ცოტა რამ ზღაპრით თერაპიის შესახებ ზღაპრების მნიშვნელობას ადამიანები უხსოვარი დროიდან აცნობიერებენ. სწავლების, სიბრძნისა და გამოცდილების გადაცემისთვის ზღაპრების და ამბების გამოყენება კაცობრიობის უძველესი ტრადიციაა. ზღაპრით თერაპია, როგორც ფორმალური მიდგომა, განსაკუთრებით ზიგმუნდ ფროიდისა და კარლ გუსტავ იუნგის ზეგავლენით განვითარდა, მათ წარმოაჩინეს ზღაპრებისა და მითების ფსიქოლოგიური ღირებულება, იუნგმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა მათ სიმბოლურ მნიშვნელობაზე.
დღესდღეობით ზღაპრით თერაპია ერთერთ ეფექტურ მეთოდადაა აღიარებული როგორც ბავშვებთან, ასევე მოზრდილებთან მუშაობისას. ზღაპრით თერაპია განსაკუთრებით შედეგიანია ბავშვებთან, რადგან ის შეესაბამება მათი აზროვნების ჯადოსნურ ბუნებას. ბავშვები უკეთ იღებენ რთულ ცხოვრებისეულ გაკვეთილებს, როცა ისინი ზღაპრის სახით მიეწოდებათ.