1
 მტკივა, ყველაფერი მტკივა. თვალებში შუქი მანათებს, თავი მისკდება. ნესტოებს სისხლის მყრალი სუნი მწვავს, ხელებიც სისხლში მაქვს მოთხვრილი. 
 
 -ლეონორა?
 
 ტკივილისაგან გაბრუებულს ხმა ყრუდ მესმის. ვცდილობ, თავი გავაქნიო, სიტყვის სათქმელად ტუჩებს ვერ ვიმორჩილებ. 
 
 -ლეონორა, აღარაფერი გემუქრებათ, საავადმყოფოში ხართ. ახლა სკანირებაზე მიგვყავხართ.
 
 ქალის ხმაა. მკაფიოდ და ხმამაღლა ლაპარაკობს. მისი ხმისაგან ტკივილი მატულობს.
 
 -არის ვინმე, ვისაც უნდა დავურეკოთ?
 
 ისევ ვცდილობ, თავი გავაქნიო. 
 
 -თავი გაქვთ დაშავებული, ნუ გაანძრევთ.
 
 -ნორა, -ვჩურჩულებ მე.
 
 -გინდათ, ნორას დავურეკოთ?
 
 -მე... ჩემი სახელი.
 
 -ძალიან კარგი, ნორა, შეეცადეთ, დამშვიდდეთ. ეს არ გეტკინებათ.
 
 მაგრამ მტკივა, ყველაფერი მტკივა. 
 
 რა მოხდა?
 
 რა ჩავიდინე?