თავი I - სიკვდილმა შვა სიცოცხლე ცისკრის ვარსკვლავი ანათებს ქოხის პატარა სარკმელში,
ღამის სიბნელის ღრუბელში ქალი ზის ცისა ნათელში,
გვერდით კი უდგას არავინ, მარტოდ კვნესს ისრით მუცელში,
დაჭრილი, გამოქცეული, ორსულად საგონებელში.
იბადება ბავშვი ცრემლით, თუმცა ცრემლი სხვისი არის,
დედა ტირის, ვეღარც სუნთქავს, სიკვდილს მოაქვს დაკვრით ზარი,
არ მოძრაობს ქალი ნაზი, არ არს სული, უკვე მკვდარი,
წინ ბავშვი წევს, შეღებილი, ვითა ვარდი, სისხლის ღვარით.
ყაჩაღებმა გაიგონეს ქოხის შიგნით ქალის კვნესა,
შეიპარნენ გასაძარცვად, ხუთი კაცი, გვანან მხეცსა,
ნახეს ქალი, გვ+ამად ქცევი, თუმცა ქურდვას ვერ უწყვეტსა,
გაიყოლეს ოქრო, ვერცხლი, თვით ჩვილიც კი წაიღესა.
ქოხსა ცეცხლი წაუკიდეს, ფიქრით - არვინ გაგვიგოსო,
და სხეული, მკვდარი დედის, არ დამარხეს - "უღირსოსო,
მიწის შვებას ნუ მივცემთო", სტოვეს ცეცხლი უსინდისოდ.
ჩვილის გაზრდას აპირებენ - "დაგვეხმაროს უხარკოდო!"
მუნ წავიდნენ, სამალავში, ჩვილს ცრემლი არ წამოსულა,
იქ ბუნაგში ტახტზე მჯდომი ბელადია წარბშეკრულად,
მხეცთა მხეცი, სულ სასტიკი, უმზერს ყველას ეშმაკურად.
ახლად პოვნი ჩუმი ბავშვი მას მიართვეს ვით საჩუქრად.
ბავშვს სისხლი მოჰბანეს, როგორც ბელადმა სთქვა მან დიადმა,
ატარეს რიტუალებიც, მოიცვა ბიჭი წყვდიადმა,
ბავშვს მდინარეში აყვინთეს, მონათლეს იგი ყაჩაღად
და ობლად დარჩენილს, საწყალს, მოიხსენებენ რისხვადა.