* * *  სარა ვონი ოქსფორდის უნივერსიტეტში ინგლისურ ენასა და ლიტერატურას სწავლობდა, მერე კი ჟურნალისტი გახდა. გაიარა გადამზადება პრესის ასოციაციაში, 11 წლის განმავლობაში მუშაობდა „გარდიანში“ რეპორტიორად, ჯანდაცვისა და პოლიტიკის საკითხების კორესპონდენტად, შემდეგ ფრილანსერობა დაიწყო და წერას მიჰყო ხელი. მისი „ბრმად ცხობის ხელოვნება“ 2014 წელს „ჰოდერ&სტოუტონმა“ და კიდევ რვა გამომცემლობამ გამოსცეს, რასაც 2016 წელს „ფერმა სამყაროს კიდეზე“ მოჰყვა. „სკანდალის ანატომია“ გაერთიანებულ სამეფოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებში გამოიცა და 14 ენაზე ითარგმნა. 
 სარა ვონი კემბრიჯის მახლობლად ცხოვრობს ქმარსა და ორ შვილთან ერთად.