დროის ენერგია IV
დაუჯერებელი იდუმალების შესაძლო სინამდვილე ფანტაზია
როდესაც ბედი შენი მოკავშირე ხდება, როცა გახარებს ყოველი დღის დასაწყისი, უდავოდ თავს წარმატებულად თვლი.
ვფიქრობ, და სასურველი განწყობა, თვითნებურად, გარეგანი გავლენის გარეშე, მოკრძალებული განცდით მიმანიშნებს, რაღაც არაჩვეულებრივის ჩანაცვლებაზე.
მიუხედავად მინიშნებისა, მაინც ჩვეულებრივი ფორმატით ვაგრძელებდი ჩემს საყოველდღიურო განაწესსა თუ არსებობისთვის აუცილებელ ნორმების შესრულებას.
კეთილდღეობის განმტკიცებას ასევე მხარს უჭერდა, გრძნობის ერთ-ერთი წარმატებული გამოძახილი, რომლის გავლენითაც იმ დღიდან უსიამოვნოდ აღარ განვიცდიდი წინააღმდეგობრივ რეალობას. სწორედ ამ დაფასებული გრძნობის მეჩირაღდნედ ხვედრმა ტურიზმის ნაკრებში ახლახანს ჩარიცხული წევრი, საგანგებოდ, გოგონათაშორის არჩეული მზარდი სპორტსმენი მოავლინა. მთავარმა მწვრთნელმა, როგორც ნაკრების გამოცდილ წევრს, მე დამავალა მომავალი საერთაშორისო ტურნირისთვის მისი ეტაპობრივი მომზადება, განსაკუთრებით ორიენტირების კუთხით. მეც მისი ეშხით, როცა ორიენტაციის სასწავლო-საწვრთნო მეცადინეობების ჯერი დგებოდა, საგულდაგულოდ ვატარებდი დავალებულის შესრულებას.
წვრთნის საწყის ეტაპზე, მან კარგ სპორტულ მონაცემებთან ერთად, გამჭრიახი გონება და ალღოს შესანიშნავი უნარი გამოავლინა, მიუხედავად სპორტულობისა, საუცხოოდ შეენარჩუნებინა მოკრძალებული სილამაზე, კლდემამოსილი სინატიფე და რაც მასში მომწონდა მისი განუმეორებელი შინაგანი ხიბლი.
მომხიბლავი ბევრია ჩემს ირგვლივ, მაგრამ, როცა ერთი ნახვით მიზიდულობას ვგრძნობ ეს უკვე ქვეცნობიერების დონეზე გათვლილი გენოტიპია. ვიდრე გონება გამოთვლიდა მის დამახასიათებელ ნიშანთვისებებს, ქვეცნობიერმა დროის უმოკლეს ვადაში განმიზოგადა შესაძლო თავსებადობა და უფრო ეფექტურად განსაზღვრა ჩემი გადაწყვეტილების არჩევანი.
თაყვანისმცემლები, ჩემდა სამწუხაროდ, არცთუ ცოტა აწუხებდა. საწვრთნელ მეცადინეობებზეც ხშირად აკითხავდნენ. ნაკრების მთავარი მწვრთნელი ძლივს იგერიებდა მათ დაუპატიჟებელ სტუმრობას. თავისთავად მეც მალი-მალ მიწევდა მათი იერიშების შეჩერება.
რაკი არავის იკარებდა, შესაბამისად მეც იგივეს ველოდი მისგან. როცა საუბარს მთავარი თემის გარდა სხვა საკითხზე გადავიტანდი, უმალ კითხვებს ძირითადი თემის გარშემო დამისვამდა. არა ერთგზის მითხოვია თავისუფალი დროის გამონახვა, უფრო ახლოს გაცნობის მიზნით. ერთხელ კაფე-ბარში ფინჯან ყავაზე დავპატიჟე, იქნებ როგორმე შემექმნა ურთიერთშორის შინაურული ატმოსფერო, მაგრამ, უარი მივიღე. ასეთივე უარყოფითი პასუხი გამცა მეორე შეთავაზების დროსაც, როდესაც რაიმეს ვთხოვდი, მიზეზად სახელმწიფო გამოცდის ბოლო საგნის მომზადების სამზადისს ასახელებდა. ასე რომ, სასურველი დიალოგი მასთან ვერა და ვერ ავაწყვე. ერთხელ ისეთი კითხვა შევარჩიე თავის პროფესიას რომ შეეფერებოდა, როგორც იქნა გამიმართლა, გარკვეული ცოდნა ბიოქიმიასა და მედიცინაში მეც გამაჩნდა და თამამად ვეკამათებოდი ამა თუ იმ ბიოლოგიურ და საპრობლემოდ გადაქცეულ სამკურნალო მეთოდების ირგვლივ. რაკი ამ ხერხმა გაამართლა, იმ დღიდან საგანგებოდ მიხდებოდა საუბრის შინაარსის შერჩევა, რათა როგორმე მომეხერხებინა მისი განწყობის რითმებთან ჩემი წადილის აქტივობის შეთანაწყობა.
შაბათ-კვირა მოუსვენრად გავატარე. ადგილს ვერ ვპოულობდი. მეგობრებთან ერთად მოწყობილ პიკნიკზეც ვცადე განმუხტვა,მაგრამ უშედეგოდ.
ორშაბათ დღეს ჩვეულებისამებრ, სპორტული სამოსი ჩანთაში ჩავალაგე, ხელში ბუტერბროდი დავიჭირე და გარეთ გამოვედი. მიმეჩქარებოდა, არა უფრო საწვრთნელ მეცადინეობის მისაღებად, არამედ ჩემი რჩეულის შესახვედრად. ის გახდა ერთადერთი წამხალისებელი რომლის ხიბლითაც სავარჯიშო კომპლექსაც აღმატებულ ხარისხში ვატარებდი.
ერთ დღეს გადავწყვიტე შემოვლითი ხერხით მაინც ამეხსნა გაგულისებული გრძნობის მოთხოვნის მოუსვენარი გამოძახილი. ვფიქრობდი, საუბრის დროს როგორმე მიმეწოდებინა ისეთი სახის საამებელი ინფორმაცია, რაც ხელს შეუწყობდა მისი ემოციური მდგომარეობის მკვეთრ შეცვლას, სასიამოვნო შეგრძნების გამოსაწვევად.
თუ ამ სახით მიდგომა არ გაამართლებდა, მაშინ უნდა მომეძებნა შედარებით შესაფერისი საშუალება და არც გამოვრიცხავდი უკეთესი შესაძლებლობის არსებობასაც, რომლის ეფექტს შეეძლებოდა უკიდურესად გაეძლიერებინა მისი ემოციური ფონი, აზრი და ინტერესი ჩემს მიმართ.
* * *
გაზაფხულის სეზონის მიწურულს, საქართველოს სპორტული კომიტეტის ტურიზმის განყოფილებაში დებულება მივიდა. საერთაშორისო ტურისტული ცენტრი ატყობინებდა, ტურნირში მონაწილეობას მკათათვის 17-დან 25 რიცხვის ჩათვლით. პროგრამა ითვალისწინებდა: დაბრკოლებების გადალახვას, ლაბირინთებიდან გაგნებას, სამაშველო ოპერაციებს და ორიენტირებას. ფინალისტებისთვის ახლახანს დამატებული იქნა საიდუმლოდ გადანახული „საგანძური“-ს მოკვლევა.
სათანადოდ მომზადებული ჩვენი ქვეყნის ნაკრების სრული შემადგენლობა, დებულებით გათვალისწინებულ დროით, დანიშნულ ადგილზე, ჩავედით და მთის ძირში სხვა ქვეყნის ნაკრებ გუნდებთან ერთად ორ რიგად საპირისპიროდ გაშლილ კარვებში დავბანაკდით.
პირველ დღეს ღონისძიებების ორგანიზატორებმა წესისამებრ ტურნირის მონაწილეები ერთმანეთს გაგვაცნეს. შემდეგ ლექციის მოკლე კურსი წაგვიკითხეს, სათითაოდ გადმოგვცეს საჭირო წესების კრებული და წარმატება გვისურვეს.
მომდევნო დღეს ზოგადად გაგვაცნეს საშეჯიბროდ განკუთვნილი მნიშვნელოვანი წერტილები, სავარაუდო უბნები და ყოველ მონაწილე ნაკრებ გუნდზე მომაგრებული ინსტრუქტორები, რომლებსაც სატურნირო მარათონის პერიოდში მეთვალყურის ფუნქცია ევალებოდათ. ასპარეზობა საწყის ეტაპზე რასაც არ მოველოდით ჭირვეულად დაიწყო, თითქმის ყველა მოასპარეზე გუნდს გაუჭირდა სტარტის აღება, განსაკუთრებით დაბრკოლებების გადალახვის დროს, მერე და მერე კი პაექრობა შედარებით აქტიური და საინტერესო გახდა.
ყოველდღიურ ოთხ-ოთხ გუნდს გვიწევდა გამოსვლა. იმის გამო, რომ თითოეულ ნაკრების მონაწილეებს შესაფერისი მომზადება აღმოაჩნდათ, პაექრობაც ძალთა თანასწორობით მიმდინარეობდა, თუმცა ნახევარ ფინალში ვითარება