გამოხმაურება "თავიდანვე ვადევნებდი თვალს სტივენ ბარტლეტის გზას და ყოველთვის ვიცოდი, რომ ძლიერი, მგზნებარე ნაპერწკალი ჰქონდა. ვუყურებდი, როგორ აღვივებდა მას, ვხედავდი წარმატებას. ჯანდაბა, ეს წრფელი და სუფთა ბიჭი სიამაყით მავსებს! ვაკვირდები და მუდამ ვესალმები, რადგან ის ანტრეპრენერული სულის განსახიერებაა".
გარი ვაინერჩუკი , Tweleve and a Half-ის ავტორი
"სტივენ ბარტლეტმა შეუძლებელი შეძლო, რათა უაღრესად წარმატებული და მრავალმხრივი ანტრეპრენერი გამხდარიყო. ამ გზაზე წარმატების მისაღწევად მან განსხვავებული და არატრადიციული გზებით სიარულის გაკვეთილები მიიღო და საკუთარი გამოცდილება იმ პრაქტიკულ წესებად აქცია, რომლებიც სტიმულს მოგცემთ და წაგიძღვებათ იმ მკაცრი კონკურენციის სამყაროში, რომელშიც დღეს ვცხოვრობთ".
რობერტ გრინი , ბესტსელერების, "ძალაუფლების 48 კანონისა" და "ცდუნების ხელოვნების" ავტორი
"ბოლო პერიოდის კვლევების, საკუთარი გამოცდილებისა და მომხიბლავი ამბების შეხამებით, სტივენი მკითხველს წარმატების ახლებურად გააზრებასა და საკუთარი პოტენციალის გახსნაში ეხმარება. ეს წიგნი უნდა წაიკითხოს ყველამ, ვინც რაიმე გაბედულის კეთებაზე ოცნებობს".
ჯეი შეტი , ბესტსელერის, "სიყვარულის 8 წესის" ავტორი და პოდკასტის, On Purpose შემქმნელი
"ისეთ ქვეთავებთან ერთად, როგორებიცაა "უთანხმოება არასოდეს გამოხატოთ" და "რწმენას არ ებრძოლოთ, ახალს მიაღწიეთ", ეს წიგნი საოცარ სიბრძნეს შეიცავს, რომელიც პიროვნულ და პროფესიულ განვითარებაში დაგეხმარებათ. მის წაკითხვას განსაკუთრებით გირჩევთ".
სკოტ გელოუეი , მარკეტინგის პროფესორი NYU-ის შტერნის ბიზნესის სკოლაში; Adrift-ის ავტორი
"ერთდროულად საოცარიცაა და დამაჯერებელიც. სტივენის რჩევები ყველაზე დიდი ოცნებების ახდენაში დაგეხმარებათ".
მარი ფორლო , New York Times-ის ბესტსელერის, Everything is Figureotable ავტორი
"ის დროა, თანამედროვე სამყაროში წარმატების შესახებ ისეთი ადამიანის წიგნი წავიკითხოთ, რომელმაც წარმატებისკენ გზა სხვებისგან განსხვავებულად გაიკვლია. ის გონიერია, გამჭრიახი და ნამდვილი. თავს დავალებულად ვგრძნობ, რადგან სტივენის ნაშრომით ბევრი ვისწავლე".
მო გოვდეთი , ავტორი და OneBillionHappy-ის დამფუძნებელი
"ბიზნესის სამყაროში ახალი ტიპის მმართველები მოდიან. ტრაბახა, გულში მუჭის მცემელი მმართველები, რომლებიც ისე იქცევიან, თითქოს არაფერი ეშლებათ, ისეთმა ადამიანებმა ჩაანაცვლეს, რომლებიც საკუთარ გრძნობებზე ლაპარაკობენ, ცნობისმოყვარეობა ამოძრავებთ და საკუთარ თავზე მუშაობენ... სტივენ ბარტლეტი რევოლუციას ახდენს! ეს სამაგიდო წიგნია ნებისმიერი ლიდერისთვის და მომავლისკენ თავად მიგვიძღვება".
საიმონ სინეკი , ოპტიმისტი და New York Times-ის ბესტსელერების "პირველად იყო რატომ" და "უსასრულო თამაშის" ავტორი