სამადლობელი აი, უკვე მერამდენედ ვხვდები, რომ ჩემი საოცარი აგენტის, ჯოშუა ბილმსისა და ასეთივე საკვირველი რედაქტორის, მოშე ფედერის მადლობელი ვარ. მათ ამ წიგნზე საოცარი შრომა გასწიეს. ვამაყობ, რომ ამ ადამიანებთან ერთად მუშაობის შესაძლებლობა მომეცა.
მადლობა ჩემს დაუღალავ მწერლებს – ალან ლეიტონს, ჯანეტ ლეიტონს, კეილინ ზობელს, ნეიტ ჰეტფილდს, ბრაის კანდიკს, კიმბელ ლარსენსა და ემილი სკორაპს, რომლებიც, როგორც ყოველთვის, მამხნევებდნენ და მაფასებდნენ; პირველ მკითხველებს – კრისტა ოლსონს, ბენჯამინ რ. ოლსონს, მიკა დემოქსს, ერიკ ელერს, იზი უატინგს, სტეისი უაიტმენს, კრისტინა კაგლერს, მეგან კაუფმანს, სარა ბილანდს, სი ლი პლეიერს, ეთან სკარსტედს, ჯილენა ო’ბრაიენს, რაიან ურადოსა და ფასდაუდებელ პეტერ აჰლსტრომს, რომელთა ხელშიც ამ ნაწარმოების ბევრად უფრო ტლანქი ვერსია მოხვდა და მათ აქციეს ისეთად, როგორსაც წაიკითხავთ.
მსურს, გამორჩეული მადლობა მივუძღვნა კიდევ რამდენიმე კაცს: ისააკ სტიუარტს, რომელმაც ამ წიგნისთვის რუკების შექმნა იკისრა და ფასდაუდებელი წყარო აღმოჩნდა იდეებისა და ვიზუალის საქმეში; ჰითერ კირბის, რომელიც ბრწყინვალე რჩევებს მაწვდიდა იმაზე, თუ როგორ მუშაობს ახალგაზრდა ქალბატონის გული და გონება. ასევე, მსურს, დავაფასო ჩერსტი სტეპენლისა და კეილენა რიქნინსის გაწეული ჯაფა, რომელთაც ტექსტის კორექტურა გაასწორეს.
ამას გარდა, მსურს, კულისებში მომუშავე ადამიანების შრომაც აღვნიშნო, რომლებმაც ის წიგნი შექმნეს, თქვენ რომ შეიძენთ – რენ გალოსისა, რომელიც „ტორის“ არტ-დირექტორია და საოცრად უძღვება ამ საქმეს. სწორედ მისი დამსახურებაა, რომ ამ წიგნსაცა და „ელანტრისსაც“ ასეთი მშვენიერი ყდები ერგოთ; ასევე – დევიდ მოენიქის, „ტორის“ საგამომცემლო დეპარტამენტიდან, რომელმაც თავი არ დაზოგა საიმისოდ, რომ „ელანტრისს“ ასეთი აღიარება ხვდომოდა წილად. ორივე მათგანს დიდ მადლობას ვუძღვნი.
დაბოლოს, როგორც ყოველთვის, ჩემს ოჯახსაც ვახსენებ, რომლის მადლიერიც ვარ. მუდამ ვგრძნობ მათ ენთუზიაზმსა და გვერდში დგომას.
განსაკუთრებულ მადლობას კი ჩემს ძმას, ჯორდანს, ვუხდი ენთუზიაზმის, მხარდაჭერისა და ერთგულებისთვის. შეგიძლიათ, მის ნამუშევრებს გაეცნოთ ჩემს ვებგვერდზე: www.brandonsanderson.com.