მიძღვნა
წიგნს ვუძღვნი ყველა ონკოპაციენტს, ვინც ახლა რთულ გზას გადის...
* * *
ვერაფერი შეაჩერებს მას, რაც, ვინც იბრძვის.
დაავადებამ შესაძლოა სულიერად გაგანადგუროს,
ძირს დაგცეს, მიწასთან გაგასწოროს ისე, რომ არავის ჰქონდეს შენი გადარჩენის იმედი, მაგრამ როდესაც სიცოცხლე ძვირფასია,
ბუნება ყოველთვის იმარჯვებს ადამიანში.
დაკვირვებიხარ ხანძრისგან გადამწვარ ტყეებს?
დაკვირვებიხარ გათელილ ბალახს?
ქიმიოთერაპიისგან გადაღლილ თვალებს თუ წაწყდომიხარ ან ხანგრძლივი მკურნალობით გამოწვეულ უიმედობას?
ბრძოლისაგან დაშლილ სხეულს სიცოცხლისაკენ სწრაფვა აღადგენს.
ბალახი ისევ ამოდის,
ხე ისევ ყვავილობს.
ჩვენ კი, ადამიანები, ხელახლა ვიბადებით და ვიზრდებით,
ვიფურჩქნებით, როგორც ხანძარგამოვლილი ხეები.
ისევ ამაყად წამოვიმართებით, როგორც გათელილი ბალახი.
ახლა, ჩვენ ჩავწვდით სიცოცხლის საიდუმლოს და ვიცით, რომ
დიაგნოზი განაჩენი არ არის!