ჟურნალისტები, რომლებმაც შეცვალეს ლიტერატურა ყველა მეორეკურსელმა ჟურნალისტმა იცის, რომ მასობრივი ინფორმაცია, რომელსაც მასმედია ავრცელებს (ტელევიზია, რადიო, პრესა) უნდა იყოს პოპულარულ ენაზე გადმოცემული, ხალხმა მარტივად რომ შეძლოს მისი გაგება. ასევე მეორეკურსელ ჟურნალისტებს ტვინი აქვთ გამოჭედილი იმ მარტივი პრინციპით, რომელსაც აუცილებლად უნდა აკმაყოფილებდეს ჟურნალისტური ინფორმაცია. ეს მარტივი პრინციპი ინფორმაციის გადამოწმება და მისი ფაქტებით გამყარებაა. მეოცე საუკუნემ და კერძოდ უილიამ ფოლკნერის ერთმა ფრაზამ ჟურნალისტიკაც და ლიტერატურაც 180 გრადუსით შემოაბრუნა და ერთმანეთს დაუკავშირმა. ფოლკნერმა ფაქტის აღქმას ახალი და საინტერესო განმარტება მოუძებნა და თქვა, რომ ‘ ზოგჯერ ბელეტრისტიკა საუკეთესო ფაქტია “ . რამდენიმე წლის შემდეგ ჰანტერ ტომპსონისთვის ეს სიტყვები შთაგონების წყაროდ იქცევა და დოქტორი გონზოც ჟურნალისტიკასა და ლიტერატურას თავისი ახირებებით, ექსპერიმენტებითა და შავი იუმორით თავდაყირა დააყენებს. ტომპსონი იტყვის, „ გაუმარჯოს პროვოკაციას და კიჩს! “ და გზას გაუდგება, გზას ამერიკული ოცნებისკენ. მე შევეცდები მოგიყვეთ რამდენიმე ჟურნალისტი მწერლის შესახებ, რომელთაც ბევრი რამ გააკეთეს ლიტერატურის განვითარებისთვის. ვეცდები, რომ მოყოლისას მასობრივი ინფორმაციის ეს წესიც გამოვიყენო და ისე დავწერო, რომ სტატიის წაკითხვა მაქსიმალურად გაგიადვილდეთ. მერე რა, თუ რამდენიმე ადამიანის ელიტისტურ შეხედულებებს ეს ყველეფერი ცოტათი არ ესიამოვნება, მთავარია, რომ ჩემს სათქმელს მარტივად გაიგებთ და ეს სიტყვებიც ჰაერში გასროლილი არ იქნება.
რა უნდა ქნა, როცა ლას-ვეგასისკენ გაქვს გეზი აღებული, მანქანის საბარგული ნარკოტიკებითა და ალკოჰოლით გაქვს გატენილი, გვერდით დაბოლილი ოსკარ აკოსტა გიზის და შენ თვითონ ჰანტერ ტომპსონი ხარ? რა თქმა უნდა ყველაფერი დეტალურად უნდა აღწერო და ამის შესახებ გენიალური ნოველაც გამოაცხო. ტომპსონი ზუსტად ასე მოიქცა და საბოლოოდ დაწერა წიგნი „ შიში და სიძულვილი ლას-ვეგასში : ველური მოგზაურობა ამერიკული ოცნების გულში “ .
ტომპსონი ჟურნალისტი იყო და „ როლინგ სტოუნისთვის “ აკეთებდა რეპორტაჟს. თუმცა ჰანტერ ტომპსონი არ ყოფილა ჩვეულებრივი ჟურნალისტი. ის გონზო , იყო. გონზო ეს არის ყველაზე რისკიანი და შეშლილი რეპორტიორი, რომელსაც ფეხებზე ჰკიდია ჟურნალისტური ეთიკა და ობიექტურობა. გონზო უნდა გახდეს სიტუაციის მონაწილე, ამ სიტუაციაზე რომ ილაპარაკოს. გონზომ საკუთარ თავზე უნდა გამოსცადოს ის, რაზეც აპირებს დაწერას და მას არ უნდა ეშინოდეს არაფრის დედამიწის ზურგზე. გონზო, ეს ბოსტონური სლენგია და ნიშნავს ადამიანს, რომელიც ყველაზე ბოლოს თვრება. როცა მთელი სამყარო მთვრალია და ყოველგვარ სისულელეს იჯერებს, გონზო უფრო მეტად უნდა გამოთვრეს, რომ ზუსტად გაიგოს თუ რა უნდა ხალხს.
ტომპსონის წიგნში, რომელშიც აღწერილია მისი და მისი ადვოკატის ოსკარ აკოსტას მოგზაურობა ვეგასში, მრავლად წააწყდებით ისეთ მომენტებს, როცა მთავარი გმირები ნარკოტიკებისა და ალკოჰოლის გამო სრულ ჭკუაზე საერთოდაც ვერ არიან. თუმცა, ზოგჯერ, სწორედ ეს არაფხიზელი მდგომარეობა ეხმარებათ სიტუაციის სათანადოდ აღქმაში. წიგნი ამერიკული ოცნების ძიებაა და სწორედ, რომ ნამდვილ ამერიკულ ოცნებას გმირები კაიფში პოულობენ. ისინი ცხოვრობენ სასტუმროებში, რომლებიც ტურისტებით და პოლიციელებითაა გატენილი და ახორციელებენ ყველა გიჟურ განზრახვას. წიგნის მთავარი გმირები, რაულ დიუკი და დოქტორი გონზო, მიზანმიმართლად ანგრევენ ამერიკულ ოცნებას, რომელსაც სწორედ ის კომფორტი წარმოადგენს, რომელიც ბევრისთვის საოცნებოა. ეთილი, მჟავა, კოკაინი, მოსაწევი და ალკოჰოლი გმირებს საერთოდ აგიჟებს და ისინიც მანქანით შევარდებიან სასტუმროს ფოიეში, ან ქოქოსებს ამტვრევენ კადილაკზე.
შიშში და სიძულვილში მოცემული მაგალითია იმისა, თუ როგორ უნდა იმუშავოს ნამდვილმა, თანამედროვე ჟურნალისტმა. ეს წიგნი გონზო ჟურნალისტიკის ერთგვარი სახელმძღვანელოცაა, ის ხომ დიდ ბატონ გონზოს ეკუთვნის. ადამიანს, რომელიც ჟურნალისტიკას და ლიტერატურას ერთმანეთს ყველაზე მოხერხებულად უკავშირებს. მისი რეპორტაჟები რადიკალურად კრიტიკული, დამცინავი და სუბიექტურია. წიგნი ერთი დიდი რეპორტაჟია ცხოვრებისა, რომელსაც „ ამერიკული ოცნება “ ჰქვია. ტომპსონი გვირჩევს, რომ ჩვენც გავუდგეთ გზას და ვიპოვოთ რაიმე განსაკუთრებული. ავტორს სიცოცხლის ბოლომდე არ შეუწყვეტია აქტიურობა და საქმიანობა. ის წერდა წიგნებს, აქვეყნებდა სტატიებს, უპირისპირდებოდა პრეზიდენტებს და საერთოდაც პრეზიდენტებისთვის დაცინვა ტომპსონის ერთგვარი ჰობი იყო. ტომპსონმა სიცოცხლე თვითმკვლელობით, 67 წლის ასაკში, დაასრულა. ის წერდა, რომ ვერასდროს წარმოიდგენდა თუ 27 წელზე მეტს იცოცხლებდა და 67 წელი მისთვის ზედმეტიც კია. ტომპსონი ყველაფერს ისე აკეთებდა, როგორც თვითონ სურდა და ბუნებრივია, განგებას მისი სიცოცხლის დასასრულის განკარგვის უფლებას არ მისცემდა.
ლეგენდის თანახმად (რომელიც ორი წუთის წინ მოვიგონე), კენ კიზს ერთხელ ტუალეტის ქაღალდი გათავებია და ხელთ მხოლოდ და მხოლოდ ორეგონის უნივერსიტეტის დიპლომი შერჩენია, სადაც ეწერა, რომ იგი ჟურნალისტი იყო. კიზს დაუფიქრებლად გამოუყენებია ეს