იტვირთება...

ილონ მასკი

უოლტერ აიზეკსონი

2025 წელი | პალიტრა L
1,086 ნახვა
3.9
(0 რეცენზია /12 შეფასება)
მსურს წავიკითხო
ჩემი რჩეული
ამ წიგნის წაკითხვა შესაძლებელია მხოლოდ SABA Reader აპლიკაციის პრემიუმ პაკეტის გამოწერის სერვისის ფარგლებში. მეტი იხილეთ აქ.
ანოტაცია
სტივ ჯობსისა და სხვა ბესტსელერი ბიოგრაფიების ავტორისგან ეს საოცრად ინტიმური ისტორია მსოფლიოს ყველაზე საოცარ, თუმცა ამავდროულად, ისეთ გამომგონებელს ეხება, რომელიც არაერთხელ გამხდარა დავის საგანი. მისი ხელშეწყობით სამყარომ ელექტროავტომობილების ეპოქაში გადაინაცვლა და სწორედ მასკს ეკუთვნის კოსმოსური კვლევებისა თუ ხელოვნური ინტელექტის მაღალ საფეხურზე აყვანა. დიახ, კიდევ - მან Twitter-იც იყიდა! ბავშვობაში ილონ მასკი სამხრეთ აფრიკაში ცხოვრობდა და იმ დროს ხშირად ბულინგის მსხვერპლიც კი იყო. ერთ დღეს კიბეზე დააგორეს და მანამ ურტყეს, სანამ მისი სახე ხორცის ბურთს დაემსგავსა. ილონი კლინიკაში მთელი კვირა იწვა, მაგრამ ფიზიკური ნაიარევი არაფერი იყო იმ ემოციურ ტკივილთან შედარებით, რომელიც მისთვის პროფესიით ინჟინერს, ბუნებით თაღლითსა და დაუცხრომელ ფანტაზიორ მამას მიუყენებია. 2022 წლის დასაწყისში - ერთ წელიწადში მას შემდეგ, რაც Space X-მა 31 რაკეტა გაიყვანა ორბიტაზე, Tesla-მ მილიონზე მეტი ავტომობილი გაყიდა, ხოლო მასკი დედამიწაზე ყველაზე მდიდარ ადამიანად იქცა, - ილონი ნაღვლიანად მსჯელობდა დრამის გაჩაღებისკენ საკუთარი დაუოკებელი ლტოლვის შესახებ. "საჭიროა დავასრულო გამუდმებით კრიზისულ რეჟიმში გონებრივი ცხოვრება, რომელიც აგერ უკვე 14 წელია, ან შესაძლოა მთელი ცხოვრებაც კი, გრძელდება", - გამოტყდა მაშინ. ორი წლის განმავლობაში, უოლტერ აიზეკსონი აჩრდილივით დასდევდა მასკს, ესწრებოდა მის თათბირებსა და შეხვედრებს, თან ახლდა მის ქარხნებში და დროის უმეტეს ნაწილს თავად ილონ მასკისა და მისი ოჯახის, მეგობრების, თანამშრომლებისა თუ მოწინააღმდეგეების გამოკითხვაში ატარებდა. შედეგად მკითხველებს შემოგვთავაზა მასკის გამარჯვებებითა და რყევებით გამორჩეული ცხოვრების ამსახველი საოცარი ისტორია, რომელიც თავისთავად გვიჩენს კითხვას: ნუთუ სწორედ ის დემონები წარმოადგენს მასკის მთავარ მამოძრავებელ ძალას, რომელსაც შედეგად ინოვაციები და პროგრესი მოჰყვება?!
ვრცლად
რეკომენდებული ელ. წიგნები
დაწვრილებით ელ. წიგნის შესახებ

ელ. წიგნის მახასიათებლები
სათაური:
ილონ მასკი
გამომცემელი:
გამოცემის თარიღი:
2025
თარგმანი:
ინგლისურიდან
მთარგმნელი:
ხათუნა ბასილაშვილი
გვერდები:
736
კატეგორია:
ბიზნესლიტერატურა
ნახვები:
1086
რეიტინგი:
3,9
მკითხველთა რეცენზია
საშუალო შეფასება
(12) რეცენზია
3.9
რეიტინგის განაწილება
  • 5
    [8]
  • 4
    [1]
  • 3
    [0]
  • 2
    [0]
  • 1
    [3]