წინასიტყვაობა შენიშვნა: წიგნში გამოყენებული ზოგიერთი ფორმულირება და დაზუსტებები შეიძლება არ ემთხვეოდეს ზოგადად მიღებულს და ასახავდეს მხოლოდ ავტორის შეხედულებებს და მოსაზრებებს.
გამარჯობა ძვირფასო მკითხველო. რადგან შენ დაინტერესდი აღნიშნული წიგნით, ეს იმას ნიშნავს, რომ შენ ახლო მომავალში გადაწყვეტილი გაქვს რემონტის დაწყება ან უკვე დაწყებული გაქვს კიდევაც რემონტი შენს ბინაში. შესაბამისად შენ გჭირდება რაც შეძლება დეტალური და შეძლებისდაგვარად ზუსტი და მარტივი ენით გადმოცემული ინფორმაციის გაგება რემონტის "ფენომენის" შესახებ.
ეს წიგნი ნამდვილად კარგი არჩევანია ამისთვის, რადგან ამ წიგნის ფურცლებზე მე მოგიყვებით ერთი "მიზანდასახული" ახალგაზრდის დათოს, ბინის რემონტის ამბავს (იმ იმედით, რომ ეს ინფორმაცია თქვენ ნამდვილად გამოგადგებათ) და გაგიზიარებთ მის პირად გამოცდილებას და ცოდნას, რომელიც მან ამ "რემონტის" მიმდინარეობისას მიიღო. რათქმაუნდა მე არ ვარ დიდი "პროფესიონალი" ამ საქმეში და წიგნში მოყვანილი ინფორმაცია ბევრს შეიძლება საკმაოდ სუბიექტურად და "სამოყვარულო" დონეზე გადმოცემულად მოეჩვენოს. თუმცა მე მაინც ვფიქრობ, რომ "რემონტის" დაწყების წინ, ნებისმიერი სახის ინფორმაცია (რომელიც რემონტის წარმოებას ეხება), შეიძლება საინტერესო იყოს მკითხველისთვის. ამიტომ ამ წიგნში მე შევეცდები, რაც შეიძლება დეტალურად და ობიექტურობის მაქსიმალური დაცვით, ავღწერო რემონტის წარმოების სრული პროცესი, დათოს მაგალითზე დაყრდნობით. ამით შესაძლებელია მცირედით მაინც დაგეხმაროთ ამ საპასუხისმგებლო და რთულ საქმეში. მით უმეტეს, რომ სხვისი გამოცდილება, უმეტეს შემთხვევაში საკმაოდ საინტერესო და სამაგალითო შეიძლება აღმოჩნდეს ბევრისთვის.
***
იმათ, ვისაც წაკითხული აქვს ჩემი წიგნები "ფინანსური" თვითგანათლების თემაზე. ალბათ ახსოვთ ახალგაზრდა ბიჭი დათო, რომელიც ერთ მშვენიერ დღეს გადაწყვეტს საკუთარი ცხოვრების და ფინანსური მდგომარეობის უკეთესობისკენ შეცვლას და თვითსწავლებისა და ფინანსური თვითგანათლების დახმარებით, მიაღწევს კიდევაც ამას (თუ ვინმეს არ გაქვთ წაკითხული ეს ისტორია გირჩევთ გაეცნოთ მას ჩემს წიგნებში "გზა ფინანსური წარმატებისკენ" და "გზა ფინანსური წარმატებისკენ. ინვესტიციების სამყაროში").
ამ წიგნში კი მოყვანილია ზუსტად ის პერიოდი დათოს "განახლებული" ცხოვრებიდან, როდესაც ის თავის ერთ-ერთ ყველაზე საწადელ მიზანს მიაღწევს და ახლადაშენებულ საცხოვრებელ კორპუსში, ახალ ბინას შეიძენს.
ამის შემდეგ ის რათქმაუნდა თავისი ბინის რემონტზეც იწყებს ფიქრს და იმის მიუხედავად, რომ მას ამ საქმეში არანაირი გამოცდილება არ გააჩნია. მაინც დიდი ენთუზიაზმით ეკიდება ამ ახალ გამოწვევას. რადგან ის ყოველთვის მზად არის ახალი საქმის შესასწავლად და მას არ ეშინია სირთულეების.
გარდა ამისა ის ხვდება იმას, რომ ეს "პირველი" რემონტი, მისთვის კარგი გაკვეთილი იქნება აღნიშნული საქმის შესასწავლად და შემდგომში ის ამ საქმეს, უკვე გაცილებით მეტი თავდაჯერებულობით და ცოდნით მოეკიდება.
***
- როგორც იქნა ახდა დათოს მიზანი-ოცნება, რომლისკენაც ის ასე ბეჯითად მიისწრაფოდა. მან "ფინანსური" თვითგანათლების და სწორი ფინანსური აზროვნების დახმარებით, საბოლოდ მაინც მოახერხა შესაბამისი თანხის შეგროვება და ყოველგვარი "იპოთეკური" სესხის გარეშე (რაც ამ შემთხვევაში მისთვის "პრინციპული" საკითხი იყო), შეძლო მისთვის ასე ნანატრი ახალი ბინის შეძენა ახლადაშნებულ კორპუსში, მის მიერვე არჩეულ "პრესტიჟულ" უბანში.
შეგახსენებთ, რომ იმ დროს დათოს ერთ-ერთი ყველაზე დიდი ოცნება-მიზანი იყო, "პრესტიჟულ" უბანში მდებარე, ახალ ბინაში საცხოვრებლად გადასვლა. მან საბოლოო ჯამში, საკმაოდ სწარაფად შეძლოა ამ ოცნების ან უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, მიზნის ასრულება. რადგან თუ ადამიანი ფინანსურად სწორად აზროვნებს და მას მუდმივი თვითგანათლების წყალობით სათანადო ცოდნაც გააჩნია. შესაბამისად ის სწორად წარმართავს თავისი ცხოვრების ფინანსურ მხარესაც. ამიტომ (ცხოვრებისეულ გზაზე), მისთვის უკვე ნებისმიერი "მიზნის" მიღწევაა შესაძლებელი.
ბუნებრივია, რომ ბინის შეძენით გახარებული დათო, ჩქარობს მასში საცხოვრებლად გადასვლას. თუმცა მანამდე, მან ამ ბინის "რემონტი" უნდა განახორციელოს და შემდეგ ბინა კეთილმოაწყოს. ამავე დროს, დათოს ზედმეტად "აჩქარებაც" არ უნდა, ვინაიდან მან იცის, რომ ასეთ საქმეში სიჩქარე და სულსწრაფობა არ არის მიზანშეწონილი. მას პირველ რიგში თეორიულ დონეზე მაინც სურს რემონტის "ფენომენში" გარკვევა (შესაბამისი ინფორმაციის მოძიების და გაცნობის გზით) და შემდეგ უკვე საქმის დაწყებაც, სათანადო "სპეციალისტების