პროლოგი საგის წინამდებარე ნაწილი ყველაზე რთული აღმოჩნდა. გული კარგსა და ცუდ ბიჭებს შორის მეხლიჩებოდა. არჩევანი უნდა გამეკეთებინა. ძალიან ბევრი ფიქრი დამჭირდა, თუმცა, საბოლოოდ გამოსავალი ვიპოვე. მერე წყვდიადში ჩავიკარგე...
ქ. რ. დეივისი
ჯერ არ მოვმკვდარვარ.
მაგრამ სიკვდილს თავს ვერავინ დააღწევს. ბოლო ყველას ერთი გვაქვს.
მე აპოფაისი გამომასალმებს სიცოცხლეს. ეს ზუსტად ვიცი.
დიდხანს არ მომიწევს ლოდინი.