პროლოგი
აქ მოთხრობილ ამბავს სხვა წიგნებივით ბედნიერი დასასრული არ ექნება. ეს ვიცი, რადგან უჩვეულო მოვლენები ისევ ხდება ჩემს თავს.
მაგრამ, ვიდრე თხრობას დავიწყებთ, ერთი კითხვით მინდა მოგმართო: რას იზამდი, ქუჩაში ჩასაფრებული სიკვდილი რომ დაგენახა? აი, ასე, ლამპიონის შუქს უკან, სიბნელეში დგას და გელოდება; წახვიდოდი მისკენ თამამად თავაწეული? თუ უკანმოუხედავად გაიქცეოდი?
მოკლედ, გადაწყვიტე.
იმიტომ, რომ ის გიახლოვდება.