ოქტომბრის ლიტერატურულ-პუბლიცისტური კალენდარი
ოქტომბრის ლიტერატურულ-პუბლიცისტური კალენდარი
მაკა ლდოკონენი
1 ოქტომბერი
« Yesterday »
1965 წელს პოლ მაკარტნიმ უკვდავი სიმღერა « Yesterday » შექმნა;
პირველი მარკიანი საფოსტო ბარათი
1869 წელს ვენის პოლიტეკონომიის აკადემიის პროფესორის იმანუილ ჰერმანის ინიციატივით გამოუშვეს მსოფლიოში პირველი მარკიანი საფოსტო ბარათი, რომელიც სტანდარტული საფოსტო კონვერტის ზომის სქელი ქაღალდისგან დაამზადეს, ზედ მისამართისთვის განკუთვნილი ხაზები დაიტანეს, კუთხეში კი ავსტრია-უნგრეთის გერბი (ორი კრეიცერის ღირებულების მარკა) დაბეჭდეს. ეს ეგრეთწოდებული „ კორესპონდენცკარტები “ მომენტალურად პოპულარული გახდა - პირველი ორი თვის მანძილზე 3 მილიონი ცალი გაიყიდა. დროთა განმავლობაში ბარათები დაიხვეწა, მასზე ილუსტრაციების, ქალაქის ხედების და სარეკლამი სიუჟეტებს გამოსახვა დაიწყეს. უძველესი ბარათები დღემდეა შემორჩენილი და ზოგიერთი მათგანი ხლოვნების ნიმუშადაც გახლავთ აღიარებული;
3 ოქტომბერი
თომას ვულფი
1900 წელს ჩრდილოეთ კაროლინის ქალაქ ეშვილში ამერიკელი მწერალი თომას ვულფი დაიბადა. ის ოჯახში უმცროსი ბავშვი იყო – შვიდი და-ძმა ჰყავდა. 1929 წელს ვულფმა თავისი პირველი, ავტობიოგრაფიული ჟანრის რომანი „ სახლს მოხედე ანგელოსო “ გამოსცა. თავიდან რომანის დაბეჭდვაზე სამმა გამომცემლობამ უარი განაცხადა. ვულფის მეორე რომანი გახლდათ „ დროისა და მდინარის შესახებ, “ მას მოჰყვა „ კლდე და ქსელი, “ „ შინ ვეღარ დაბრუნდები “ (თითოეული 700 გვერდიანი წიგნი იყო). ამ რომანების დამსახურებით ვულფი XX საუკუნის ამერიკელი პროზაიკოსების რიგებში აღმოჩნდა. ფოლკნერი მას თავისი თაობის უდიდეს მწერლად აღიარებდა;
« Old Shep »
1945 წელს 10 წლის ელვის პრესლიმ ახალგაზრდა ტალანტების კონკურსში მიიღო მონაწილეობა, « Old Shep » იმღერა, მეორე ადგილზე გავიდა და პრიზის სახით 5 დოლარი დაიმსახურა;
4 ოქტომბერი
ეჟენ პოტიე
1816 წელს დაიბადა ფრანგი პოეტი, ანარქისტი, რევოლუციონერი, 1871 წლის პარიზის კომუნის მონაწილე, ჰიმნ „ ინტერნაციონალის “ ტექსტის ავტორი ეჟენ პოტიე.
ენ რაისი
1941 წელს ამერიკელი მწერალი, მსახიობი, სცენარისტი, პროდიუსერი ენ რაისი დაიბადა. მან სახელი გაითქვა რომანით „ ინტერვიუ ვამპირთან “ ( „ ვამპირული ქრონიკების “ პირველი ტომი). უნდა ითქვას, რომ პოპულარობა მწერალს ამავე სახელწოდების ფილმმა (რეჟისორი ნილ გორდანი) უფრო მოუტანა, ვიდრე თავად რომანმა.
საინტერესო ფაქტი უკავშირდება მწერლის სახელს. დედამ მას ჰოვარდი დაარქვა, ვინაიდან მიაჩნდა, რომ მამაკაცის სახელი მეტ წარმატებას მოუტანდა, თუმცა, როდესაც 16 წლის ჰოვარდს კათოლიკური სკოლის ზედამხედველმა მონაზონმა ჰკითხა რა გქვიაო, მან უპასუხა ენი ვარო. მას შემდეგ რაისს მხოლოდ ამ სახელს ეძახდნენ;
7 ოქტომბერი
ღიმილის მსოფლიო დღე
ღიმილის მსოფლიო დღე ყოველწლიურად ოქტომბრის პირველ პარასკევს აღინიშნება. ამ დღესასწაულის არსებობა მხატვრის ჰარვი ბელის დამსახურებაა. XX საუკუნის შუახანებში ის ამერიკაში ცხოვრობდა და მოღვაწეობა, თუმცა, მისი შემოქმედება არაფრით გამოირჩეოდა და არც უკვდავება ემუქრებოდა. 1963 წელს მას კომპანიის State Mutual Life Assurance Company of America მწარმომადგენლებმა თხოვნით მიმართეს შეექმნა „ ნათელი და დასამახსოვრებელი სიმბოლო “ - კომპანიის სავიზიტო ბარათი. ჰარვის დიდხანს არ უფიქრია და დამკვეთებს შესთავაზა მომღიმარსახიანი ყვითელი ბურთულა – სწორედ ის, დღეს ნებისმიერი ინტერნეტმომხმარებელი „ ღიმილაკს “ / „ სმაილაკს “ რომ უწოდებს. ბელს შესრულებული სამუშაოსთვის 50 დოლარი გადაუხადეს, რამდენიმე დღეში მისი ესკიზის მიხედვით სამკერდე ნიშნები დაამზადეს და კომპანიის პერსონალს დაურიგეს. ახალი „ სავიზიტო ბარათის “ წარმატებამ ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა, რამდენიმე თვეში 10 000 მდე სამკერდე ნიშანი გამოუშვეს, მალე მომღიმარი ყვითელი ბურთულები მაისურებზე, კონვერტებზე და მარკებზეც კი გამოჩნდა. ამ მხიარული სიმბოლოს დაბადების დღე კი პირველად 1999 წელს აღნიშნეს და ღიმილის მსოფლიო დღედ დააწესეს:_);
16 ოქტომბერი
ჰანს კრისტიან ანდერსენი
1822 წელს 17 წლის ჰანს კრისტიან ანდერსენი სკოლაში განათლების მისაღებად ჩაეწერა. Aდაგვიანების მიზეზი ის გახლდათ, რომ ანდერსენის ოჯახს განათლებისთვის საჭირო თანხა არ გააჩნდა. ერთ დღეს, 14 წლის ჰანსმა კოპენჰაგენში გამგზავრება გადაწყვიტა, როდესაც დედამ ჰკითხა რატომ მიდიოდა, უპასუხა: ცნობილი უნდა გავხდეო!
ჰანსი მაღალი, ძალზე გამხდარი, გრძელკიდურებიანი, და გრძელცხვირა მოზარდი იყო. არაეფექტური გარეგმნობის მუიუხედავად, შეეცოდათ და სამეფო თეატრში მეორეხარისხოვანი როლების შესასრულებლად მაინც მიიღეს. მალე შეატყვეს, ძალიან რომ სურდა სწავლა, მეფესთან გაუწიეს რეკომენდაცია და ფრედერიკ მეექვსემ ნება დართო სახელმწიფო ხაზინის ხარჯზე ესწავლა. ჰანსი თანაკლასელებზე 6 წლით უფროსი იყო, სასწავლო დაწესებულების რექტორი მას ყოველთვის კრიტიკულად ექცეოდა. სიცოცხლის ბოლომდე სასწავლებელში გატარებულ წლებს თავისი ცხოვრების ყველაზე უღიმღამო და მძიმე წლებად