* * * ნებისმიერი შრომითი საქმის გადაქცევა თერაპიულ მოქმედების საგნად
საინტერესო მოსაზრება ახალი სახის ფორმულირების განხილვის თაობაზე, როგორ არის შესაძლებელი, ყოველდღიური საყოფაცხოვრებო თუ სამსახურებრივ საქმიანობათა ქმედება გარდავქმნათ თერაპიული მოქმედების მქონე საშუალებად და შეუძლიათ თუ არა მათ (პირობითად ვუწოდოთ საყოფაცხოვრებო პროფილაქტიკური სეანსები), თავიდან აგვარიდონ უამრავ უსიამოვნო დაავადებათა გამოწვევა, კონფლიქტური სიტუაციები, მარცხი პირად ცხოვრებასა და კარიერაში. ვფიქრობ, ისინი უსათუოდ აქტუალურ ფუნქციას შეასრულებენ და ჩვენს დასარწმუნებლად, რეალურ სურათს თვალნათლივ დაგვანახებენ.
მათთან გაწონასწორებული მიდგომა, თუნდაც ნებისმიერ ცხოვრებისეულ უმნიშვნელო დეტალთანაც კი, იძლევა საშუალებას, აგვაცილოს სხვადასხვა ყალბი და საფათერაკო შემთხვევითობები, რომელთა საფუძველი არის ჰარმონიული თანასწორობა შინაგან და გარე სამყაროს შორის.
ყოფითი სისტემური გარემო და საქმიანობანი: სასწავლო, სამსახურებრივი, საოჯახო, ბინის ინტერიერი, სტუმარ – მასპინძლობითი თუ სხვა რიგი ხელსაქმით დასრულებული, ვსაზღვრავთ ჩვენი ემოციური დამოკიდებულებით მათ მიმართ, იმის მიხედვით, როგორი რითმული ხასიათისაა ურთიერთობანი: რეალურად, ზოგჯერ, დროის გარკვეული მონაკვეთისთვის ბალანსირებული, ხშირად კი, სიტუაციის სწრაფი გარკვევის მიზნით, "საბრძოლო" მდგომარეობის ამრჩეველის როლის შემსრულებელი.
ამიტომ, ურთიერთთანხმობის მისაღწევად, საკუთარი ხასიათისთვის დამახასიათებელ თვისებათა გათვალისწინებით, უნდა განვსაზღვროთ ურთიერთობათა ფორმა, ჩვენ მიერ არჩეული მიზნის მიხედვით და მოულოდნელობებით გამოწვეული პრობლემების გათვალისწინებით. მაგალითად, სწავლისა და შრომითი საქმიანობის შესასრულებლად დავიცვათ შესაძლებლობის მაქსიმუმი და ენერგიის ხარჯვის ინდივიდუალური (ქრონომეტრული) შესაბამისობანი. მაგრამ ხდება ხოლმე სხვაგვარად, როცა მოსწრაფული გრაფიკით, ვცდილობთ ერთბაშად, დაძაბულ მდგომარეობაში მყოფებმა, მოვასწროთ სასწავლო-სამეცადინო თუ ფიზიკურად შესასრულებელი ყოველი სამუშაო და არ ვფიქრობთ, როგორი მძაფრი სტრესის ქვეშ ვაყენებთ ჩვენი ფიზიკური და ემოციური წონასწორობის შენარჩუნების შესაძლებლობას. მრავალჯერადი განმეორების შედეგად გამოვლენილი შედეგებით, შემაწუხებელი სავალალო სინდრომების და უსიამოვნო სიგნალების შეგრძნებების თანხლებით, თავისთავად ვაფერხებთ ორგანიზმის ყველა სისტემის სტაბილურ მუშაობას, რაც სხვადასხვა დაავადებათა აღმოცენების დასაწყისია.
შუალედს გადაცილებული ნებისმიერი ქმედება ხელს უწყობს აგზნებულობის კერის ჩამოყალიბებას. ამიტომ საქმე, რომელიც ხელთა გვაქვს, ვეცადოთ, ისე შევასრულოთ, რომ მას ჩვენთვის თერაპიული დანიშნულებაც ჰქონდეს. მაშინ აღნიშნული სარგებლის მისაღებად ხელსაყრელი იქნება, თუ ნებისმიერ შრომით მოქმედებას ისე დავარეგულირებთ, რომ დოზის დაცულობამ უზრუნველყოს ჯანსაღი ცხოვრებისეული დონის შენარჩუნება.
ვზივართ, ვდგავართ, ვშრომობთ თუ ვსწავლობთ - მნიშვნელობა არ აქვს, ჩვენი საქმე მოძრაობითია თუ მჯდომარეს გვიწევს მისი შესრულება, მაინც საჭირო ხდება ყოველ საათში, მაქსიმუმ, ორ საათში ერთხელ, 5-7-წუთიანი მოსახერხებელი განსატვირთველი შესვენება. შეძლებისდაგვარად, დროის ამ მონაკვეთში შევასრულოთ მცირე სავარჯიშოთა კომპლექსი გონების და კუნთების იმ ჯგუფებისთვის, რომლებიც არ მონაწილეობდნენ ამ სამუშაოს შესრულების პერიოდში.
კარგი იქნება შიაცუს გამოყენებაც. ეს არის თითების დაჭერით იაპონური თერაპიის მეთოდი. ის არა მარტო მკურნალობის მეთოდია, არამედ იგი ითვალისწინებს პაციენტის განსაკუთრებული ფსიქიკური ყურადღების მობილიზებას და ასტიმულირებს ორგანიზმის დამცავ ძალებს.
თუ თავი დამძიმებული გაქვთ, მოდუნებული ხართ, განწყობა ცუდია ან უქეიფოდ გრძნობთ თავს და ადვილად ღიზიანდებით, ამის მიზეზი ვენური სისხლის გაჩერებაა თავის არეში. დააჭირეთ კინკრიხოს წერტილებზე თითები /ნახ. 1/ და თავი ნელ-ნელა "გაგინათდებათ". შემდეგ ცერის ბალიშით რამდენჯერმე მსუბუქად დააჭირეთ ჯერ მარჯვენა, შემდეგ მარცხენა საძილე არტერიას /ნახ. 2/. დაჭერა იწყება ქვედა ყბიდან და თანდათან მიემართება ლავიწისკენ. ამ წერტილებზე ზემოქმედება ხელს უწყობს სისხლძარღვთა გაფართოებას, ტვინში ახალი სისხლის ნაკადის მიწოდებას და გუნება-განწყობილების გაუმჯობესებას.
ამავე მოქმედებით შეიძლება კისრის კუნთების დაძაბულობის, გონებრივი დაღლილობის მოხსნა, საფეთქლებზე სამი თითის დაჭერით /ნახ. 3/, კისრის უკან ზედაპირზე ოთხი თითის /ნახ. 4/ და კეფაზე ცერებით დაჭერა აღადგენს შრომისუნარიანობას, გვეხმარება იოლად და სწრაფად გავწვდეთ სამუშაოს.
ხანგრძლივი ჯდომისაგან გამოწვეული წელის ტკივილისას გაიმართეთ და ცერები დაიჭირეთ წელისა და გავა-ძვლის არეში /ნახ. 5/.
თუ ფეხები დაგეღალათ, დაიჭირეთ ფეხის ყველა თითზე სამჯერ /ნახ. 6/. მესამედ ხელის ცერის ბალიშით რამდენჯერმე დააჭირეთ ფეხის ზურგის ძვლებს შორის, ამის შემდეგ დააჭირეთ ტერფს (ფეხისგულს), შემდეგ კოჭისა და ქუსლის (აქილევსის) მყესის შიდა და გარეთა მხარეს /ნახ. 7 – 8 – 9/.
წერტილებზე ერთჯერადად დაჭერის ხანგრძლივობა ხუთიდან შვიდ წამამდეა, გარდა ყელის მიდამოს წერტილებისა, რომლებზეც დრო სამ წამს არ უნდა აღემატებოდეს. პროცედურები მოითხოვენ დროის მინიმალურ დახარჯვას – თითოეული სამ-სამ წუთს.
ასევე შეიძლება ვიხელმძღვანელოთ "წერტილოვანი მასაჟის" შესაბამისი მეთოდით. ორგანიზმზე წერტილის მოსაძებნად გამოყენებულია, ეგრეთ წოდებული, ცუნი, რომელიც ინდივიდუალურია. ეს არის მანძილი მოხრილ შუა თითზე არსებულ ნაკეცებს შორის. მამაკაცებმა ეს მანძილი უნდა აიღონ მარცხენა ხელზე, ქალებისთვის – მარჯვენაზე /სურ. 10/. წერტილი მდებარეობს განზომილების კიდეზე და ხშირად ემთხვევა ჩაღრმავებას. წერტილები უნდა მოძებნოთ ზუსტად