მაშა და დათვიიყო და არა იყო რა, იყო ერთი მოხუცი ცოლ-ქმარი. მათ ჰყავდათ პატარა შვილიშვილი, სახელად - მაშა. ერთ მშვენიერ დღეს მაშამ დამისმა მეგობრებმა, სოკოს და კენკრის საკრეფად, ტყეში წასვლა გადაწყვიტეს. წავიდნენ გოგონები ტყეში და დაიწყეს კენკრის შეგროვება. მაშა ხანერთ ხესთან მივიდოდა, ხან მეორესთან. გოგონა ისე გაერთო, რომ ვერც კი შენიშნა ისე აღმოჩნდა მეგობრებისაგან ძალიან შორს. ბევრი იარამაშამ, მაგრამ მათ კვალსაც ვერსად მიაგნო... ასე აღმოჩნდა გოგონა უღრან ტყეში, სადაც ერთი პატარა ქოხი შენიშნა. მივიდა მაშა ქოხთან,დააკაკუნა, მაგრამ არავინ უპასუხა. გააღო გოგონამ კარი, შევიდა ქოხში, იქვე ფანჯარასთან ჩამოჯდა და დაიწყო ფიქრი:
_ ნეტა, ვინ ცხოვრობს აქ?ან რატომ არავინ ჩანს..?
თურმე ამ სახლში დიდი დათვი ცხოვრობდა. იგი შინ მალე დაბრუნდა, დაინახა მაშა და გაიხარა:
_ მე შენ არსად გაგიშვებ! რა კარგია! დღეიდან ჩემთან იცხოვრებ, ღუმელს გამითბობ და ფაფას მომიხარშავ.
დანაღვლიანდა გოგონა, მაგრამ რაღას იზამდა, დარჩა ქოხში და დაიწყო დათვთან ერთად ცხოვრება.
დათვი ყოველ დილით ტყეში მიდიოდა და მაშას უბარებდა არსად წასულიყო, თორე დაიჭერდა მას და შეჭამდა. გოგონამ გადაწყვიტაგაქცეულიყო. ბევრი იფიქრა თუ ცოტა ერთ დღეს დათვს უთხრა:
_ დათვო, დათვო, გამიშვი ერთი დღით სოფელში, ბებიას და ბაბუას ღვეზელებს წავუღებ და მოვალ.
_ არა! - უპასუხა დათვმა, შენ ტყეში დაიკარგები, მომეცი ღვეზელები და მე თვითონ მივუტან.
მაშასაც სწორედ ეს უნდოდა. გამოცხო ღვეზელები, აიღო ძალიან დიდი კოლოფი და უთხრა:
_ ამ კოლოფში ჩავაწყობ ღვეზელებს, იცოდე, გზაში ყუთი არ გახსნა და ღვეზელები არ ამოიღო! მე მუხაზე ავძვრები და გიყურებ!
_ კარგი, - უპასუხა დათვმა, - მომეცი ყუთი!
_ შევთანხმდით, ახლა კი გადი გარეთ და ნახე წვიმა ხომ არ მოვიდა.
როგორც კი დათვი გარეთ გავიდა, ჩაძვრა მაშა კოლოფში და თავზე ღვეზელებიანი ლანგარი დაიხურა. დაბრუნდა დათვი, დაინახაღვეზელებით სავსე ყუთი, მოიკიდა ზურგზე და გასწია სოფლისაკენ. ბევრი იარა დათვმა, დაიღალა და თქვა:
_ ჩამოვჯდები კუნძზე და შევჭამ ღვეზელებს!
_ გხედავ, გხედავ! არ შეჭამო ღვეზელები, ახლავე წაუღე ბებიას და ბაბუას! - მოისმა მაშას ხმა.
_ ნახე, როგორი გამჭრიახია, - თქვა დათვმა, - ყველაფერს ხედავს! აიღო ყუთი და გააგრძელა გზა. ბევრი იარა თუ ცოტა, დათვი სოფელსმიადგა. მივიდა მაშას სახლთან და კარზე დააკაკუნა:
_ ტუკ, ტუკ! გააღეთ, გააღეთ! მაშამ ღვეზელები გამომატანა.
უცებ, დათვის ხმაზე ძაღლები გამოცვივდნენ და ყეფა დაუწყეს. შეეშინდა დათვს და უკანმოუხედავად გაძუნძულდა ტყეში. გააღეს ბებია-ბაბუამ კარი, გახსნეს ყუთი და თვალებს არ უჯერებდნენ _ კოლოფიდან მათი გოგონა ამოძვრა. გაიხარეს მოხუცებმა, მოეხვივნენ მაშას და მასშემდეგ ცხოვრობდნენ ბედნიერად.