კონსტიტუციური სახალხო ჰორიზონტალური დემოკრატიული საპარლამენტო რესპუბლიკური მ ო ნ ა რ ქ ი ა (გვირგვინოსანი დემოკრატიული რესპუბლიკა) (მეორე რედაქცია) (კონცეფცია ჩამოყალიბებულია სამეფო კლუბის დადგენილებების შესაბამისად)
შესავალი
კონცეფცია (და იდეოლოგია) თანამედროვე ქართული კონსტიტუციური სახალხო მონარქიის შესახებ, - რომელშიც გათვალისწინებულია მსოფლიოს გამოცდილება, დღევანდელი ვითარება და პერსპექტივის დაგეგმვის მცდელობა, - შექმნილია ჩვენი წერილებისა და სამეფო კლუბის გადაწყვეტილებების შესაბამისად, რომლებიც ქვეყნდებოდა XX და XXI საუკუნების მიჯნაზე და რომლებიც შევიდა ჩვენს წიგნში "კონსტიტუციური სახალხო მონარქიისათვის" (2007 წელი).
წიგნის გამოსვლის შემდგომ, მალე, კონცეფცია გადავახალისეთ, დავამატეთ განმარტებები და გავხადეთ უფრო მეტად გასაგები და მისაღები დღევანდელი ვითარებისთვის - რესპუბლიკური მმართველობისთვის, საპარლამენტო, დემოკრატიული და რესპუბლიკური წყობის მომხრე ადამიანებისთვის.
ამიტომ, კონცეფციის სათაური და სახელწოდება - "კონსტიტუციური სახალხო მონარქია" (სახალხო მონარქია) განვავრცეთ, უფრო განვმარტეთ და 2008 წლიდან გამოვაქვეყნეთ სხვადასხვა საშუალებებით, სამეფო კლუბის საიტზე: georoyal.ge და სამეფო კლუბის კონფერენციებზე - "კონსტიტუციური სახალხო რესპუბლიკური მონარქიის" სახელწოდებით. ახალი რედაქციის საბოლოო სახე კონცეფციამ მიიღო სამეფო კლუბის კონფერენციაზე: "სახალხო მონარქია - ევროპული არჩევანი" (2019 წლის 3 ივნისი).
საბოლოო ჯამში, სამეფო კლუბის წინამდებარე კონცეფციას შეიძლება მოკლედ ვუწოდოთ - კონსტიტუციური სახალხო რესპუბლიკური მონარქია, რომელიც ისედაც კარგად გამოხატავს არსს (უფრო მოკლედ - სახალხო მონარქია). თუმცა, ვინაიდან კონცეფციაში წარმოდგენილია უფრო მეტი დაზუსტებები, ამიტომ, სათაურად გამოვიტანეთ ისე, როგორც მკითხველი ხედავს:
კონსტიტუციური, სახალხო, ჰორიზონტალური, დემოკრატიული, საპარლამენტო, რესპუბლიკური მონარქია (გვირგვინოსანი დემოკრატიული რესპუბლიკა).
ამგვარად, საქართველოს სამეფო კლუბის პროექტი - სახალხო მონარქია მოიცავს ყველაფერ იმას, რასაც ქვემოთ ნახავთ და ასევე სხვა მასალებსაც, რომლებსაც სხვა დროს წარმოგიდგენთ.
გაიოზ მამალაძე
სამეფო კლუბის კონცეფცია:
კონსტიტუციური, სახალხო, ჰორიზონტალური, დემოკრატიული, საპარლამენტო, რესპუბლიკური მ ო ნ ა რ ქ ი ა
(გვირგვინოსანი დემოკრატიული რესპუბლიკა)
(მეორე რედაქცია)
კონსტიტუციური მონარქია
რა თქმა უნდა, მონარქიის ჩვენი პროექტი გულისხმობს კონსტიტუციურ, შეზღუდულ მონარქიას, როგორც ევროპის ქვეყნებშია და როგორცაა იაპონიაში და არა აბსოლუტურს. აბსოლუტური მონარქია საქართველოში არც არასდროს ყოფილა. საქართველოს მეფეები შეზღუდულები იყვნენ ჩვეულებითი სამართლით, ტრადიციითა და სჯულის კანონით, მორალით, შესაბამისი, სამეფოდ აღზრდის დროს მიღებული სამართლიანობის შეგნებითა და ქრისტიანული წვრთნით.
ისტორიულად ქართველი ხელმწიფეებისათვის მეფობა იყო ხალხისა და უფლის მსახურება და არა ბატონობა ხალხზე. ეს არის სწორედ შეზღუდული მონარქია - ანუ დღევანდელი გაგებით კონსტიტუციურობა მეფობისა, რაც თანამედროვე სამართალზეა დაფუძნებული.
კოსნტიტუციაში დაწვრილებით იქნება გაწერილი მეფის უფლებანი და რაც მთავარია - ვალდებულებანი (კანონი მეფის შესახებ).
ამიტომ ეწოდება ჩვენს პროექტს პირველ რიგში - კონსტიტუციური მონარქია.
მონარქიასთან დაკავშირებით, საზოგადოებაში სხვა დაბნეულობააცაა, ზოგს ჰგონია, თუ საქართველოში აღდგება მონარქია, მეფობასთან ერთად უნდა აღდგეს არისტოკრატიული (თავად-აზნაურული) ფენა თავისი ტიტულებით და ფეოდალური იერარქია. თითქოს, თავად-აზნაურებს უნდა გადაეცეთ ქონება, ისინი უნდა არჩინოს ბიუჯეტმა და სხვა. ზოგი თვლის, რომ არისტოკრატიული ტიტულები (წოდებები) უნდა აღდგეს სიმბოლურად.
პირდაპირ ვიტყვი, აბსოლუტური მონარქიის, არისტოკრატიული ფენის აღდგენის, მათთვის ქონების გადაცემის ან თუნდაც, თავად-აზნაურული ტიტულების სიმბოლურად აღდგენის მოთხოვნა არის სრულიად არარეალური და თუ ამგვარი პროექტი იქნება შეთავაზებული ხალხისთვის, ვერასდროს ვერ აღდგება მონარქია საქართველოში.
ქართველი ხალხი არ მისცემს ხმას ქართული საზოგადოების დაყოფას კიდევ ერთი ნიშნით, წინაპართა სოციალური სტატუსის მიხედვით. ქართველი ხალხი ისედაც დაყოფილია ძალიან მდიდრებად და ღატაკებად და კიდევ მრავალი ნიშნით. უნდა შეწყდეს ხალხის დაყოფა სხვადასხვა ნიშნით.
ჩვენ სხვა გზით მივდივართ, ჩვენ გაერთიანების გზას ვეძებთ!
ანუ, არისტოკრატიული და აბსოლუტური მონარქიის მოთხოვნები მონარქიის პროექტს დაასამარებს, რასაც ჩვენ ვერ დავუშვებთ.
სახალხო მონარქია
სამეფო კლუბს აქვს სრულიად განსხვავებული, რეალური პროექტი, რომელიც ითვალისწინებს თანამედროვეობის რეალობას, სახელმწიფო ანუ საერთო ეროვნულ ინტერესებს, სახელმწიფოს მართვის თანამედროვე მექანიზმებს, ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა საყოველთაო დეკლარაციის პრინციპებს, პოლიტკორექტულობას, განვითარებული და სახელმწიფოებრივად დაწინაურებული სახელლმწიფოების გამოცდილებას, მოქალაქეთა სრული თანასწორობის, მათ შორის, ღირსებისა და პატივის თანასწორობის იდეას და ყველაზე უმთავრესს, ეროვნული ერთიანობის აუცილებლობას.
ტერმინი "სახალხო მონარქია" ჩვენი შემოტანილია თანამედროვე საქართველოს სინამდვილეში და აღნიშნავს იმავეს, რასაც კონსტიტუციური მონარქია, საპარლამენტო მონარქია, ოღონდ ფეოდალიზმის ყოველგვარი, თუნდაც სიმბოლური გამოვლინებების გარეშე.
სახალხო მონარქია ნიშნავს, რომ ხელისუფლების წყარო არის ხალხი. სადაც, მეფე მეფობს, მეფობა ხალხის სამსახურია, ხოლო ქვეყანას მართავს ხალხი. სახალხო მონარქია არის ხალხისა და ტრადიციული მმართველობა. ეს არის წარსულისა და მომავლის ერთიანობა - ქართველი ხალხის სასიცოცხლო ინტერესების რეალიზებისათვის.
სამეფო კლუბის თანამედროვე ქართული მონარქიის პროექტი არის თანამედროვე, დემოკრატული, ძლიერი და განვითარებული სახელმწიფოებრიობის პროექტი. ის გათვლილია