THE NEW YORK TIMES
1975 წლის 11 ივლისი, პარასკევი (პირველი გვერდი)
დიპლომატებმა აღიარეს, რომ დაკავშირებული იყვნენ პოლიციის მიერ ძებნილ ტერორისტთან, სახელად კარლოსთან.
პარიზი, 10 ივლისი - დღეს საფრანგეთიდან გააძევეს სამი მაღალი რანგის კუბელი დიპლომატი, იმ ადამიანის ფართომასშტაბიან საძიებო პროცესთან დაკავშირებით, რომელსაც კარლოსი ჰქვია, და რომელიც საერთაშორისო ტერორისტული ქსელის მნიშვნელოვანი რგოლია.
ეჭვმიტანილი, რომლის ნამდვილი სახელი ილიჩ რამირეს სანჩესია, იძებნება 27 ივნისს, ლათინური კვარტალის ერთ-ერთ სასტუმროში, საფრანგეთის კონტრდაზვერვის ორი თანამშრომლისა და ლიბანელი ინფორმატორის მკვლელობასთან დაკავშირებით.
ამ სამი მკვლელობის გამოძიებამ პოლიცია საფრანგეთსა და ბრიტანეთში არსებულ დიდ საერთაშორისო ტერორისტულ ქსელზე გაიყვანა. აღმოჩენილ იქნა დასავლეთ გერმანიის ტერორისტულ ცენტრებთან კარლოსის კავშირის მრავალი მტკიცებულება, გაჩნდა ეჭვი, რომ ევროპაში განხორციელებული სხვადასხვა ტერორისტული აქტი ერთმანეთთან მჭიდრო კავშირშია.
შეტყობინება ლონდონიდან:
ზოგიერთი წყაროს ცნობით, კარლოსი შემჩნეულ იქნა ლონდონსა და ბეირუთში, ლიბანში...