შესავალი ალბათ არ არსებობს თანამედროვე სამყაროში ადამიანი, რომელიც მგზავრის ან უბრალოდ ვიზიტორის სახით, ერთხელ მაინც არ ყოფილა აეროპორტში.
გაიხსენეთ აეროპორტში თქვენი პირველი სტუმრობა. დარწმუნებული ვარ, ის ემოციური და დამამახსოვრებელი იქნებოდა თქვენთვის. განსაკუთრებით იმ შემთხვევაში თუ თქვენ პირველად იმყოფებოდით აეროპორტში სტუმრად ან პირველად სარგებლობდით აეროპორტის სერვისით და მიფრინავდით სადმე აეროპორტიდან. აეროპორტში სტუმრობას ყოველთვის განსაკუთრებული ემოციები და ღელვა ახლავს თან და ამას აქვს თავისი ახსნა.
დღეს როდესაც ნებისმიერი ჩვენთაგანისთვის, ათასობით სხვადასხვა სახის სერვისია ხელმისაწვდომი და თუნდაც ტექნიკური პროგრესის მიღწევებით უკვე რთულია, რომ ვინმე გააკვირვო.
ავიაციის სფერო და კონკრეტულად აეროპორტი, ჯერ კიდევ რჩება, ერთ-ერთ იმ განსაკუთრებულ მოვლენად, რომელიც ყველაფრის მიუხედავად, უდიდეს შთაბეჭდილებას ახდენს ადამიანზე და იწვევს მასში განცვიფრებას.
მიუხედავად იმისა, რომ აეროპორტები უკვე ათწლეულებია ემსახურებიან ადამიანებს და შეიძლება ითქვას, რომ ისინი ჩვენი ყოველდღიურობის ნაწილი გახდნენ (რადგან დღეში მილიონობით ადამიანი სარგებლობს აეროპორტების სერვისით). ბოლომდე მაინც ვერავინ, ვერასოდეს წარმოიდგენს თუ რა „ გიგანტური “ მაშტაბის პროცესებს აქვთ ადგილი. თუნდაც ერთი აეროპორტის მუშაობის უკან.
მართლაც, რა ვიცით ჩვენ აეროპორტზე? მხოლოდ ის, რომ აეროპორტში მოფრინავენ და მიფრინავენ საჰაერო ხომალდები და მათ სხვადასხვა ადგილზე გადაყავთ ადამიანები ანუ ბევრი არაფერი. არადა როგორც უკვე ავღნიშნე, მსოფლიოში მილიონობით ადამიანი, ყოველდღე იყენებს აეროპორტების სერვისებს და უნებლიეთ ამ „ გიგანტური “ პროცესის თანამონაწილეები ხდებიან.
დღვანდელ დღეს, ჩვენს ასე სწრაფად ცვალებად და ტექნოლოგიურად განვითარებად, თანამედროვე სამყაროში. ჩვენ უბრალოდ გავხდით „ გულგრილნი “ , ჩვენი ყოველდღიურობის თანმხლებ სხვადასხვა პროცესების მიმართ და უკვე მივეჩვიეთ იმას, რომ „ ავტომატიზმის “ დონეზე, სავალდებულო „ რიტუალის “ სახით ვიყენებთ უამრავ სხვადასხვა სერვისს. მაგალითად, ყოველგვარი გაკვირვების და ზედმეტი დაინტერესების გარეშე, ვიყენებთ საბანკო სისტემის პროდუქტებს (არადა სულ რამდენიმე ათეული ან თუნდაც ერთეული წლის უკან. იგივე „ ინტერნეტბანკინგის “ სერვისი, ჩვენთვის წარმოუდგენელი ტექნოლოგიური სიახლე იყო). ასეთივე „ გულგრილობით “ ვსარგებლობთ ჩვენ საზოგადობრივი ტრანსპორტის სერვისით. სავაჭრო და საკვები ობიექტების პერსონალის მომსახურებით. ჯანდაცვითი დაწესებულებების სერვისებით. რად ღირს თუნდაც „ დისტანციური “ სწავლების სერვისის გამოყენების შესაძლებლობა და ა.შ.
მაგრამ თუ დავფიქრებულვართ ჩვენ ერთხელ მაინც, თუ როგორ მუშაობს ესა თუ ის სამსახური, სერვისი ან დაწესებულება. მაგალითად, როგორ ფუნქციონირებს საბანკო სისტემა და რა „ მექანიზმები “ იწყებენ მოქმედებას, როდესაც ჩვენ ელემენტალურად თანხას ვიღებთ ბანკომატიდან. რა რთულ სამუშაოს ასრულებენ ყოველდღიურად ექიმები, მასწავლებლები, მძღოლები, მზარეულები, პოლიციელები და ა.შ.
როგორ იმართებიან მაგალითად, სავაჭრო ობიექტები, იმისთვის რომ ჩვენ შეუფერხებლად, ნებისმიერ დროს შევიძინოთ რაც კი მოგვესურვება. წარმოგიდგენიათ, რამდენად გვიმარტივებენ ცხოვრებას ყველა ამ სფეროს წარმომადგენლები და ამ სერვისების ხელმისაწვდომობა. პასუხი იქნება არა. რადგან ჩვენთვის ეს ყველაფერი უკვე კარგა ხანია რაც ყოველდღიურობის ნაწილია და ასე ვთქვათ „ თავისთავადია “ . მაშინ რატომღა უნდა დავფიქრდეთ ჩვენ ამ ყველაფერზე.
ამ პატარა წიგნში მე რათქმაუნდა არ ვაპირებ ყველა ზემოთხსენებულ საკითხზე თქვენი ყურადღების გამახვილებას.
თუმცაღა, რათქმაუნდა თითოეული ზემოთაღნიშნული სამსახურის ან სერვისის, მუშაობის პრინციპის განხილვა, ძალზედ შემეცნებითი იქნებოდა.
ამჯერად მე უბრალოდ მინდა გაგაცნოთ, ვფიქრობ ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო და გარკვეულწილად „ მაგიური “ დაწესებულების „ აეროპორტის “ მუშაობის პრინციპი. იმისთვის, რომ შემდეგში, როდესაც თქვენ კიდევ ერთხელ მოგიწევთ აეროპორტში სტუმრობა. თქვენ აღარ დარჩეთ უბრალო „ მოწყენილი “ ვიზიტორის ან აეროპორტის სერვისების მორიგი მომხმარებლის როლში, არამედ ახლა უკვე როგორც ამ საქმეში გარკვეულწილად ჩახედული ადამიანი, უფრო დიდი ინტერესით მიადევნოთ თვალყური იქ მიმდინარე პროცესებს და კიდევ უფრო მეტად დააფასოთ იქ დასაქმებული „ პროფესიონალების “ მუშაობა.
მადლობა ყურადღებისთვის და გისურვებთ სასიამოვნო კითხვას.