იტვირთება...

დინების აღმა: წიგნი I - ოთხი სტიქიის გასაყარზე

რომან მაისურაძე

2025 წელი | ლაირი
70 ნახვა
5
(0 რეცენზია /0 შეფასება)
მსურს წავიკითხო
ჩემი რჩეული
8
ყიდვა
ჩუქება
ანოტაცია
მოქმედება იწყება ქალაქ სანტიონში. მცირეწლოვან იმპერატორს კონსცილიოსს ტახტის წართმევას უპირებს ტარსოლისის მმართველი ბარდალის სკრაბინუსი. დედოფალი ელდოროსია სარდალ მარცელ კორნინეს ელჩად გზავნის სპეროსაში, მეფე დორილთან და მას დახმარებას სთხოვს. სპეროსელები მათ მოკავშირე გორდისელებთან ერთად დახმარებაზე დასთანხმდებიან და საბოლოოდ გამარჯვებასაც მიაღწევენ. კონსცილიოსი რამდენიმე წელში ტახტს დაიკავებს, ხოლო სპეროსას ტახტის მემკვიდრე დორილის ძმისწული პრინცი ბარტელია. ბარტელს ულლუსინები გამოუგზავნიან მისი მტრის თავს და წერილს, სადაც აცნობებენ, რომ მამამისის მკვლელი ცოცხალია. ბარტელი ულლუსინთა სატახტოში, შურისძიების მიზნით გაემგზავრება. წერილით ულლუსინთა პრინცმა ბარტელს მახე დაუგო, რათა მამამისის მკვლელის, დაუნდობელი გოლიათის ხელით დაღუპოს. თუმცა ბრძოლაში ბარტელი გამარჯვებული გამოდის. ამასობაში მეფე დორილი იღუპება და ტახტს ბარტელი იკავებს. სპეროსაში ულლუსინი დიდვაჭარი ბოიხა ბელძინი ჩამოდის, რომელიც მეფის ნდობას მოიპოვებს და შეუდგება სპეროსას დასუსტების ულლუსინურ გეგმას. კონსცილიოსი ომს წამოიწყებს სპეროსელთა წინააღმდეგ, რის გამოც დაუპირისპირდება მარცელ კორნინე, რომელიც სანტიონიდან ოჯახით მიდის და თავშესაფარს გორდისელებს სთხოვს. გორდისის რესპუბლიკაში ცხოვრება ძველებურად ვრცელდება, მათი სარდალი არიან ჰორდიელა მარცელს უმასპინძლებს და მისი შვილიშვილები ორგი და თობელი მარცელის შვილებთან დუკასთან და სელენასთან ერთად იზრდებიან. ორგი და თობელ ჰორდიელები დუკასთან ერთად სპეროსელთა სატახტოში, თერმოდონისში მიდიან აკადემიაში, განათლების მისაღებად. დედოფალი ელდოროსია გარდაიცვლება და მარცელი დუკასთან, თობელთან და ორგისთან ერთად სანტიონში ჩადის. აქ თობელს შემთხვევით ხვდება ას წელს გადაცილებულ მოხუცს, რომელიც მას უცნაურ ადგილას ძველ არტეფაქტებს გადასცემს, შემდეგ კი კედელში უჩინარდება.
ვრცლად
რეკომენდებული ელ. წიგნები
დაწვრილებით ელ. წიგნის შესახებ
ამბავი იწყება ქალაქ სანტიონში, რომელიც უზარმაზარი იმპერიის სატახტოა. სადაც გარდაცვლილი იმპერატორის მემკვიდრეს, მცირეწლოვან კონსცილიოსს ტახტის წართმევას უპირებენ. ამბოხებული უზურპატორი ბარდალის სკრაბინუსი მოისყიდის კარისკაცებს და ავრცელებს ხმებს თითქოს იმპერიას დასავლეთიდან თავს ესხმიან. ამ დროს ის მოკავშირეებს კრებს მეზობლად მდებარე ზოხიის, უდაბნოს ალკინოსთა და ილამის ქვეყნებიდან. დედოფალი-რეგენტი თავის ასაკოვანი სარდლის, დუკა კორნინეს რჩევით მის ვაჟს, ახალგაზრდა მარცელ კორნინეს გზავნის ელჩად აღმოსავლეთით მდებარე სპეროსელთა ქვეყანაში, მეფე დორილ რატქიონთან, რომელსაც დედოფალი დახმარებისათვის მიმართავს. მეფე დორილი მას თერთმეტი ათასიან მხედრობას მიაშველებს, თუმცა ამის გარდა დახმარებას სთხოვს გორდისის რესპუბლიკას, რომელიც განთქმულია საუკეთესო ფოლადის და ხმლის ოსტატებით. გორდისელები ათას მხედარს მიაშვლებენ გამოცდილი სარდლების არიან ჰორდიელასა და გამრი თოროდელის მეთაურობით. ბრძოლა ქვეყნის სიღრმეში, ჰურუსანდას მხარეში, მდ. ალიზონის ველზე შედგება, სკრაბინუსის და მისი მოკავშირეების არმია უფრო მრავალრიცხოვანია სანტიონის არმიაზე, თუმცა ბრძოლის ბედს სწორედ ის ათასი გორდისელი მხედარი გადაწყვეტს, რომლებიც რკინაგაუმტარ აბჯრებსა და თხელ ჯაჭვისგან ნაქსოვ პერანგებს ატარებენ. მალე ტახტზე კონსცილიოს არგაროსი ადის. სპერეოსელები დახმარების სანაცვლოდ სანტიონისგან იბრუნებენ ორ სადაო მცირე ოლქს. მათ სატახტო ქალაქ ესჰეთაში ზეიმია. ამ დროს მათ ჩრდილოეთით, შორს მდებარე ულლუსინთა იმპერიიდან ელჩები ჩამოდიან და მეფე დორილს მეგობრობას სთავაზობენ. იმპერატორი ვალდემირ „წითელი წვერი“ მათ მოღალატე ბილადორ დარსუკის თავს უგზავნის, რომლის მიერ მოწყობილ სასახლეზე თავდამსხმისას მეფე დევროლი და მისი ოჯახი ცეცხლში დაიწვა. მეფის ოჯახიდან მხოლოდ უმცროსი პრინცი, მეფე დორილის ძმისწული ბარტელია გადარჩენილი. ბარტელს პრინცი ვალდემირისგან საიდუმლო წერილს გადასცემენ, სადაც ამცნობენ, რომ მამამისის მკვლელი ცოცხალია. პრინცი ბარტელი მეფე დორილისგან საიდუმლოდ ულუსინთა სატახტო ქალაქ ოსკავაში მიემგზავრება, რათა მკვლელს პასუხი აგებინოს. თუმცა მკვლელი უძლიერესი გოლიათია, დაუმარცხებელი მებრძოლია. ეს მახე ოსკავას ტახტის მემკვიდრემ ვალდემირმა დააგო, რათა ბარტელი დაღუპოს. თუმცა სპეროსადან მას ჩუმად გაჰყვებიან ორი დიდებული, კლდის ხეველი რატონ ბარიში და ლაჰურკელი ვერზელ იშხარდი. მკვლელს ბარტელი ორთაბრძოლაში გამოიწვევს. ორთაბრძოლა ძალიან სასტიკი გამოდგება და წინასწარ თითქმის განწირული ბარტელი ისარგებლებს გოლიათის დაუდევრობით და მას საბედისწერო ჭრილობას აყენებს. პრინცი ვალდემირი მას და მის თანმხლებლებს ღამით მკვლელებს მიუგზავნის, თუმცა გადაცმული რატონი და ვერზელი მკვლელებს თავიდან მოაშორებენ. ბარტელი ესჰეთაში ბრუნდება, თუმცა მისი ბიძა, მეფე დორილი უკვე გარდაცვლილი დაუხვდება. სპეროსას ტახტზე ბარტელი ადის. ალიზონის ბრძოლაში დამარცხებული ბარდალისი ქალაქ ტარსოლისში გამაგრდება სადაც შეიფარებს უდაბნოს ალკინოსების მეთაურ არმურავანს. არმურავანი უმდიდრეს ქალაქ ბარასალდს აიღებს და თავს ალკინისების მეფედ გამოაცხადებს. ამ დროს ზოხთა ქვეყანაში მათი მეფე ფრანიკის წინააღმდეგ გადატრიალებას აწყობენ, ტახტზე სისასტიკით განთქმული ტაგარუნი ადის. ფრანიკი თავის ერთგულ ხალხთან ერთად გაიქცევა ტარსოლისში და თავს სკრაბინუსებს შეაფარებს. მეფე ბარტელი ძალაუფლების წყურვილით შეპყრობილი გორდისელთა მხარის ხელში ჩაგდებას შეეცდება. რამდენიმე მთავარი ამ წამოწყებაზე უარს ეტყვის, მათ შორისაა კლდის ხეობელი რატონ ბარიში. ბარტელი მას გადაემტერება. ასევე მას დაუმორჩილებლობას გამოუცხადებს მას ესჰეთას ტაძრის მეთაური კირიონისი გორდისამდე მისასვლელად ან თოვლიანი მთის ვიწრო ბილიკები უნდა გადაიარონ ან გვირაბის გავლით უნდა მოხვდნენ. ან ზღვის მხრიდან კლდიანი ფლატით უნდა მოხვდნენ. ბარტელი საგუშაგოს მიადგება და მათ მეციხოვნეებს მორჩილებას მოსთხოვთ, მეციხოვნეები მას მოატყუებენ და გვირაბი დაკეტეს. მეფე იძულებული ხდება განზრახვაზე ხელი აიღოს, რის შედეგადაც გორდისელები წყვეტენ ესჰეთასთან აქტიურ მიმოსვლას. ამასობაში ოსკავაში იმპერატორი ვალდემირ „წითელი წვერი“ გარდაიცვლება და ტახტზე მისი მემკვიდრე ვალდემირი „ბორკილად“ წოდებული ადის. გორდისელთა მხარეში თავისუფალი ადამიანები ცხოვრებას განაგრძობენ. სარდალი არიან ჰორდილინი თავს საგვარეულო საქმიანობით, მჭედლობით ირთობს. მას ამ საქმეში თავისი შვილიშვილი ათიოდე წლის თობელი ეხმარება, რომელიც ბაბუასგან სამჭედლო ხელოვნებას სწავლობს. იმპეარატორ კონსცილიოსს ლეგიონების დაძვრა მოუწევს, რათა ულბართა მეფე სტოიან გრძელხელას აიძულოს, რომ მის მიერ დაკავებულ სანტიონის მიწებზე უარი თქვას. თუმცა უარს მიიღებს და ომი გარდაუვალია. ამასობაში მარცელ კორნინე ხომალდებით აუყვება ისტრიონს და სტოიანის არმიას ზურგში მოექცევა. ბრძოლა შედგება და სტოიანი იღუპება, ათეულობით ათას ულბარს და მათ მოკავშირეს ატყვევებენ. კონსცილიოსი არნახულ სისასტიკეს გამოიჩენს და სახალხოდ, ე.წ. „ძაღლის მოედანზე“ თხუთმეტი ათას კაცს თვალებს დათხრის. გულზე მოსული კონსცილიოსი სპეროსას წინააღმდეგ წამოიწყებს საომარ კამპანიას, და სარდლობას მარცელ კორნინეს დაავალებს. რომელიც უმიზეზოდ ომზე უარს განაცხადებს და ჩუმად თავის ოჯახთან ერთად ქალაქს დატოვებს. მიუხედავად კონსცილიოსი მაინც გაემართება სპეროსელებთან საბრძოლოდ, თუმცა ბარტელი მომზადებული ხვდება და გამარჯვება ვერცერთ მხარეს ვერ დარჩება, მაგრამ ამის შეmდეგ კონსცილიოსი სამხრეთისკენ დაიძვრება და ზოხთა სატახტო ქალაქ კარინს იღებს. ზოხებს პირწმინდა გაძარცავს და სრულად ართმევს იქ არსებულ ოქროსა და ვერცხლს, რის შემდეგაც სანტიონში ბრუნდება. ამასობაში გორდისის ნავსადგურს ხომალდი მიადგება, მისი ეკიპაჟი სანტიონიდან გამოქცეული სარდალი მარცელ კორნინე და მისი ოჯახია. მარცელი გორდისში სახლდება, ხოლო მისი შვილები დუკა და სელენა არიანის შვილიშვილებს ორგის და თობელს უმეგობრდებიან და ამის შემდეგ თითქმის მთელს დროს მათ გვერდით ატარებენ. ესჰეთაში სპეროსული წარმოშობის ულუსინი დიდვაჭარი ბოიხა ბელძინი ჩამოდის, მოიპოვებს მეფე ბარტელის ნდობას და მეფე მას ფინანსების მართვას მიანდობს. ბელძინი სინამდვილეში ვალდემირ ბორკილზე მუშაობს და მისი სპეროსას დასუსტება. ბელძინი მოწამლავს ესჰეთას აკადემიის სწავლულთმთავარ იონაოსს და მოინდომებს აკადემიის შენობის და ტერიტორიის გაიყიდვას. ულლუსინ ოქროს მომპოვებლებს გადასცემს აკადემიის კუთვნილ მიწებს. ესჰეთაში გახსნის „სიამოვნების სახლებს“ და გააჩაღებს ნარკოტიკით ვაჭრობას. ააწყობს ჯაშუშურ ქსელს. ამ დროს ბარასალდის მეფე არმურავანი, ბარდალის სკრაბინუსი და ზოხთა მეფე ფრანიკი დაქირავებულ მეომრებთან ერთად უზარმაზარ არმიას შეკრებენ და თავს დაესხმიან სპეროსას. სპეროსელების არმია სამჯერ მაინც ჩამორჩება კოალიციის ჯარებს, რის შედეგადაც გამართულ ბრძოლაში უკან დახევა და დიდი კონტრიბუციის გადახდა მოუწევთ. თუმცა უკან დაბრუნებისას მათ სამეფო კარვებში ვიღაც შეიპარება და დილით ბარდალისსა და არმურავანს ყელგამოჭრილებს იპოვნიან. ბოიხა ბელძინი ოქროთი სავსე სკივრებით დასავლეთით, ფარისის ნავსადგურისკენ გაიქცევა, რათა მოპარული ოქრო და ძვირფასეულობა ულუსინთა ქვეყანაში გადაიტანოს.მას დააკავებენ და ტვინში სისხლი ჩაექცევა. მისი დაღუპვის შემდეგ მისი ჯაშუშური ქსელი მთელს სპეროსაში არიან მიმოფანტული. ესჰეთაში ფინანსური კრიზისია, გორდისელები ფულად დახმარებას გზავნიან იმისთვის, რომ აკადემიამ ფუნქციონირება არ შეწყვიტონ, მაგრამ ამას პრინც დევი რაქტიონის მეშვეობით განახორციელებენ და ამ ფაქტს მეფე ბარტელისგან და სრულად სამეფო კარისგან საიდუმლოდ ინახავენ. ორგი და თობელ ჰოდილიონები ესჰეთას აკადემიაში წამოვლენ სასწავლებლად, მათთან ერთად მოდის დუკა კორნინეც.ისინი სასწავლო სპეციალობას ირჩევენ და განათლების მიღებას იწყებენ. აქვე შეხვდებიან ბელძინის მიერ მოყვანილ ულლუსინ ჯაშუშ პროფესორებსა და პროპაგანდისტებსაც. უმეგობრდებიან სპეროსელ თანატოლებს და სტუდენტური ცხოვრება გრძელდება ზაფხულის პერიოდშიც. ამ დროს ძმები სხვადასხვა პროფესიას ირჩევენ. გავრცელდება ცნობა დედიოფალ ელდოროსიას გარდაცვალების შესახებ და მის ბოლო გზაზე გასაცილებლად მარცელი გამგზავრებას გადაწყვეტს. თობელი და ორგი მათ სანტიონში გაჰყვებიან. სანტიონში რამდენიმე დღე გაჩერდებიან, ამ დროს თობელი მარტო სეირნობისას ქალაქის ერთ ძველ ვიწრო ჩიხში აღმოჩნდება, სადაც ერთ თეთრწვერა, ძალიან მოხუცებულ კაცს შეხვდება, რომელიც მას სახელით და გვარით მიმართავს. უცნაური და იდუმალი მოხუცი გაოცებულ ყმაწვილს სთხოვს, რომ გაჰყვეს, რადგან მისთვის რაღაც აქვს გადასაცემი. მოხუცი მას ძველ, თითქმის ნანგრევებად ქცეულ შენობაში შეიყვანს, რამდენიმე ნივთს გადასცემს თვითონ კარს მიღმა გაუჩინარდება, კარი კი კედლად გადაიქცევა. კედელს რამდენიმე წამში ხავსი დაფარავს და იქ მანამდე მომხდარის არანაირი კვალი აღარ ჩანს, ხოლო ნივთები ძალიან უცნაურია და მათი სახით მხოლოდ სულ რამდენიმე უცნაური მინიშნებაა შემორჩენილი, რომელიც ახალგაზრდა გორდისელისათვის მოულოდნელ გამოცანად იქცევა.
ელ. წიგნის მახასიათებლები
სათაური:
დინების აღმა: წიგნი I - ოთხი სტიქიის გასაყარზე
გამომცემელი:
გამოცემის თარიღი:
2025
გვერდები:
489
კატეგორია:
ფენტეზი
ნახვები:
70
რეიტინგი:
5
მკითხველთა რეცენზია
საშუალო შეფასება
(0) რეცენზია
5
რეიტინგის განაწილება
  • 5
    [0]
  • 4
    [0]
  • 3
    [0]
  • 2
    [0]
  • 1
    [0]