უკრაინის ფენომენოლოგია - ტომი I ავტორი, ამ ნაშრომს უძღვნის, როსიაუკრაინის მიმდინარე ომში, უკრაინისა და საქართველოს თავისუფლებისთვის დაღუპული ქართველი გმირების ხსოვნას:
"უკვდავია მათი სახელები, ხსოვნა და მადლიერება ორი ერის მეხსიერებაში"!
"სანიმუშოა მათი განვლილი გზა - სიცოცხლიდან სიკვდილამდე და სიკვდილის "ჩათვლით!"
დიდება გმირებს!
ა.ხევცურიანი
The author, Professor Amiran Khevtsuriani presents a thorough study of the historical and contemporary struggle of Ukraine in the international arena. This monograph offers a thorough examination of Ukraine's ethnopolitical origins and its decisive geopolitical role. Analyzing key events in Ukraine's history from the formation of Kievan Rus to recent conflicts with Russia, the book offers a rich picture of Ukraine's persistent pursuit of sovereignty in the face of existential threats and obstacles. An interdisciplinary approach integrating history, political science, and international relations enriches the reader's understanding and provides valuable information for policy analysts and international relations experts. This scholarly work is a testament to Ukraine's resilience and an important contribution to the debate on global political dynamics.
Daniela la Foresta
Professor of economic-political geography at the Department of Political Science
University of Naples Federico II
"Phenomenology of Ukraine" is a thoughtfully crafted study that delves into the historical and political developments of Ukraine. The author's careful research presents a comprehensive view of Ukraine's evolution, from its early statehood to its recent geopolitical struggles. The book provides a balanced perspective on the Russia-Ukraine conflict and its impact on international relations. This monograph is an informative resource for anyone interested in understanding Ukraine's significant role in shaping the future of European and global politics. The book stands out for its clear analysis and detailed narrative, making complex issues accessible and engaging for readers.
Mykola Polovyi,
D.Sc. in Political Science, Professor of the Department of Political Science and Public Administration at the Vasyl ’ Stus Donetsk National University, Vinnytsia, Ukraine
პოლიტიკის დოქტორისა და პროფესორის, ქეთი ჯიჯეიშვილის გამოხმაურება ა.ხევცურიანის ნაშრომზე - "უკრაინის ფენომენოლოგია"
პროფესორ ამირან ხევცურიანის სამეცნიერო ნაშრომი "უკრაინის ფენომენოლოგია" ერთმნიშვნელოვნად არის პირველი მონოგრაფია ქართულ სამეცნიერო სივრცეში, რომელიც საერთაშორისო ურთიერთობების დღის წესრიგის ერთერთი ყველაზე მწვავე პრობლემატიკის არსებით კვლევას წარმოადგენს. თემა, საკმაოდ სენსიტიური გახლავთ საქართველოსთან მიმართებითაც, რადგან როსიაუკრაინის მიმდინარე ომის უმძიმესი შედეგები თანაბრად აისახა როგორც გლობალურ, ასევე რეგიონალურ პოლიტიკაზეც.
ქართულ საზოგადოებაში არსებული მოლოდინები, რომ ომი გავლენას იქონიებდა, როგორც საქართველოს საგარეოპოლიტიკურ პოზიციონირებაზე, აგრეთვე, მის შიდა პოლიტიკურ ვითარებაზეც, ნაწილობრივ უკვე სახეზეა. ახალ საერთაშაორისო გარემოში საქართველო უფრო დაშორდა დასავლეთს, რამაც ძალიან გააღრმავა ხელისუფლებასა და საზოგადოებას შორის უფსკრული და დემოკრატიის უკანდახევის ნიშნები გამოკვეთა.
ამ ვითარებაში, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება პროფესორ ხევცურიანის ფუნდამენტურ სამეცნიერო კვლევას, რომლის მასშტაბური აზროვნება და რეალისტური დამოკიდებულება უკრაინაში მიმდინარე მოვლენებისა და პროცესების მიმართ, არის ერთ-ერთი მოკრძალებული ნაბიჯი, საქართველოს მიერ ევროინტეგრაციის ისტორიული შანსის დაკარგვის სახიფათო ტენდენციის, ქართული და საერთაშორისო საზოგადოების სწორი ინფორმირების გზით შეცვლაზე.
ამ კვლევის ფარგლებში, ამირან ხევცურიანმა 2021 წელს, უკრაინელ კოლეგებთან ერთად ჩამოაყალიბა ქართულ-უკრაინული საექსპერტო კვლევითი ცენტრი, სადაც ის აქტიურად თანამშრომლობდა უკრაინის ცნობად ანალიტიკოსებთან. მისი სისტემური, გაბედული და მიზანსწრაფული ქმედებების მიზანი იყო, როგორც უკრანის ფენომენის ემპირიული გააზრება, აგრეთვე, საქართველოსა და უკრაინის სახელმწიფოებს შორის პოტენციური სინერგიის სფეროების პოვნა და დიალოგის მომზადება, რისი დეფიციტიც, სამწუხაროდ, ამ ეტაპზე საგრძნობია ორ ქვეყანას შორის.
აღსანიშნავია, რომ კვლევა წარმოადგენს მთლიანი საკვლევი პრობლემის მხოლოდ პირველ ნაწილს, სადაც, განსაკუთრებული მეცნიერული სიღრმითა და ორიგინალური მიდგომებით არის განხილული უკრაინელი ერის იდენტობის ფორმირების ისტორიული პროცესი რეტროსპექტული ანალიზის საფუძველზე და მიბმულია როსიაუკრაინის ომის და საერთაშორისო პოლიტიკური წესრიგის კორელაციის საკითხებთან. ამ პრობლემების ანალიზში იკვეთება ავტორის - როგორც მეცნიერის, პატრიოტისა და უბრალოდ სწორი პოზიციის მატარებელი მოქალაქის მრწამსი და პრინციპები.
საკვლევი პრობლემა, თავის მზარდი შემეცნებითი და გამოყენებითი მნიშვნელობის გათვალისწინებით, მიგვაჩნია რომ წარმოდგენილ ნაშრომს მნიშვნელოვანი დატვირთვა ექნება არა მხოლოდ სამეცნიეროაკადემიური საქმიანობით დაკავებული პირებისთვის, არამედ, სამოქალაქო საზოგადოების ფართო წრეებისთვისაც.
Summary
Country -