ,
ხან
კი
ტალღებით
მთლიანად
იფარებოდნენ
მიქცევა-მოქცევის
მიხედვით.
კოსტა
რიკაზე
ექვსივე
მოქმედი
ვულკანი
გამუდმებით
ბობოქრობდა
და
არ
ცხრებოდა.
ღამით
კრატერები
ჩირაღდნებივით
კაშკაშებდნენ
და
არემარეს
დღესავით
ანათებდნენ.
ლავა
მაღლა
იფრქვეოდა
კრატერებში
ჩავარდნილ
ვარსკვლავებთან
ერთად,
რომლებიც,
ხან
ცის
კაბადონზე
ისევ
თავის
ძველ
ადგილს
უბრუნდებოდნენ,
ხან
კი
დაბლა
ეცემოდნენ.
ელფების
სავანის
ყველა
ბინადარი
მიწაზე
ჩამოვარდნილი
ვარსკვლავების
საძებნელად
იყო
გამოსული.
ითვლებოდა,
რომ
ვინც
უფრო
მეტ
ვარსკვლავს
მიაგნებდა,
იმდენი
სურვილი
აუხდებოდა.
ძებნა
არც
ღამე
წყდებოდა
და
არც
დღე.
ვინც
იპოვიდა,
მაშინვე
თავის
ნიშანს
ადებდა.
ზოგს
წინაპრების
დანატოვარი
მთელი
ოთხი
თაობის
მემკვიდრეობა
ერგო
სახსოვრად
და
უკვე
იმდენი
ვარსკვლავი
დაგროვდა
მიწაზე,
რომ
ცაზე
თითქმის
აღარაფერი
დარჩა.
"რაც
შეიძლება
მალე
უნდა
დააბრუნოთ
ვარსკვლავები
ცაზე,
კატეგორიული
ტონით
მოითხოვა
ზღვის
კუმ,
-
"ჩვენი
ახლადგამოჩეკილი
შვილებისთვის
ღამით
წყლისკენ
გზის
პოვნა
შეუძლებელი
გახდა,
ხმელეთზე
კი
ისინი
დაიღუპებიან,
თუკი
ზღვაში
არ
ჩავლენ,"
-
განაგრძობდა
დედა
კუ.
"ნავიგაცია
უკვე
შეუძლებელი
გახდა.
ცაზე
არც
ერთი
საორიენტაციო
მნათობი
აღარ
დარჩა,
-
გამოაცხადა
დელფინმა,
-
ლამის
ყველა
ნაპირზე
გამოვირიყოთ,"
-
ისიც
გულისტკივილით
გამოთქვამდა
თავის
წუხილს.
"ზოგი
სულაც
არ
აპირებს
ვარსკვლავების
უკან
დაბრუნებას
და
ქოქოსის
კუნძულზე
გამოქვაბულში
ისე
გადამალეს,
რომ
ვერავინ
მიაგნოს,"
-
აღშფოთებას
ვერ
მალავდა
მისი
ბრწყინვალება
ზურმუხტისფერი
ფრინველი
მაია.
"ღამე
რაც
უფრო
ბნელი
იქნება,
ჩვენთვის
უკეთესია,"
-
გადაუჩურჩულა
წითელთვალება
ლურჯზოლიანმა
ხის
ბაყაყმა
ხავიმ
თავის
მეგობარს
გულღია
ბაყაყ
დიანეს,
-
"ჩიტი
მაია
ისეთი
ნებიერაა,
რომ
თავს
არც
კი
იწუხებს
მწერების
დასაჭერად,
მარტო
ხილს
მიირთმევს
და
ჩვენი
მოდგმის
მტერია,
ამიტომ
მხოლოდ
ღამით
სიბნელეში
ვგრძნობ
თავს
დაცულად."
"ვარსკვლავები
ჩვენ
მაინც
არა
გვაქვს,
-
დაეთანხმა
დიანე,
-
ბრექია
ფუნაგორია
კი
არა
ვარ.
იმხელა
გაიზარდა,
რომ
ტრაბახობს
მზესაც
კი
მოვერევიო
და,
მართლაც,
ყველაფერს
მიაგორებს
რაც
კი
მასზე
დიდი
ზომისაა."
მნათობების
ცაზე
უკან
დაბრუნების
საქმეს
ვულკანების
შეუცვლელი
მცველი,
ბრძენი
თეთრცხვირა
ენოტი
ჩაუდგა
სათავეში.
ყველა
ვარსკვლავი
კრატერებში
უნდა
ჩაეყარათ,
რომ
იქედან
ვულკანების
ამოფრქვევის
დროს
ცაში
გატყორცნილიყო.
"ვარსკვლავთმრიცხველი
უნდა
ავირჩიოთ,
რომ
სამხრეთის
ცის
რუკა
მოვახატინოთ,
-
გამოაცხადა
თეთრცხვირა
ენოტმა,
-
აბა,
ზევით
აიხედეთ,
აღარაფერი
დარჩა
მანათობელი
მთვარისა
და
ციცინათელების
გარდა."
"ჩვენი
ოცნებების
დესპანი,
პეპელა
მორფო
უნდა
ავირჩიოთ
ვარსკვლავთმრიცხველად!"
-
ყველამ
ერთად
შესძახა.
ლურჯფრთებიანი
პეპელა,
მორფო,
ზომით
პატარა
ჩიტს
უტოლდებოდა.
მას
ისეთი
ფართო
მანტია
ემოსა,
რომ
ვარსკვლავებით
მოჭედილ
ლაჟვარდოვან
ცას
ჰგავდა,
ამიტომ,
სწორედ
ის
აირჩიეს
ერთხმად
ვარსკვლავთმრიცხველად.
მას
ყველგან
უნდა
შემოეფრინა
და
მიწაზე
ჩამოვარდნილი
ვარსკვლავები
ენახა,
რომ
განესაზღვრა
ცაზე
სად
და
როგორ
განელაგებინათ.
ელფების
სავანის
ბინადრებმა
ცაზე
თავისი
კუთვნილი
ადგილი
მოითხოვეს
იმის
მიხედვით,
ვინც
უფრო
მეტი
ჩამოვარდნილი
ვარსკვლავის
მფლობელად
ითვლებოდა.
ზურმუხტისფერმა
ფრინველმა
მაიამ
ინდიელების
ბელადის
გამოსახვა
მოიწადინა,
რომელსაც
მისი
ბუმბულებისგან
დამზადებული
თავშესამკობი
დაამშვენებდა.
სანაცვლოდ
კი
პირობა
დასდო,
რომ
ისევ
ამღერდებოდა.
მისი
გალობა
დიდი
ხანია
აღარავის
გაეგონა,
ისე
დარდობდა
წინაპრების
გმირულ
წარსულზე.
საბოლოოდ,
დიდი
სჯა-ბაასის
შემდეგ
გადაწყვიტეს
სამხრეთის
ცის
რუკაზე
ადგილი
მიეჩინათ
ინდიელების
ბელადისთვის,
მის
ახლოს
მოათავსეს
ტუკანი,
სამოთხის
ფრინველი,
დელფინი,
ვეშაპი,
ვულკანის
ცეცხლოვანი
კრატერი
და
ბევრი
სხვაც,
თანაც
ისე,
რომ
ბუზიც
კი
არ
დაკლებოდა.
მართალია,
ცაზე
ვარსკვლავების
უკან
დაბრუნებას
დიდი
დრო
დასჭირდა,
მაგრამ
როცა
ყველა
ისევ
ერთად
აკიაფდა,
ზეცა
ოქრომკერდით
მოქარგულ
მუქ
ლურჯ
ხალიჩას
დაემსგავსა.
ყველა
თავისი
სახელობის
თანავარსკვლავედს
სიამაყით
შესცქეროდა.
ჩიტი
მაია
კი
ინდიელების
გმირული
წარსულის
სადიდებელ
ჰიმნს
თავდავიწყებით
მღეროდა.