იტვირთება...

გადმობრუნებული პირამიდა

რომან მაისურაძე

2024 წელი | ლაირი
191 ნახვა
5
(0 რეცენზია /1 შეფასება)
მსურს წავიკითხო
ჩემი რჩეული
9.5
ყიდვა
ჩუქება
ანოტაცია
წიგნში სიუჟეტი ვითარდება გამოგონილ სივრცეში და აბსტრაქტულ, ასევე ავტორისგან გამოგონილ დროში. სიუჟეტი იწყება ერთ-ერთ დიდ ქალაქში, საიდანაც იქ მცხოვრები პერსონაჟი ბრუნდება თავის სამშობლოში, რათა შეისწავლოს ანომალიური მოვლენა და მისი კავშირი მის სამშობლოში - კართიაში განვითარებულ მოვლენებთან. აუგუსტო ლეონი აქ ხვდება ახალგაზრდა პოლიტოლოგ ნერო კართაგოს, რომლის დახმარებითაც უკეთ ერკვევა არსებულ სიტუაციაში და აღმოაჩენს, რომ ვითარება იმაზე უფრო რთულია, ვიდრე ის გარედან და შეუიარაღებელი თვალით მოჩანს. კართია რამდენიმე ათეული წლის წინ უხსენებელთა იმპერიის შემადგენლობაში შედიოდა. იმპერიის დაშლის შემდეგ ქვეყანამ რამდენიმე სამოქალაქო ომი და გაჭირვება გადაიტანა. ქვეყანაში არის რამდენიმე უცნაური სახელწოდების ქალაქი, რომელსაც უხენების იმპერიის მმართველობის პერიოდში სახელები მიზანმიმართულად შეუცვალეს. ეს ქალაქები, მათი მოსახლეობა და დედაქალაქში ჩამოსული მათი ნაწილი ხდება დასაყრდენი იმ მმართველი ძალებისათვის, რომლებიც უხსენთა იმპერიის მიმართ ლოიალურობას იჩენს და შედეგად, ქვეყანა უკიდურეს ნიჰილიზმში, გაჭირვებაში და უიმედობაშია ჩავარდნილი. კართიიდან მოსახლეობის ორი მესამედი ქვეყნიდან გასულია სამსახურისა და შესაძლებლობების საძიებლად, ხოლო ქვეყანაში მიმდინარებს უკიდურესი მარგინალიზაცია და დაყოფილია ფენებად, რომელიც არ ექვემდებარება მერიტოკრატიას. აუგუსტო თავის ახალშეძენილ მეგობართან ერთად დაინტერესდება ამ პრობლემით და იკვლევს მის მიზეზებს. ხოლო ნერო კართაგო ცდილობს მოძებნოს გამოსავალი შექმნილი ვითარებიდან გამოსასვლელად. რის გამოც დაუპირისპირდება ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ კარტელს.
ვრცლად
რეკომენდებული ელ. წიგნები
დაწვრილებით ელ. წიგნის შესახებ
აუგუსტო ლეონი ემიგრანტია; ის ქალაქ უნიონე-ლიბერადოში, ქალაქ ნორკში ცხოვრობს და საერთაშორისო მულტიფუნქციურ ორგანიზაციაში - „გაშლილ ხელში“ მუშაობს, რომელიც თავის მხრივ საზოგადოებრივ სფეროებში საქმიანობს. აუგუსტო წარმოშობით კართიიდანაა. თუმცა წლების წინ იგი იძულებული გახდა, რომ სამშობლო დაეტოვებინა და ემიგრანტის ცხოვრებით ეცხოვრა. უცებ, ყველასგან მოულოდნელად ცაზე კომეტა გამოჩნდება, რომელიც კართიის ცაზე მოიყრის თავს და ჰაერის მასების გადაადგილების საწინააღმდეგოდ მოძრაობს. ის კართიის ქალაქ უზრდის ცაზე გაჩერდება და შემდეგ იწყებს ტრიალს მისი მსგავსი სახელწოდების ქალაქების მიმართულებით. უზრდის სახელწოდების ქალაქი კი რამდენიმეა, ცენტრალური, დასავლეთის, აღმოსავლეთის და მთის უზრდი. ამის შემედეგ კომეტის შედეგად დარჩენილი მტვრის ღრუბელი მოძრაობას იწყებს სხვა, ასევე უცნაური სახელწოდების მქონე ქალაქების მიმართულებით, რასაც სისხლისფერი წვიმა, სმოგი და უსიამოვნო ტალახიანი ნალექი მოჰყვება. აუგუსტოს, როგორც კართიის კარგ მცოდნეს, ორგანიზაცია გზავნის კართიაში, მის მეგობარ იოშკო ზარონუკოსთან ერთად. იოშკო წარმოშობით მირია და იმ ქვეყნიდან არის, რომელიც კართიის მსგავსად უხსენების იმპერიის ნაწილი გახლდათ რამდენიმე ათეული წლის წინ. აუგუსტო თავის მეგობართან ერთად კართიაში შეცვლილი სახელით ჩამოდის და ხვდება საზოგადოებრივ-პოლიტიკური მოძრაობის „ფიცის კაცების“ ახალგაზრდა ლიდერს ნერო კართაგოს. ნეროს აუგუსტო უცნაური დასახელების მქონე კართიულ ქალაქებში მიჰყავს, რომლებსაც, როგორც აღმოჩნდება, სახელწოდებები უხსენების იმპერიის შემადგენლობაში ყოფნის დროს მიზანმიმართულად აქვთ შეცვლილი. ამასობაში უხსენების იმპერიის, ანუ უხსენებლთა დიქტატორი პალჩო კროვაჩი ომს იწყებს აღმოსავლეთ მირიის წინააღმდეგ, რასაც მოჰყვება დიდძალი მსხვერპლი. აღმოჩნდება, რომ კართიის სახელშეცვლილი ქალაქები კავშირშია კართიის მოსახლეობის მენტალიტეტის მიზანმიმართულ შეცვლასთან და ამის დასტურად აუგუსტო ეცნობა იმ არტეფაქტებს, რომელიც ხსნის ამ ყველაფრის მიზეზებს. კართიას ამ დროს უკვე ორ ათეულ წელზე მეტია, რაც პოლიტიკური კარტელი განაგებს. ორი, ვითომ ერთმანეთთან დაპირისპირებული დესტრუქციული ძალა, რომელიც უხსენებელთა იმპერიის დედაქალაქ საზარიდან იმართება. მათი დამსახურებით ქვეყანას მოსახლეობა თანდათან ტოვებს და მიუხედავად იმისა, რომ კართია საუკეთესო მდებარეობის, სუბტროპიკული, თბილი კლიმატის და კარგი საცხოვრებელი ბუნებრივი პირობების ქვეყანაა, ქვეყნიდან მოსახლეობის ორ მესამედზე მეტი გასულია და მათი უკან დაბრუნების შანსი თითქმის აღარ მოჩანს. ქვეყანა დაყოფილია ფენებად და მხოლოდ სახელშეცვლილი ქალაქებიდან ჩამოსულებს აქვთ შესაძლებლობა, რომ დაიკავონ მაღალი პოზიციები და შეიქმნან კარგი საცხოვრებელი პირობები, ხოლო დანარჩენი დასახლებები იცლება. მათი მოსახლეობა ან ჩაგვრა-სიღატაკეში ატარებს მის ცხოვრებას, ან უბრალოდ ქვეყნიდან გარბის. აუგუსტო ნორკში ბრუნდება და წერს ამ ქალაქების შესახებ დოკუმენტურ მასალებზე დაფუძნებულ წიგნს, სადაც მათ შესახებ სიმართლე ირკვევა და კართიის მოსახლეობა იწყებს ბრძოლას დამამცირებელი სახელწოდებების მოსაშორებლად; ნერო კართაგო და მისი „ფიცის კაცები“ ამ ბრძოლას და მოსახლეობის გამოღვიძებას სათავეში ჩაუდგებიან, ამით ისინი დაუპირისპირდებიან მმართველი პოლიტიკურ ძალას: „გაბრწყინებულ კართიას“ და მის ფსევდო ოპოზიციას: „ერთიანი კართიის რევოლუციურ მოძრაობას“. კართიაში სამოქალაქო წინაღმდეგობა იწყება, რომელსაც სათავეში "ფიცის კაცები" უდგებიან. ზემოთჩამოთვლილ ქალაქებში ახალგაზრდული ორგანიზაციები იქმნება, რომლებიც იბრძვიან დამამცირებელი სახელწოდებების მოსაშორებლად და უხსენებელთა მოსვალმდე არსებული სახელწოდებების დასაბრუნებლად. ამის საპირისპიროდ ქვეყნის ჩრდილოვანი მმართველი სადუნე ნაკონდა დაავალებს პრემიერ მინისტრ ერკე ჰარიბანს და პარტიის ლიდერ ერკო ბახანას, რომ საზოგადოებისას კონტროლისა და დაშინებისთვის მოამზადონ კანონი "ჯაშუშთა რეესტრის" შესახებ, რომელიც მიზანმიმართულია პროტესტანტულად განწყობილი საზოგადოებრივი გაერთიანებების ჯერ გასაშავებლად და შემდეგ კი დასასჯელად. ამას მოჰყვება საზოგადოების პროტესტი და დედაქალაქ თვალისის ქუჩები მანიფესტანტებით ივსება. აუგუსტო ცოტა ხნით კართიაში ბრუნდება და მანიფესტანტებს უერთდება. პალჩო "გაბრწყინებულ კართიას" ახალ დირექტივებს უგზავნის, რის შედეგადაც მმართველი პარტია იღებს საზოგადოების მადისკრედიტირებელ კანონებს და რამდენიმე მეგობრულად განწყობილ სახელმწიფოს, მათ შორის უნიონე-ლიბერადოს, ალბატრისეს, გალიატეს, ჰერცკეს, დამიას და ვეკიანოვას ქვეყნებს აცხადებს მტრულად განწყობილ ქვეყნებად და ცდილობს მათთან ურთიერთობის გაწყვეტას. აუგუსტო აარსებს ფონდს, რომელიც მიზნად ისახავს კართიელი მოქალაქეების დახმარებას და მათი ინტელექტუალური ნაწილის ხელშეწყობას, ახალგაზრდების განვითარებას და იქ დებს თავისი შემოსავლების მნიშვნელოვან ნაწილს. მას სხვა კართიელი ემიგრანტებიც უერთდებიან და კართიელი რეპრესირებული ინტელექტუალები მათგან მხარდაჭერას პოულობენ. "გაბრწყინებული კართიის" მოთავეები დედაქალაქში აშენებენ ახალ ელიტარულ უბანს რომელსაც "საოცნებო ქალაქს" უწოდებენ, რისთვისაც გაჩეხენ ბუნებვრივ ფიჭვნარ ტყეს. ადგილობრივი მოსახლეობა ამ უბანს "ნაფიჭვრებს" უწოდებს, რომლის ხსენებაც მთავრობის გადაწყვეტილებით აიკრძალება. ამასობაში აუგუსტო იოშკოსთან ერთად მიემგზავრება ბრძოლაში მყოფ აღმოსავლეთ მირიაში, მის დედაქალაქ ბოჟინკოში და მოსახლეობისათვის ჩააქვთ ჰუმანიტარული დახმარება. იქ ხვდებიან კართიელ მოხალისე მებრძოლებს, რომელთა შორის ნერო და მისი თანამებრძოლი "ფიცის კაცებიც" აღმოჩნდებიან. ნერო კართაგო და მისი თანამებრძოლები კართიაში ბრუნდებიან, ხოლო აუგუსტო მეუღლესთან ლიბერტი ალბიმონტერასთან ერთად გალიატეს დედაქალაქ ვენსიანაში ჩადის და ხვდება დიასპორის მეთაურს დევიანის მონკაროს. დევიანისი იწყებს დოკუმენტური ფილმის მომზადებას სახელწოდებით "ძველი და ახალი კართია", სადაც ასახულია კართიაში განვითარებული მოვლენები. ლიბერტი პროფესორია ჰერცკეში, ქალაქ ზუდერდენის უნივერსიტეტში. მისი წიგნი, რომელიც კართიაში შემოღობვასა და საკუთრების მიტაცებას ეხება, საკმაოდ პოპულარულია. თუმცა კართიაში მინისტრ ტიენა ლუკიანეს დირექტივით მოხდება მისი სრული ტირაჟის შეძენა. ისევე, როგორც აუგუსტო ლეონის წიგნის "სახელშელახული ქალაქები და მათი აღდგენილი ღირსება" გაყიდვაში დარჩენილი ეგზემპლარებისა და მოხდება მათი სახალხოდ, მოედანზე დაწვა. ამის შემდეგ აუგუსტო გალიატედან მიემგზავრება ჯერ ალბატრისეში, ხოლო შემდეგ ვეკიანოვა-ვინიტეში, სადაც ასევე ხვდება კართიული დიასპორის მეთაურს და მათთან ერთად აწყობს მომდევნო თვეების სტრატეგიას. ხოლო შემდეგ ლიბერტისთან ბრუნდება ჰერცკეში. ამასობაში ნერო აყალიბებს პოლიტიკურ მოძრაობას "ახალი რესპუბლიკა" რომელიც ფიცის კაცებზეა დაფუძნებული და განაცხადებს, რომ არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს. რაც ისტერიაში აგდებს როგორც ოპოზიციის ლიდერს, ყოფილ პრეზიდენტ დუჟეს, რომელიც ამ დროს ემიგრაციაშია, ისე მმართველ პარტიის შეფებს, რომლებიც მისი ლიკვიდაციისათვის ემზადებიან და ამისთვის მას კრიმინალებს მიუგზავნიან. კრიმინალთა ბანდების თარეში უფრო და უფრო ხშირდება, მათი ნაწილი რელიგიური ფრთასაა შეფარებული და "კართიის სიწმინდეთა დამცველების" სახელით მოქმედებს. ხოლო მეორე ნაწილი უშუალოდ პარტიის ერთ-ერთი დეპუტატის დაქვემდებარებაშია და დედაქალაქის ქუჩებში დაძრწის. კართიაში საპარლამენტო არჩევნები ახლოვდება, ყოფილი პრეზიდენტი დუჟე თვალისში ბრუნდება და იწყებს კამპანიას, რასაც "გაბრწყინებული კართია" და სადუნე დაანონსებული რეპრესიების მუქარით პასუხობს და ცდილობს, რომ ეკლესია დაუქვემდებაროს მმართველ პარტიას. თუმცა "ახალი რესპუბლიკის" ირგვლივ მოსახლეობის ნდობა მატულობს და სახელშეცვლილ ქალაქებში პოლიტიკური კარტელის მიმართ ნდობა მცირდება. სადუნე და დუჟე იხტიბარს არ იტეხენ, თუმცა ნერო და მისი ახალი რესპუბლიკა საარჩევნოდ რეგისტრირდება, ხოლო არჩევნებამდე ორი კვირით ადრე კართიულ სერვერებზე პირატულად ჩნდება დოკუმენტური ფილმი, რომელიც კართიის ახალ და უახლეს ისტორიას ასახავს, მათ შორის დუჟეს და სადუნეს მმართველობას. სადუნეც და დუჟეც პანიკაში არიან და საგანგებო სხდომებს იწვევენ, თუმცა ამ დროს ახალ პრემიერ მინისტრს, ერკო ბახანას ანგარიში მოდის სასაზღვრო დეპარტამენტიდან, რომ ბოლო ორი კვირის მანძილზე საზღვარი მილიონზე მეტმა კართიის მოქალაქემ გადმოკვეთა. სადუნე უარეს პანიაკში ვარდება, ამ დროს ცნობები მოდის, რომ აღმოსავლეთ მირიაში პალჩოს არმია მარცხდება, ხოლო კართიის საზღვრებთან და აეროპორტებში რიგები დგას, რადგან გამშვები პუნქტები ძლივს აუდის მოქალაქეების შემოდინებას. სადუნე თავის ახლო გარემოცვას კრებს და პირად თვითმფრინავს ამზადებს, რომ ქვეყნიდან გაქცევის შესაძლებლობა ხელიდან არ გაუშვას. დუჟე კი თავის კაბინეტში ჩაკეტილა და გამწარებული ავეჯს ლეწავს. ამ დროს ამჯერად "ნაფიჭვრების" თავზე, იქ, სადაც სადუნესა და მისი გარემოცვის მდიდრული სასახლეები მდებარეობს კიდევ ერთხელ მოდის წითელი სისხლისფერი წვიმა, რომელიც კართიაში უკვე აღიქმება დიდი ცვლილებების მიმანიშნებლად.
ელ. წიგნის მახასიათებლები
სათაური:
გადმობრუნებული პირამიდა
გამომცემელი:
გამოცემის თარიღი:
2024
გვერდები:
671
კატეგორია:
პროზა
ნახვები:
191
რეიტინგი:
5
მკითხველთა რეცენზია
საშუალო შეფასება
(1) რეცენზია
5
რეიტინგის განაწილება
  • 5
    [1]
  • 4
    [0]
  • 3
    [0]
  • 2
    [0]
  • 1
    [0]