ლაშა მგელაძე
კონკურენციის პოლიტიკის გამოწვევები და მისი სრულყოფის გზები
თბილისი, 2020
ლაშა მგელაძე - კონკურენციის პოლიტიკის გამოწვევები და მისი სრულყოფის გზები.
საყოველთაოდ ცნობილია, რომ ქვეყანაში არსებული ჯანსაღი კონკურენტული გარემო. მნიშვნელოვნად უწყობს ხელს ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარების მკვეთრ და თანმიმდევრულ განვითარებას. შესაბამისად, საქართველოს დამოუკიდებლობის მიღების დღიდან დღემდე ფართო განსჯის საგანია, თუ როგორ უნდა იქნეს მოწყობილი ქვეყნის კონკურენციის პოლიტიკა, როგორი ღონისძიებები უნდა გატარდეს იმისთვის, რომ ქვეყანაში შეიქმნას ჯანსაღი კონკურენტული გარემო.
აღნიშნული საკითხი აქტუალური იყო ხელისუფლებაში მოსული ყველა მთავრობის პირობებში. ამასთან, განსხვავებული იყო კონკურენციის პოლიტიკის ჩამოყალიბების და წარმართვის ხედვებიც. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ თითოეული მიდგომა ხედვა, რომელიც განხორციელებული იქნა, ფართო კრიტიკისა და განსჯის საგანი/გახდა.
მიუხედავად იმისა, რომ საკითხთან დაკავშირებით აგერ უკვე 30 წელია ფართო დისკუსია მიმდინარეობს, კონკურენციის პოლიტიკის ფორმირების პროცესი ჯერ კიდევ არ დასრულებულა და იგი ისევ საჭიროებს დახვეწას და გაუმჯობესებას.
შესაბამისად: ნაშრომში ასახულია, კონკურენციის არსი, სადაც ავტორის მიერ შემოთავაზებულია „ჰარმონიული კონკურენტული ბრძოლის“ ფენომენი/განსაზღვრება; წარმოდგენილია თანამედროვე კონკურენციის პოლიტიკის შესახებ მეცნიერთა და საზოგადო მოღვაწეთა შეხედულებები (როგორც მომხრეთა, ისე მოწინააღმდეგეთა შეხედულებები) და ავტორის ხედვა/დასკვნა წარმოდგენილ მოსაზრებებთან მიმართებაში (შეჯერებულია საკითხის ირგვლივ გამოთქმული მოსაზრებები და შეჯამების სახით წარმოდგენილია ავტორის დასკვნა); გაანალიზებულია (გამოკვლეულია), თუ რა მდგომარეობაში ვართ დღეს, რა ეტაპები გავიარეთ დღემდე კონკურენციის პოლიტიკის პრაქტიკაში რეალიზაციის/დანერგვის თვალსაზრისით, რა იყო დადებითი და უარყოფითი მხარეები თითოეული ეტაპისა; როგორია საერთაშორისო პრაქტიკა აღნიშნული მიმართულებით. ასევე, განხილულია მსოფლიოში დამკვიდრებული და აღიარებული კონკურენციის დაცვის ზოგიერთი ნორმა და წარმოდგენილია ავტორის ხედვა საკითხთან მიმართებაში.
ამასთან, ნაშრომში საქართველოს რეალობიდან გამომდინარე, მისი ეკონომიკის ზომისა და არსებული სოციალურ-ეკონომიკური დონის გათვალისწინებით, შემოთავაზებულია რეკომენდაციები, რა დოზით არის საჭირო კონკურენციის პოლიტიკის სახელმწიფო რეგულირება, როგორი ღონისძიებების გატარებამ შეიძლება გამოიწვიოს ეკონომიკის მარწუხებში/წნეხის ქვეშ მოქცევა და რა პრინციპები უნდა დავიცვათ, რომ ხელი არ შევუშალოთ ეკონომიკის გაუმჯობესებას. მიმოხილული და შეფასებულია საქართველოში არსებული კონკურენციის სფეროს მიმართულებები, როგორც ზოგადად, ისე ვიწრო ჭრილში - რეგულირებადი ეკონომიკური სფეროები, სახელმწიფო შესყიდვების სისტემა და საფინანსო-საბანკო სექტორები (შემოთავაზებულია კონკურენციის პოლიტიკის მოდელი/რეკომენდაციები რომელიც, ავტორის აზრით ყველაზე უფრო ოპტიმალური იქნება ქვეყნისთვის).
რედაქტორები: სლავა ფეტელავა
ეკონომიკის დოქტორი (PHD), იურისტი,
გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი
ზურაბ გარაყანიძე
ეკონომიკის დოქტორი,
შავი ზღვის საერთაშორისო
უნივერსიტეტისა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი
რეცენზენტები: დემნა კვარაცხელია
ეკონომიკის დოქტორი,
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი
ვასილ კიკუტაძე
ეკონომიკის დოქტორი,
ივანე ჯავახიშვილის სახელობის
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის
ასოცირებული პროფესორი
მურთაზ კვირკვაია
ეკონომიკის დოქტორი,
გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის სრული პროფესორი - ბიზნესისა და მართვის სკოლის დეკანი
ეკა სეფაშვილი
ეკონომიკის დოქტორი,
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი
© ლაშა მგელაძე
© გამომცემლობა „იურისტების სამყარო“
ISBN 978-9941-9726-0-7
შინაარსი
შესავალი. 15
I. კონკურენციის არსი.
I.I ჩანასახიდან ჰარმონიულ კონკურენტულ ბრძოლამდე - ჰარმონიული კონკურენტული ბრძოლის ჰიპოთეზა.
I.II გარდამტეხი მოვლენა კონკურენციის ისტორიაში.
I.III კონკურენციის პოლიტიკის თანამედროვე სახით ჩამოყალიბების ადრეული ეტაპები
I.IV პირველი თავის დასკვნა.
II. კონკურენციის პოლიტიკის შეფასებები
II.I უცხოელი მეცნიერები და საზოგადო მოღვაწეები კონკურენციის პოლიტიკაზე
II.II ეკონომიკური სკოლების მოსაზრებები კონკურენციის რეგულირების საკითხზე
II.III ქართველი მეცნიერები და საზოგადო მოღვაწეები კონკურენციის პოლიტიკაზე
II.IV მეორე თავის დასკვნა
III. კონკურენციის პოლიტიკა საქართველოში
III.I კონკურენციის პოლიტიკის განვითარების ეტაპები
III.II ქვეყანაში არსებული კონკურენტული გარემო და მისი ხარვეზები
III.III მსოფლიოში აღიარებული და დანერგილი ზოგიერთი საერთაშორისო ნორმის ხარვეზები
III.IV კონკურენცია სახელმწიფო შესყიდვების სისტემაში
III.V საკანონმდებლო ორგანოში წარდგენილი კონკურენციის მარეგულირებელი საკანონმდებლო აქტების პროექტებისა და ანტიდემპინგური კანონის შეფასება
III.VI მესამე თავის დასკვნა
დასკვნა
ბოლოსიტყვაობის მაგიერ (პოეზია და კონკურენცია)
ლიტერატურა
შესავალი
საქართველოს დამოუკიდებლობის მიღებიდან დღემდე აქტიური მსჯელობა მიდის კონკურენციის პოლიტიკის არსებობის აუცილებლობაზე, მის როლზე ქვეყნის ეკონომიკის განვითარების საქმეში, თუ რამხელა როლს თამაშობს სწორი კონკურენციის პოლიტიკის გატარება ქვეყნის ეკონომიკის სწრაფ, მდგრად და ეფექტიან განვითარებაში. სხვადასხვა დროს, სხვადასხვა ხელისუფლების პირობებში, აღნიშნული საკითხი სხვადასხვანაირად იყო დარეგულირებული.
ამასთან, ყოველთვის არსებობდა და არსებობს კრიტიკა თუ როგორი შეცდომები იქნა დაშვებული კონკურენციის პოლიტიკის გატარების კუთხით ქვეყანაში. მიგვაჩნია, რომ ეკონომიკის სფეროში კონკურენციის პრინციპების დაცვა და კონკურენტული გარემოს შექმნა პირდაპირპროპორციულად უყრის საფუძველს სხვა სფეროებში კონკურენციის პრინციპების დანერგვას (ეკონომიკა მოიცავს სოციალურ, განათლების, ჯანდაცვის, პოლიტიკის და სხვა, ქვეყნისთვის საჭირო თითქმის ყველა სფეროს) და სწრაფ განვითარებას. ასევე, ვფიქრობთ, რომ ბაზარზე/ეკონომიკაში ჯანსაღი კონკურენტული გარემოს შექმნისათვის აუცილებელია სახელმწიფო სტრუქტურების და მათი ფუნქციების ისე ჩამოყალიბება/შექმნა, რომ არ შეუშალოს ხელი თავისუფალი კონკურენციის განვითარებას. სწორედ სახელმწიფოა ის ინსტიტუტი, რომელსაც შეუძლია მკვეთრად დააზიანოს ან გააუმჯობესოს კონკურენტული გარემო ეკონომიკაში, რაც, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, პირდაპირპროპორციულად აისახება ქვეყნის სწრაფ განვითარებაზე ან პირიქით, შეფერხებაზე.
როგორც აღვნიშნეთ, ქვეყანაში ფართო საზოგადოებრივი ინტერესია კონკურენციის (ანტიმონოპოლიური) თემატიკის ირგვლივ. ხშირად აბრალებენ/აბრალებდნენ კონკურენციის მარეგულირებელი ორგანოს არარსებობას, ან მის არასათანადოდ ფუნქციონირებას ან შესაბამისი საკანონმდებლო ბაზის არასაკმარის გამართულობას, ეკონომიკაში და მის სხვადასხვა დარგებში მიმდინარე ამა თუ იმ პროცესის არაეფექტურად წარმართვას. ხშირად ფასების რეგულირების საკითხსაც კი კონკურენციის ორგანოს უფლებამოსილებას მიაწერენ.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ჩვენი ნაშრომის მიზანს სწორედ კონკურენციის პოლიტიკის პრობლემატიკის კვლევა წარმოადგენს. ჩვენ შეგვეძლო მსჯელობა და კვლევა წარგვემართა შედარებით ვიწრო ჭრილში, როგორიცაა მაგალითად: კარტერული გარიგებების, ან შერწყმების/კონცენტრაციები, ან დომინირებული მდგომარეობის ბოროტად გამოყენების და ა.შ. ფენომენის, ან, თუნდაც სახელმწიფო შესყიდვების სისტემის კვლევისა და დახვეწის მიმართულება. ჩვენ კი სხვა გზა - კონკურენციის პოლიტიკის ყველა მიმართულებით (როგორც ზოგადი, ისე რეგულირებადი ეკონომიკური სფეროების, საფინანსო/საბანკო სფეროს, სახელმწიფო შესყიდვების სისტემის მიმართულებით) კვლევა ავირჩიეთ რათა განგვესაზღვრა ზოგადი საფუძველი/ღერძი, ძირითადი მიმართულებები/მიდგომები, რომელზეც უნდა აიგოს ჩვენი ქვეყნის კონკურენციის პოლიტიკა.
დაკვირვების შედეგად დავადგინეთ/განვსაზღვრეთ, რომ ქვეყანაში ყველაზე დიდი პრობლემა სწორედ სიტემის სრულყოფის ერთიანი ხედვის (კონცეფციის, სტრატეგიის) შემუშავების მიმართულებით გვაქვს (რაზეც მიუთითებს კონტექსტიდან ამოგლეჯილად ეგრეთ წოდებული ესტონური მოდელის დანერგვა საგადასახადო სისტემაში, ლარიზაციის პროგრამა, სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწებზე გამოცხადებული მორატორიუმი, მთელ რიგ ქვეყნებთან გამკაცრებული სავიზო რეჟიმი და ა.შ.). რეფორმებს ვახორცილებთ კონკრეტული საკითხის გადაჭრის მიზნით (საკითხები ერთიან ჭრილში არ არის უმრავლეს შემთხვევაში დანახული და გააზრებული, რაც იწვევს ფრაგმენტაციას, გადაწყვეტილებების ხშირად ცვლის და არასტაბილურობის სტიმულს. აღნიშნული კი ნეგატიურად მოქმედებს სოციალურ-ეკონომიკურ გარემოზე და მის განვითარებაზე), რომელიც შეიძლება აზიანებდეს ერთიანად ეკონომიკურ გარემოს და ნეგატიურად მოქმედებდეს მის განვითარებაზე.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე გადავწყვიტეთ საკითხი ერთიან კონტექსტში განგვეხილა, რადგან კონკრეტული სპეციფიკამდე დასვლა (არსებული მდგომარების დეტალების ან გარკვეული/კონკრეტული მიმართულების განხილვა) არ მოგვცემს არსობრივ ეფექტს და არ იქნება ეფექტიანი (სისტემის რომელიმე, კონკრეტულ მიმართულებაზე, ნაწილზე ორიენტაცია და მის გამოსწორებაზე საუბარი ვერ შექმნის სისტემის არსობრივად გამოსწორების/გაუმჯობესების საფუძველს). შესაბამისად, საკითხის არსიდან გამომდინარე: შევეცადეთ განგვესაზღვრა კონკურენციის არსი, შევისწავლეთ მსოფლიოში არსებული მოწინავე პრაქტიკა კონკურენციის პოლიტიკის მიმართულებით, გავაანალიზეთ დანერგილი და ფართოდ აპრობირებული კონკურენციის პოლიტიკის მომხრეთა და მოწინააღმდეგეთა შეხედულებები, განვიხილეთ და შევაფასეთ საქართველოში გადადგმული ნაბიჯები აღნიშნული მიმართულებით, მიმოვიხილეთ ქვეყანაში დღეს არსებული კონკურენციის პოლიტიკა და შევიმუშავეთ რეკომენდაციები, თუ რა ძირითად პრინციპებზე/მიდგომებზე უნდა იქნას აგებული ქვეყნის კონკურენციის პოლიტიკა, რომელიც იქნება ქვეყანაში არსებული სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის თავსებადი და ეფექტიანი.