ვეფხვი და ბაყაყი ერთხელ ვეფხვი წყლის დასალევად მინდორში ჩამოვიდა და ყიყინი შემოესმა.
„ ვისა აქვს ასეთი მაღალი ხმა? “ - გაიფიქრა ვეფხვმა და აქეთ-იქით დაიწყო ყურება. უცბად საოცარი ქმნილება დაინახა. ასეთი ქმნილება არასდროს ენახა. ეს იყო ბაყაყი.
საიდან გაქვს ასეთი მაღალი ხმა? - ჰკითხა ვეფხვმა.
ნუ დამცინი, - უპასუხა ბაყაყმა. - თუმცა პატარა ვარ, მაგრამ შენზე ნაკლები არაფრით ვარ.
გაჩუმდი! თორემ ერთ თათს მოვიქნევ და ახლავე გაგაქრობო. - მიუგო გაბრაზებულმა ვეფხვმა.
უფროსო ძმაო, შენი ყველას ეშინია, მაგრამ მე ვერაფერს დამაკლებ. - უპასუხა ბაყაყმა, - ტყუილად მემუქრები და ბრაზობ, ამითი ვერ შემაშინებო!
მოდი, შევეჯიბროთ, ვინ უფრო ღონიერიაო.
ძალიან კარგიო! - დაეთახმა ვეფხვი. ნუღარ გადავდებთ და ვინც გაიმარჯვებს, დამარცხებული შეჭამოსო.
ბაყაყს შეშინდა, მაგრამ რაღას იზამდა. გადაწყვიტა დრო გაეჭიანურებინა.
ძმობილო, - უთხრა ბაყაყმა ვეფხვს, - გათენებიდან ვმღერი და ძალიან დავიღალე. მოდი, ხვალ შევეჯიბროთ ერთმანეთს.
ძალიან კარგი, - უპასუხა ვეფხვმა, - თუ შენ არ მოხვედი, მე მაინც შეგხვდები და მაშინ ცოცხალი ვერ გადამირჩებიო. დარჩა ბაყაყი მარტო და დაიწყო ფიქრი. იფიქრა, იფიქრა და ვერაფერი მოიფიქრა.
გზაზე მოხუცმა ჩამოიარა. მივიდა თვალცრემლიანი ბაყაყი მასთან და დახმარება სთხოვა. მოუსმინა მოხუცმა და უთხრა:
ნუ ნაღვლობ, სადარდებელი არაფერი გაქვს. ხვალ, ვეფხვს რომ შეხვდები, კუდზე შემოახტი, რამდენიც არ უნდა იხტუნოს, მაღლა თუ განზე, კუდი სულ აპრეხილი ექნება და შენც გამარჯვებული გამოხვალო.
მეორე დღეს ბაყაყი და ვეფხვი ხტუნვაში შეეჯიბრნენ ერთმანეთს.
ბაყაყმა დაიყვირა:
ერთი! - და მაშინვე შეახტა ვეფხვს კუდზე.
ორი, სამი!
ვეფხვი შეხტა და კუდმა მაღლა აისროლა ბაყაყი.
ბაყაყმა ძალა მოიკრიბა, რომ კიდევ უფრო მაღლა მოქცეულიყო.
ვეფხვი დამარცხდა, მაგრამ დანებებას არ აპირებდა.
ეს იოლი საქმეა, - თქვა მან, - სჯობს მდინარეს გადავახტეთ, ვინც უფრო შორს გადახტება, გამარჯვებულიც ის იქნებაო.
ერთი, ორი, სამი, დაიწყე!
ბაყაყი წინანდებურად შემოახტა ვეფხვს კუზე, ვეფხვი კი მდინარეს გადაახტა. ბაყაყმა ძალა მოიკრიბა და მასზე უფრო შორს გადახტა, ვეფხვი უკან მოიტოვა...
ასე დამარცხდა ვეფხვი მეორედ.
ვეფხვი დარწმუნდა, ბაყაყს ვეღარ აჯობებდა და მთებისკენ მოჰკურცხლა. ირბინა, ირბინა და გზად მგელი შემოეყარა.
ძმაო, ვის გაურბიხარო? - გაუკვირდა მგელს.
ბაყაყს, ჩემი შეჭმა უნდაო.
ბაყაყს? წამომყევი და სეირს ვაჩვენებო.
მის დანახვაზე რომ შეშინდე, გაიქცე და ჩემი თავი შესაჭმელად დაუტოვოო?
მოდი, ერთმანეთს თოკით გადავებათ და მაშინ ვერც ერთი ვეღარ გავიქცევითო!
ასეც მოიქცნენ.
ბაყაყმა ვეფხვი რომ დაინახა, იყვირა:
შენა ხარ ვეფხვო, მოხვედიო? არსად გაიქცე სანამ დანას გავლესავ და ტყავს გაგაძრობო.
ვეფხვი შეხტა და გაიქცა, მასზე თოკით მაგრად მიბმული მგელიც გაეკიდა და მას შემდეგ თვალით არავის უნახავს არცერთი მათგანი.
ბაყაყი ძალიან მადლიერი იყო ბერიკაცისა, სიცოცხლე რომ შეუნარჩუნა. მაგრამ არ იცოდა, ვინ იყო და ვერც მოძებნიდა. სამაგიეროდ მინდვრად კალიები გაწყვიტა, რომ სიკეთით გადაეხადა ყველასათვის, ვინც მოხუცს ჰგავდა.
ერთხელ ვეფხვი წყლის დასალევად მინდორში ჩამოვიდა და ყიყინი შემოესმა.
„ ვისა აქვს ასეთი მაღალი ხმა? “ - გაიფიქრა ვეფხვმა და აქეთ-იქით დაიწყო ყურება. უცბად საოცარი ქმნილება დაინახა. ასეთი ქმნილება არასდროს ენახა. ეს იყო ბაყაყი.
საიდან გაქვს ასეთი მაღალი ხმა? - ჰკითხა ვეფხვმა.
ნუ დამცინი, - უპასუხა ბაყაყმა. - თუმცა პატარა ვარ, მაგრამ შენზე ნაკლები არაფრით ვარ.
გაჩუმდი! თორემ ერთ თათს მოვიქნევ და ახლავე გაგაქრობო. - მიუგო გაბრაზებულმა ვეფხვმა.
უფროსო ძმაო, შენი ყველას ეშინია, მაგრამ მე ვერაფერს დამაკლებ. - უპასუხა ბაყაყმა, - ტყუილად მემუქრები და ბრაზობ, ამითი ვერ შემაშინებო!
მოდი, შევეჯიბროთ, ვინ უფრო ღონიერიაო.
ძალიან კარგიო! - დაეთახმა ვეფხვი. ნუღარ გადავდებთ და ვინც გაიმარჯვებს, დამარცხებული შეჭამოსო.
ბაყაყს შეშინდა, მაგრამ რაღას იზამდა. გადაწყვიტა დრო გაეჭიანურებინა.
ძმობილო, - უთხრა ბაყაყმა ვეფხვს, - გათენებიდან ვმღერი და ძალიან დავიღალე. მოდი, ხვალ შევეჯიბროთ ერთმანეთს.
ძალიან კარგი, - უპასუხა ვეფხვმა, - თუ შენ არ მოხვედი, მე მაინც შეგხვდები და მაშინ ცოცხალი ვერ გადამირჩებიო. დარჩა ბაყაყი მარტო და დაიწყო ფიქრი. იფიქრა, იფიქრა და ვერაფერი მოიფიქრა.
გზაზე მოხუცმა ჩამოიარა. მივიდა თვალცრემლიანი ბაყაყი მასთან და დახმარება სთხოვა. მოუსმინა მოხუცმა და უთხრა:
ნუ ნაღვლობ, სადარდებელი არაფერი გაქვს. ხვალ, ვეფხვს რომ შეხვდები, კუდზე შემოახტი, რამდენიც არ უნდა იხტუნოს, მაღლა თუ განზე, კუდი სულ აპრეხილი ექნება და შენც გამარჯვებული გამოხვალო.
მეორე დღეს ბაყაყი და ვეფხვი ხტუნვაში შეეჯიბრნენ